ჩისკო: "გაბალასთან" გულშემატკივართა მხარდაჭერა გვჭირდება

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მწვრთნელის ასისტენტმა ჩისკო მუნიოსმა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "გაბალასთან" საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

მთავარმა მწვრთნელმა მომცა შანსი, დღეს თქვენ წინაშე მე წარვმდგარიყავი - ასე უპასუხა ჩისკომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ მართავდა პრესკონფერენციას ის და არა მთავარი მწვრთნელი ფელის ვისენტე.

"გუნდი მატჩისთვის ემზადება. ჩვენ ისევ ისე ვითამაშებთ, როგორც პირველ შეხვედრაში, მით უმეტეს, იქიდან გამომდინარე, რომ მეტოქე საკმაოდ ძლიერია.

წინა შეხვედრაში აბდელ მეჯუბის განაცხადიდან ამოვარდნა ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო. შემიძლია გითხრათ, რომ ხვალინდელ მატჩში ის განაცხადში იქნება.

ლევან შენგელია ჯერჯერობით ჩვენი მნიშვნელოვანი მოთამაშეა. დარწმუნებული ვარ, ბოლომდე დაიხარჯება, მის პროფესიონალიზმში ეჭვი არ გვეპარება. საკმაოდ მაღალი დონის მოთამაშეა იმისთვის და გასაკვირია არაა, რომ მისით დიდი კლუბები ინტერესდებოდნენ.

ეროვნულ ლიგაში ძალიან რთული კალენდარი გვაქვს. ჩვენი გეგმები მთლიანად "გაბალასთან" არის დაკავშირებული. ამის შემდეგ ვიფიქრებთ "ლოკომოტივთან" მატჩზე.

ხვალ გულშემატკივართა თანადგომა გვჭირდება. რთული თამაში გვექნება. ამიტომ ყველა ქომაგი, ჩათვალეთ, რომ უფრო გაგვაძლიერებს. მინდა ვთხოვო ყველას, რომ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ.

რა თქმა უნდა, ყველა მატჩი ერთმანეთისგან განსხვავდება. ბურთის პირველიდან უკანასკნელ შეხებამდე ბოლომდე უნდა ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, ბოლომდე კონცენტრირებულები ვიქნებით და გუნდი არ მოდუნდება", - განაცხადა ჩისკომ.

მატჩი პირველ აგვისტოს, 21:00 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება. ბილეთის ფასი 5 და 10 ლარია. შეხვედრის ხილვა "პირველ არხზე" შეგეძლებათ.

შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა 25 ივლისს, აზერბაიჯანში თბილისის "დინამოს" გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.


Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან სუსტი გუნდია გაბალა, მინიმუმ 4 გოლი უნდა გავუტანოთ. თუმცა არც დინამო წყვეტს ვარკვლავებს, მესამე ეტაპზე ფეიენოორდიც რომ არ ყოფილიყო ძაან გაუჭირდებოდა. დღეს, ყველაზე ძლიერი ქართული გუნდი, მაინც საბურთალო მგონია!!!
რეალობა
22:13 31-07-2019
1
წარმატება ჩვენს ბიჭებს! გამარჯვება, გამარჯვება და მარტო გამარჯვება!
ნონა
10:28 01-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული