ეროვნული ლიგის განახლებამდე: ვინ წავიდა - ვინ მოვიდა?

AutoSharing Option
რამდენიმე დღეში სტარტს ეროვნული ლიგა აიღებს, საქართველოს ჩემპიონატი 3 აგვისტოს "სიონისა" და "ვიტ ჯორჯიას" მატჩით განახლდება.

როგორც ყველგან, ეროვნული ლიგის კლუბებშიც მოვიდნენ და წავიდნენ ფეხბურთელები.

ვნახოთ, რამდენად გაძლიერდა თუ შესუსტდა ესა თუ ის კლუბი:

თბილისის "დინამო"

წავიდნენ: ფრან კარბია ("იბიცა", ესპანეთი), დმიტრო ივანისენია ("ზორია", უკრაინა), ანტონიო როხანო, სტეფან სიკაჩი, სერხიო ნოჩე (ყველა უკლუბოდ)

მოვიდნენ: გიორგი ქიმაძე, ნოდარ ქავთარაძე (ორივე ქუთაისის "ტორპედო"), არფან დაფე ("ნასაჯი", ირანი), ოლექსანდრ კაპლიენკო ("მეტალურგი", უკრაინა), მათე კვირკვია (ბათუმის "დინამო"), მიხაილო შიშკა ("ობოლონი", უკრაინა), სერგეი ლიტვიჩენკო ("ჩერნომორეცი", უკრაინა),
კვამე კარიკარი ("ნეფთჩი", აზერბაიჯანი).

"საბურთალო"

წავიდნენ: ლადო დვალიშვილი ("დინამო", ბთ), ბექა გვარაძე ("სიონი", იჯარა), გიორგი ქოჩორაშვილი ("ლევანტე", ესპანეთი), ცოტნე ნადარაია (ქუთაისის "ტორპედო"), გიორგი თევზაძე ("რუსთავი").

მოვიდნენ: გიორგი გაბედავა ("ზაგლებიე", პოლონეთი), ლაზარე კუპატაძე ("ჟენესი", ლუქსემბურგი), გიორგი რეხვიაშვილი ("ლევიადიკოსი", საბერძნეთი), ლევან ყენია ("დუდალანჟი", ლუქსემბურგი).

ბათუმის "დინამო"

წავიდნენ: გიორგი გადრანი (ქუთაისის "ტორპედო"), რატი ცაცკრიალაშვილი, ოთო გოშაძე ("სიონი"), რომან ჭანტურია ("ემპოლი", იტალია - იჯარა დასრულდა), ალეფ სანტოსი ("დილა"), მათე კვირკვია (თბილისის "დინამო").

მოვიდნენ: ლადო დვალიშვილი ("საბურთალო"), ჯაბა ჯიღაური ("გრენობლი", საფრანგეთი), ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე (ორივე ქუთაისის "ტორპედო").

"ტორპედო"

წავიდნენ: ბუდუ ზივზივაძე ("მეზოკოვეშდი", უნგრეთი), მერაბ გიგაური ("გაბალა", აზერბაიჯანი), მაქსიმე ქვილითაია ("შახინ ბუშერი", ირანი), ოლექსანდრ აზაცკი ("ბანიკი", ჩეხეთი), ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე (ორივე ბათუმის "დინამო"), გიორგი ქიმაძე, ნოდარ ქავთარაძე (ორივე თბილისის "დინამო"), ამბროსი ჩაჩუა ("ვოლინი", უკრაინა), რიჩარდ ლუკა ("ტიგრესი", მექსიკა), თენგიზ წიქარიძე ("დილა"), ნიკოლა სტიეპოვიჩი (უკლუბოდ), მათე ცინცაძე (უცნობია).

მოვიდნენ: გოდერძი მაჩაიძე ("დილა"), ცოტნე მოსიაშვილი ("ვიტ ჯორჯია"), თემურ ჩოგაძე, პაპუნა ფონიავა, ზაზა ციცქიშვილი (ყველა "რუსთავი"), გიორგი გადრანი (ბათუმის "დინამო"), დავით იონანიძე ("ჩიხურა"), ოთო კობახიძე (თბილისის "ლოკომოტივი"), ცოტნე ნადარაია ("საბურთალო"), თამაზ ცეცხლაძე ("საბაილი", აზერბაიჯანი).

"ჩიხურა"

წავიდნენ: დავით იონანიძე ("ტორპედო"), ბიძინა მახარობლიძე (თბილისის "ლოკომოტივი")

მოვიდნენ: რატი არდაზიშვილი (თბილისის "ლოკომოტივი")

"ლოკომოტივი"

წავიდნენ: ზუკა დავითაშვილი ("რუბინი", რუსეთი), ლაშა ოზბეთელაშვილი ("გაგრა"), ოთო კობახიძე (ქუთაისის "ტორპედო")

მოვიდნენ: ბიძინა მახარობლიძე ("ჩიხურა"), დავით კირკიტაძე ("სიონი")

"სიონი"

წავიდნენ: დავით კირკიტაძე (თბილისის "ლოკომოტივი"), არჩილ მესხი ("ზუგდიდი"), ზვიად სიხარულია ("შევარდენი"), ვაჟა ქიქავა, დავით რაჟამაშვილი ("სამტრედია"), ლაშა ლეჟავა ("რუსთავი"), ლაშა მანაგაძე ("გაგრა"), თორნიკე ზარქუა, თამაზ მაქაცარია, ვაჟა ქიქავა (უკლუბოდ).

მოვიდნენ: ოთო გოშაძე, რატი ცაცკრიალაშვილი (ორივე ბათუმის "დინამო"), ზურაბ ჯაფიაშვილი ("რუსთავი"), კახა კახაბრიშვილი ("ცხინვალი"), გიორგი ივანიშვილი ("ზაგლებიე", პოლონეთი), ლაშა მანაგაძე ("გაგრა"), დიმიტრი ტატანაშვილი ("თელავი").

"დილა"

წავიდნენ: გოდერძი მაჩაიძე (ქუთაისის "ტორპედო"), დიდიე კოუგბენია ("მაკაბი", ისრაელი), ლუკა გუგეშაშვილი ("გრანადა B")

მოვიდნენ: ალეფ სანტოსი (ბათუმის "დინამო"), თენგიზ წიქარიძე (ქუთაისის "ტორპედო"), გიორგი ჩოჩიშვილი ("შევარდენი").

"რუსთავი"

წავიდნენ: პაპუნა ფონიავა, ზაზა ციცქიშვილი, თემურ ჩოგაძე (ყველა ქუთაისის "ტორპედო"), ხვიჩა კვარაცხელია, ნიკოლაი ყიფიანი (ორივე "რუბინი", რუსეთი), ზურაბ ჯაფიაშვილი ("სიონი").

მოვიდნენ: ლუკა ნოზაძე ("სეპიდროდი", ირანი), გიორგი ლაცაბიძე, გიორგი ვასაძე (ორივე "ვიტ ჯორჯია"), დათა სიჭინავა ("ცხინვალი"), გიორგი თევზაძე ("საბურთალო"), ნიკა ძალამიძე ("ბალტიკა", რუსეთი), ლაშა ლეჟავა ("სიონი"), რაფაელ დე ლა სოუზა ("აპოელი", ისრაელი).

"ვიტ ჯორჯია"

წავიდნენ: გიორგი გეთიაშვილი, ნოდარ კიკნაველიძე, პაატა ღუდუშაური, ნიკა მაისურაძე, ჯონი შეროზია (ყველას სამუდამო დისკვალიფიკაცია), კახა კაკაშვილი ("მეშინ საზი", ირანი), ალიკო ჩაკვეტაძე, დავით საჯაია, ზურაბ ღირდალაძე (ყველა "სამტრედია"), ცოტნე მოსიაშვილი (ქუთაისის "ტორპედო"), გიორგი ლაცაბიძე, გიორგი ვასაძე (ორივე "რუსთავი").

მოვიდნენ: ლუკა თათხაშვილი (ფოთის "კოლხეთი"), ანდრო ნემსაძე ("გაგრა").

*სტატია მომზადებულია transfermarkt-ისა და კლუბების ოფიციალურ არხებზე განთავსებული ინფორმაციით მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
ქართული პრობლემა იცით რაშია ? ტორპედო გაპარტახდაა იმინა დაცინეს გუნდს და მაგის გულშემატკივრები დინამოზეე ბრაზობდნენ ნახევარი ტორპედო იქ წაიყვანეს პირველ ეტაპს რო გაცდა დინამო აუფ დინამო გაცდა თუ ტორპედოო? მაგას ტორპედო ქვია უკვეო .არადა სულ ორი ფეხბურთელი გადმოვიდა რეალურად მაქედან თვითონ რუსთაველები არაი იქიდან სამი ფეხბურთელი რო მოიყვანეს? აი ეგ უჭკუობა დაბალი მენტალიტეტი და ბოღმაა ის რაც საქართველოში ანგრევს ყველაფერს
Simartle
23:47 30-07-2019
6
სიკაჩი გაუშვეს...შემეცოდა...ტრამვაში რო ფეხბურთელს უშვებენ ცოტა არასასიამოვნოა...ეჭვიც არ მეპარება ფიფია კომპესაციის გარეშე არ გაუშვებდა ,მაგრამ... მოკლედ გამოჯამრთელება სიკა,არ იყო ურიგო მეკარე.
დ.გ
18:17 30-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული