მიდის თუ არა ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებიდან? - რეალურად ასეთი სიტუაციაა

AutoSharing Option
5 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების დატოვებას აპირებდა. რა ხდება რეალურად?

Sportall.ge-მ გადაამოწმა ინფორმაცია ყაზახურ წყაროებთან და რეალურად ასეთი სიტუაციაა -
"ასტანა" ევროპა ლიგის ჯგუფშია და მათ მთავარ მწვრთნელთან, რომან გრიგორჩუკთან არც არანაირი პრეტენზია არ აქვთ. უკრაინელ სპეციალისტს კლუბის დატოვება თავისი სურვილით სურს. მიზეზად ოჯახური პრობლემები სახელდება. რის გამოც ის ვერ ტოვებს კლუბს, ეს მოქმედი კონტრაქტია, რომელსაც ზამთარში გასდის ვადა.

ვლადიმირ ვაისს ყაზახეთში კარგად იცნობენ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გარკვეული საუბრები მასთან ნამდვილად იყო. თუმცა ამას ამ ეტაპზე
გარკვეული მიზეზების გამო არცერთი მხარე არ დაადასტურებს.

სლოვაკის პასუხი არ ყოფილა დადებითი. როგორც იცით, ვაისსაც საქართველოს ნაკრებში კონტრაქტი ზამთარში ეწურება. მისი თქმით, საქართველოს ნაკრებში დარჩენა-არდარჩენა დამოკიდებული იქნება სექტემბრის მიმდინარე და ნოემბრის სანაკრებო პაუზის შედეგებზე. შესაბამისად, მას კონკრეტული პასუხი შესაძლო შეთავაზებაზე არ ჰქონია.

შემდეგ კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ვლადიმირ ვაისი ერთად გადაწყვეტენ, გააგრძელებენ თუ არა ურთიერთობას.

altBREAKING NEWS - ვაისმა შესაძლოა საქართველოს ნაკრები უკვე სანაკრებო პაუზის შემდეგ დატოვოს

alt"ასტანამ" ვლადიმირ ვაისთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

altვლადიმირ ვაისი: შედეგი მისაღებია - დანიასთან შემადგენლობას შევცვლი

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 14 /
რაც ადრე წავა, მით უკეტესი. კაი ვტქვათ ფედარაცია აწვდის სიას, ვისაც აწვდის, იმათგანაც ვერ ანაწილებს ბიჭებს ტაქტიკურად სწორად პოზიციების მიხედვით, რომ ვხედავ, სახეზე ტანჯვა აქვს აღბეჭდილი ტიპს, გაგებაში არაა სად მოხვდა, რას აკეტებს და რა ქნას. სად ნახეს ეს უშნო, ან რისტვის მიუღწევია, ერთხელ გაუვარდა მის ნაკრებში და დარწმუნებული ვარ მაგ წარმატებაში, რომ არა მაშინდელი სასტავი, ჩაკვეტაძის არ იყოს, ეგ ვერაფერს იზავდა. ასეა ეს. ერთხელ მძ...რიც აყვავდებაო. ხოდა, მასე აყვავდა მაგიც მაშინ და ეგ იყო იმ ბიწების დამსახურება, ვინც მაშინდელ ნაკრებსი თამაშობდა, უბრალოდ ეგ ბოთე აღმოჩნდა საჭირო დროს საჭირო ადგილზე. ეგ იყო და ეგ. მარა ამათმა ხომ უნდა მიხვდნენ. მარა ღირსეული მწვრტნელი ატკატს არ აბრუნებს და კი გვყავს ვუისი და ამყაყებული ავადმყოფი, ხავსმოკიდებული ნაკრები. ფერი ფერსო, ნათქვამია, ან უბედური უბედურს გადაეკიდაო. ვაისაზე და ფედრაციაზე მაქვს საუბარი. აბა ვინც ჯანზეა და ფეხბურთის თამაში სეუძლია, იმათ ეგენი არ იძახებენ და, მკვდარი სულების ნაკრები და შესაბამისი შედეგები კია მაგერ, მარა უბედურება იმაშია, რომ უკეთესი არ უნდათ ამათ. სატირალი ამბავი გვჭირს
ლევანი
17:36 06-09-2019
7
მარადონები და ეგეთები საჭიროა ნახევარფინალებში და მსგავს სტადიებზე. ჯერ იქამდე მიდი. მარადონა რომ იყოს მაინც ვერაფერს იზამდნენ, იმიტომ რომ მარადონა კემპესი არაა ან პელე.
ddgfdf
15:59 06-09-2019
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული