კლუბი 2-წლიანი ისტორიით, რომელსაც მილიარდერი ფლობს - რა გუნდია "საბურთალოს" მეტოქე "არარატ-არმენია"

AutoSharing Option
"არარატ-არმენია" 2017 წელს დაარსებული გუნდია და ის ერევნის "არარატში" არ უნდა აგვერიოს.

კლუბი, რომელიც 2017 წელს სომეხმა ბიზნესმენმა რუბენ აირაპეტიანმა (სომხეთში მას გერმანელ რუბოს ეძახიან) დააარსა, ერევნის საფეხბურთო აკადემიისა და "პიუნიკის" ახალგაზრდა ფეხბურთელებისაგან შედგებოდა და მას "ავან აკადემია" ერქვა.

გუნდი სომხეთის პირველ ლიგაში დარეგისტრირდა და უმაღლესი ლიგის საგზურიც მოიპოვა. ამის შემდეგ კლუბი რუსეთში მცხოვრებმა, წარმოშობით სომეხმა მილიარდერმა სამველ კარაპეტიანმა შეიძინა, რომელიც მოსკოვის "არარატის" მფობელი გახლდათ.

2018 წელს კარაპეტიანმა გააერთიანა ეს გუნდები და მას "არარატ-არმენია" დაარქვა. რამდენიმე მწვრთნელის გათავისუფლების შემდეგ გუნდი
სომხეთის ნაკრების ყოფილ დამრიგებელ ვარდან მინასიანს ჩააბარეს.

უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ პირველივე სეზონში "არარატ-არმენია" ქვეყნის ჩემპიონი გახდა და "პიუნიკს" 1 ქულით გაასწრო. სწორედ ეს გახლავთ კლუბის ერთადერთი ტიტული, რაც ცუდი არ უნდა იყოს 2 წლის ისტორიის მქონე გუნდისთვის. სომხეთის თასზე "არარატ-არმენია" ნახევარფინალში დამარცხდა.

სტადიონი

მართალია, "არარატ-არმენიასა" და "საბურთალოს" შორის ერევანში შეხვედრა ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, თუმცა კლუბს საკუთარი არენაც, "სომხეთის საფეხბურთო აკადემიის სტადიონი" აქვს, რომელიც 1400 ადამიანს იტევს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

გუნდის შემადგენლობა - ფეხბურთელები და სატრანსფერო ფასები

რაც შეეხება ახლანდელ "არარატ-არმენიას", გუნდში 27 ფეხბურთელი ირიცხება. მათი 63%, ანუ 17 ფეხბურთელი უცხოელია და 7-ს სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია. "არარატ-არმენიას" ფეხბურთელების საერთო სატრანსფერო ფასი 5.75 მილიონი ევრო გახლავთ, რაც "საბურთალოზე" 30 000 ევროთი ნაკლებია.

მეკარეები
  • დმიტრი აბაკუმოვი (რუს) 300 000 ევრო
  • სტეფან კუპიჩი (სრბ) 250 000
  • ნიკოლაოს მელიქიანი 25 000

მცველები
  • ანჟელო მენესეში (პორ) 300 000
  • დმიტრი გრუზი (კ) (რუს) 300 000
  • ალეკსანდრ დამჩევსკი (ჩრ. მაკ) 250 000
  • არტურ დანიელიანი 150 000
  • ალბერტ ხაჩუმიანი 25 000
  • როშდი აჩენტე (მარ) 100 000
  • ვაზგენ სარიბეკიანი 25 000
  • გეორგი პაშოვი (ბულ) 300 000

ნახევარმცველები
  • კოჯო ალფონსი (კოტ. დ) 300 000
  • ილია ანტონოვი (ესტ) 350 000
  • არმენ ამბარცუმიანი 300 000
  • გორ მალაქიანი 250 000
  • მაილსონ ლიმა (კაპე ვერდე) 300 000
  • არმენ ნაჰაპეტიანი 100 000
  • ალექს ჟუნიორი (ჰაიტი) 100 000
  • პეტროს ავეტისიანი 400 000
ვინგერები და თავდამსხმელები
  • ზაქარია სანოგო (ბურკინა ფასო) 500 000
  • ჟირაირ შაგოიანი 75 000
  • ფურჯელ ნარსინი (ჰოლ/სურინამი) 200 000
  • არტემ ავენესიანი 75 000
  • ნარეკ ალავერდიანი 25 000
  • ოგანა (ნიგ) 250 000
  • ჟან ჟაკ ბუგი (კოტ. დ) 175 000
  • ანტონ კობაიაკო (რუს) 175 000

გუნდის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ბურკინაფასოელი ზაქარია სანოგო გახლავთ. ის 6 ფეხბურთელთან ერთად "არარატის" ახალწვეულია. ზაქარია სანოგო გასულ სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში თამაშობდა. მარჯვენა გარემარბმა "ჰარტბერგის" შემადგენლობაში 27 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. "არარატ-არმენიას" რიგებში კი თავი არ გამოუჩენია.

კიდევ ერთი ახალწვეული ფურჯელ ნარსინი გახლავთ. 31 წლის ნარსინს მთელი კარიერა ჰოლანდიაში აქვს გატარებული და სომხურ კლუბს "გრააფსხაფიდან" შეუერთდა, რომლის რიგებში გასულ წელს ერედივიზიონის 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.

სომხეთის ჩემპიონისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია ესტონელი ილია ანტონოვი. ის გასულ სეზონში რუმინეთის უმაღლესი ლიგის "ჰერმანშტადში" თამაშობდა და ჩემპიონატში 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ქართველებისთვის ნაცნობი ფეხბურთელია როშდი აჩენტე. მაროკოელი ვაკო ყაზაიშვილსა და გურამ კაშიასთან ერთად "ვიტესში" 2.5 წელი თამაშობდა. აჩენტე ბოლოს ჰოლანდიის მეორე ლიგის "ეინდჰოვენში" თამაშობდა და უკანასკნელ სეზონში 19 შეხვედრა ჩაატარა.

პორტუგალიის მეორე ლიგის "ფამილიკაუდან" დაიმატეს 26 წლის ცენტრალური მცველი ანჟელო მენესეში, რომელიც კარიერის განმავლობაში თითქმის სულ ამ ლიგაში თამაშობდა. ასევე, საინტერესო ფეხბურთელია მალისონ ლიმა ლოპეში, რომელიც "არარატს" გასულ სეზონში "ვიტროლულიდან" შეუერთდა და სომხეთის ჩემპიონატში 15 თამაში ჩაატარა.

26 წლის კოჯო ალფონსი "არარატ-არმენიაში" პორტუგალიის პრიმერა ლიგის "ფეირენშედან" გადავიდა და გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია.

ასევე, აუცილებლად უნდა გამოვყოთ რუსი ანტონ კობაიაკო, რომელსაც კარიერა რუსეთის პირველ დივიზიონში აქვს გატარებული. კობაიაკო "არარატ-არმენიას" ბომბარდირი იყო გასულ სეზონში და თავის გამოჩენა ევროთასებზეც მოახერხა. ჯერ შვედურ აიკს გაუტანა, შემდეგ - გიბრალტარის "ლინკოლნს".

სომეხი ფეხბურთელებიდან კი 23 წლის შემტევი ნახევარმცველი პეტროს ავეტისიანი უნდა გამოვარჩიოთ. ავეტისიანი სომხეთის ეროვნული გუნდის წევრია და აიკთან შინ მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

ევროთასებზე ასპარეზობის ისტორია

ახლა კი, სწორედ "არარატ-არმენიას" ევრომატჩების ისტორიაზე გიამბობთ. "საბურთალოს" მსგავსად, სომხურ კლუბსაც ევროსარბიელზე მხოლოდ 4 შეხვედრა აქვს გამართული, თუმცა 3-ში გამარჯვება მოახერხა.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხეთის ჩემპიონი შვედეთის ჩემპიონს შეხვდა. "არარატმა" სახლში აიკი 2:1 დაამარცხა, თუმცა გასვლით შეხვედრაში 1:3 დამარცხდა და ევროპა ლიგაზე გადაერთო.

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი მეტოქედ გიბრალტარული "ლინკოლნ რედ იმპსი" ჰყავდა და სომხურმა გუნდმა ორივე თამაში მოიგო. ჯერ მოწინააღდეგე შინ 2:0 დაამარცხეს (კობიაკო, ალფონსი) და შემდეგ სტუმრადაც მოახერხეს გამარჯვება - 2:1 (ოგანას დუბლი). თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ გიბრალტარელებს საშინაო შეხვედრაში ძალიან ბევრი მომენტი ჰქონდათ.

"საბურთალოსთან" დაპირისპირება და შანსები

ძალიან რთული სათქმელია, თუ რა გუნდია "არარატ-არმენია". აიკთან პირველ შეხვედრაში "არარატ-არმენია" მე-3 წუთზე დაწინაურდა, ხოლო შემდეგ მე-13 წუთიდან უკვე კაცნაკლულ გუნდს ეთამაშებოდა და მხოლოდ ერთი გოლი გაუტანა და ერთიც საკუთარ კარში მიიღო.

მეორე საშინაო მატჩში მეტოქე უმცირესობაში 49-ე წუთიდან იყო და მთელი ტაიმის განმავლობაში ვერ მოახერხეს გიბრალტარული გუნდისთვის გოლის გატანა.

თუმცა ქაღალდზე გუნდი საკმაოდ ნორმალური ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და დაახლოებით იმავე ძალისაა, რაც "საბურთალო". მაგრამ ფეხბურთელები ერთმანეთთან შეთამაშებულები არ უნდა იყვნენ და ინდივიდუალურად ისეთი დონისაც არ არიან, მარტომ რომ მოუგონ "საბურთალოს".

ალბათ, ორივე შეხვედრა საკმაოდ დაძაბული იქნება, თუმცა უპირატესობა მაინც ქართულ გუნდს აქვს. საქმე იმაშია, რომ სწორედ შეუთამაშებლობის გამო უჭირს "არარატს" პირველ ნომრად თამაში, ხოლო კონტრშეტევებზე საკმაოდ კარგად გამოიყურებიან, რადგან სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ.

თუ "საბურთალო" "არარატ-არმენიას" დაუთმობს ინიციატივას, უფრო გაუადვილდება ამ ბარიერის გადალახვა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
კორუფცია რა შუაშია აგერ გინდ რუსეთში გინდ უკრაინაში კორუფცია როა ისე უნდა მარა რა არ დებენ ფულს კლუბებში კორუფცია კიარა მენტალიტეტის ბრალია ეგ ნებისმიერ მილიონერს ურჩევნია თავის საყვარლებს ახლო მეგობრებს და ოჯახს მოახმაროს მაყუთი ვიდრე ვიღაც სხვას აგერ ჭყონია ავიღოთ რა თქვა ვერ უყურე სანამ ყიფიანები და გუცაევები არ წამოვლენ ქართულ ფეხბურთში მანამდე ფულის ხარჯვას აზრი არააქვსო.დდ კორუფცია არა კვახი მაგ კორუფციიტ გახდენ ეგენი აქ მილიარდელები აპა ფული კვახის ფოთოლში კიარ უნახიათ.
zaza
11:50 06-08-2019
0
მოუხსენით დღგ, საშემოსავლო, ქონებისა და აქციზის გადასახადები იმ ბიზნესმენებს, რომლებიც თავის წლიურ ბიუჯეტში გადასახადების 75% სპორტში დააბანდებენ.. და გამოჩნდება მილიარდერები ჩვენს სპორტში. მაგრამ თქვენ პირიქით აკეთებთ, ოღონდ ვინმესგან ფული იშოვოთ და ქართულ მიწებს ყიდით უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.
Audit
12:32 02-08-2019
1

სიახლეები პოპულარული