ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს [PHOTO]

AutoSharing Option
მშენებელი კომპანია "ანაგი" ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებს უსწრებს, რაც ქმნის საფუძვლიან მოლოდინს, სტადიონის მშენებლობა ვადაზე ადრე დასრულდეს, - ამის შესახებ ინფორმაცია Sportall.ge-ს შპს "სტადიონმა" გამოუგზავნა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტრიბუნების მოწესრიგება, სადრენაჟე სისტემის მოწყობა და შიდასარემონტო სამუშაოები.

შპს "სტადიონის" ცნობით, პარალელურ რეჟიმში გრძელდება წინამოსამზადებელი სამუშაოები მინდვრის საფარის დაგებისა და სკამების მონტაჟზე.

ბათუმის ახალი სტადიონი უეფას IV კატეგორიის მოთხოვნათა შესაბამისად შენდება და გათვლილია 20 000 მაყურებელზე.

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
მეჩვენება თუ აქაც ბეტონის ჯებირებია როგირც ზუგდიდის სტადიონზე? მგონი იგივე შეცდომა დაუშვეს ამ კვერცებმა :(
თემო
13:43 04-09-2019
16
Agvlstos bolos moednis safaris dawyebas viwyebto da dawyebulic araaqcen.ps gushing vnaxe membrane have dabindzurebulia.sos SOS.
Anagi tuuis
13:21 04-09-2019
13
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული