გიორგი ჭიაბრიშვილი: ცოტა იღბალიც თუ ჩვენკენ იქნება, ყველაფერი შესაძლებელია

AutoSharing Option
29 ივლისს თბილისის "საბურთალოს" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ზაგრების "დინამოსთან" საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ჭიაბრიშვილი ჟურნალისტების წინაშე ფეხბურთელ გეგა დიასამიძესთან ერთად წარდგა.

- "დინამოსთან" მატჩს დანაკლისით ხვდებით. რა მდგომარეობაა გუნდში?
- გუნდში საბრძოლო განწყობაა, ის ფეხბურთელები, რომლებიც სათამაშოდ გავლენ, მაქსიმუმს გაიღებენ. ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ. ამჯერადაც ბოლომდე ვიბრძოლებთ. დანარჩენს მატჩი დაგვანახებს. კარგად ვიცით მეტოქის შესაძლებლობები, ვიცით მისი სიძლიერე. ტრავმები გვაქვს, მაგრამ ახლა ამაზე არ ვაპირებ საუბარს. მთავარი ხვალინდელი თამაშია.

- ტრავმების ფონზე ლევან ყენიას თამაშს თუ უნდა ველოდოთ?
- რთულია თქმა, ითამაშებს თუ არა. ლევანი ჯერ არ არის სათამაშო ფორმაში. მისი თამაში ამ დროისთვის გარკვეულ რისკებს წარმოადგენს. იმედია, არ მომიწევს ამ ეტაპზე მისი თამაშში ჩართვა.

- რამდენიმე კვირის წინ "შერიფთან" ჩატარებულმა მატჩმაც დაგვანახა, რომ დღევანდელ ფეხბურთში შესაძლებელია 0:3 ამოქაჩვა. რამდენად შეუძლია გუნდს ორბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა?
გეგა დიასამიძე:
- შეუძლებელი არაფერია. პირველ მატჩში 0:2 დავმარცხდით, მიუხედავად იმისა, რომ ურიგო ფეხბურთი არ გვითამაშია. უპირატესობასაც ვფლობდით, მომენტებიც გვქონდა, მაგრამ… ფსიქოლოგიურად მზად ვართ, დანარჩენს მატჩი დაგვანახებს.

გიორგი ჭიაბრიშვილი:
- "შერიფთან" 0:3 რომ ვმარცხდებოდით, ძირითადად საკუთარი შეცდომების ხარჯზე. "დინამო" არ არის "შერიფი", ბევრად გამოცდილი და დიდი ისტორიის მქონე კლუბია. ჩვენ ბოლომდე დავიხარჯებით. ცოტა იღბალიც თუ ჩვენკენ იქნება, ყველაფერი შესაძლებელია.

- საქართველოში იშვიათად ხდება, რომ წაგებული მატჩის შემდეგ გუნდს ტაშს უკრავდნენ. ეს ფაქტორი იძლევა თუ არა იმის საშუალებას, რომ გუნდმა კიდევ უფრო ლაღი ფეხბურთი ითამაშოს?
- მართალია, პირველ შეხვედრაში "დინამოსთან" 0:2 დავმარცხდით, მაგრამ ფსიქოლოგიური უპირატესობა გვაქვს, დასაკარგი არაფერია. თუ მოვიგეთ, თანაც სასურველი ანგარიშით, გმირობას ჩავიდენთ. მთავარი მატჩი, სამწუხაროდ, საკუთარ კედლებში დავთმეთ. უკან დასახევი გზა არა გვაქვს.

-"დინამოსთან" ორი განსხვავებული ტაიმი იხილა გულშემატკივარმა. რა შეცდომები იყო?
- ჩვენის მხრიდან გარკვეული შეცდომები შესაძლოა იყო, მაგრამ მეტოქის დამსახურებაა, რომ მეორე ნახევარი მაღალ დონეზე ჩაატარა.

- ხვალინდელი შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ჩატარდება. საქართველოს ჩემპიონატში მიჩვეულები ხართ ამ მდგომარეობაში თამაშს. ეს ფაქტორი რამდენად დაგეხმარებათ?
გეგა დიასამიძე:
- მე მერჩინა სავსე ტრიბუნების ქვეშ თამაში, რადგან უფრო მეტ გამოცდილებას მივიღებდით. სასიამოვნოა, როდესაც სტადიონი სავსეა. ამ დროს მეტი ენერგიითა და შემართებით ხარ.

გიორგი ჭიაბრიშვილი:
- ცარიელ ტრიბუნებზე არ ვთამაშობთ, რადგან ჩვენ ჩამოგვყვნენ გულშემატკივრები, ჟურნალისტები. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ისტორიის მქონე კლუბი ვართ, ამ პერიოდში ბევრი გულშემატკივარი შევიძინეთ. ხვალინდელი მატჩი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში გადაიცემა და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის დიდი რაოდენობა გვიყურებს და გვიგულშემატკივრებს.

fcsaburtalo.ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 17 /
ქართული გუნდების ევრო ტურნირების მონაგარს მიმოვიხილავ. ვიდეობის სერია მინდა დავიწყო. ეს პირველი გავაკეთე და თქვენი აზრი მაინტერესებს, რაა კაი, რა ცუდი, რას მივაქციო მომავალში ყურადღება და ა.შ.
https://www.youtube.com/watch?v=_k9AS7qTXvM&t=1s&fbclid=IwAR1mpqIWqt5_BKpvV2PdwEqant0WmyF1QkNsJ28ajxKY4XlnyM0xW_KMTX4
თოკო-ეკე
30 ივლისი 2019 17:11
0
ჩემი ტაქტიკა ასეთი იქნებოდა, I ტაიმი და მე-2 ტაიმის ნახევარი ფრეზე თამაში,ანუ ტემპის დაგდება, რომ განასკუთრებული მწვავე შეტევები ავირიდო თავიდან მთელი ორი ტაიმის განმავლობაში, რადგან I მატჩმა გვაჩვენა, რომ ასეთი დონის გუნდდან 2 ტაიმის თანაბარ დონეზე თამაში არ შევიძლია. ხოლო ბოლო 25 -30 წუთი 11-ვე ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს შესაძლებლობის ზღვარზე. გავალთ ამით? ძნელი სათქმელია, მაგრამ შესაძლებელია ისეთ შედეგის მიღწევა, რომ არ შევრცხვეთ.
გიზოგ
30 ივლისი 2019 15:03
1
ეხლა ამ სტატიას ნახავს ბევრი, ჩემი ჩათვლით, უკანასკნელ 5 ლარს დავდებთ საბურთალოს მოგებაზე და მერე რომ წააგებენ, დავიწყებთ გინებას :)))) ნეტა მოიგონ, მაგრამ...:))))
გიენა
30 ივლისი 2019 13:35
4
ქართული კლუბები და ნაკრებიც გაცვლითი თამაშებს უკეთ თამაშობენ ვიდრე საზსინაოს. რაღაც ასეთი შეგრძნება მაქვს.
კაია ვვვიჭო...
30 ივლისი 2019 12:48
3
ურემი რომ გადატრიალდება ,გზა კი გამოჩნდება,მაგრამ ტაბიკამოგდდებული ურემი ვერაა ამ გამოჩენილი გზის გამვლელი მის მავლლად აღდგენამდე, დროა საჭირო!-ჩვენს შემთხვე,ვაში საბურთალოსათვის -მცირე დრო გავიდა ამ ტურნირში დარჩენისთვის ,გუნდისათვის გასაგრძელელებლად....
ღვთაებრივი ქარი
30 ივლისი 2019 11:58
0
"საბურთალო" ამ თამაშს არ წააგებს.
გიოშა
30 ივლისი 2019 09:40
2
არ არის საჭირო უაზრო მოლოდინები.
martlaaa
30 ივლისი 2019 10:53
3
ნაციხარ ხო,,ბოკერია და სააკაშვილი უკეთეს კომენტარებს აკეთებენ ხო შენთვის,,ლობჟანიძეს რეკლამა კარგია მაგრამ პრემია აუცილებელი,როგორც ყველა გუნდში არის,ფეხბურთელებისთვის ფინანსები მნიშვნელოვანია, უფრო მეტია საჭირო გაიგეთ ეს კლავიატურის პროფესორებო
ვაი და ვუის და მსგავს სუბიექტებს
30 ივლისი 2019 09:37
12
იმედია ღადაობ ... თუ არადა ექიმს გაესინჯე
ვაი და ვუი
30 ივლისი 2019 11:08
2
წარმატებებს და იღბალს გისურვებთ ბიჭებო.თქვენ თქვენი ითამაშეთ,საცდელი სცადეთ და რაც გამოვა,ღმერთის ნებაა.
სოსო
30 ივლისი 2019 09:02
1
ზუსტად ძლიერ მეტოქესთან თამაშით იზრდება გუნდი და იღებს გამოცდილებას და იხსნის ფსიქოლოგიურ წნეხს.
საბურთალოს თამაშით კმაყოფილი ვარ და ძალიან მომწონს ის ფაქტი,რომ საბურთალო ზედიზედ უკვე მე-2 სეზონია არის სტაბილური გუნდი აქვს არჩეული საფეხბურთო ფილოსოფია და სწორი გზა, რომლითაც მიდის და ცდილობს, რომ შეინარჩუნოს შემადგენლობა ნაბიჯ ნაბიჯ ვითარდება ყოველწლიურად.
ჰყავს მწვრთნელები, რომლებიც მუშაობენ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან და აძლევენ მათ შანს აქვს კარგი აკადემია.
ბევრი ქართული გუნდი მინახავს წარსულში და ახლაც, რომლებიც იწყებენ სეზონს ერთი შემადგენლობით და ამთავრებენ მეორე შემადგენლობით.
ევროპის თამაშები,რომ მოახლოვდება,ხოლმე ერთი კვირით ადრე დაიმატებენ გაურკვეველი წარსულის მქონე ლეგიონერებს,რომლებიც ვერაფერს აკეთებენ გუნდი ვარდება და მერე ისინიც წავლენ და იწყებენ ახალ სეზონს სუ სხვანაირი მონახაზით და ფეხბურთელებით ასე გრძელდება წლები, მაგ შარშან ქუთაისის ტორპედომ 8 მილიონი გამოიმუშავა ევროპის თამაშებით და წელს გუნდი დაეშალათ ეს "ფული სად წავიდა ან რაში დაიხარჯა არავინ იცის" ხოლო საბურთალო ცდილობს, რომ აკადემია განავითაროს და სათამაშო დონე აიმაღლოს ვუსურვებ წარმატებას და წინსვლას.
გიორგი
30 ივლისი 2019 04:28
2
წარმატებები ბიჭებო!
გადასარევი გიორგი
30 ივლისი 2019 02:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული