ვლადიმირ ვაისი: წასვლა? მომავალში არ ვიცი რა მოხდება, თუმცა...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დანიასთან ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩამდე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"წასვლა? მომავალში არ ვიცი რა მოხდება, თუმცა მე ახლა აქ ვარ და ხვალინდელ თამამშზე ვფიქრობ.

ქართული ენის სწავლა არაა ჩემთვის ადვილი, ვიცი სიტყვები, თუმცა პრესკონფერენციაზე ქართულ ენაზე ნამდვილად ვერ შევძლებ პასუხების გაცემას.

ხარაიშვილი მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ სხვა ბიჭები არიან. ნაკრებში ისინი არიან, ვისაც მეტი გამოცდილება აქვს. მე არ ვიცი, შესაძლოა სხვა მწვრთნელი მოვიდეს და იმან მისცეს შანსი. ვიცი, რომ ხარაიშვილი კარგი ფეხბურთელია,
გოლიც გაიტანა, მე მას ვაფასებ.

ზარანდიასა და არაბიძესთნ იგივე პრობლემაა, რაც ხარაიშვილთან დაკავშირებით. შეუძლებელია ყველა ფეხბურთელი გყავდეს ნაკრებში. არაბიძემ და ზარანდიამ ახლახანს კლუბები შეიცვალეს, ვადევნებ მათ თამაშს თვალს.

ჩვენი მინუსია, რომ შანსებს ვერ ვიყენებთ. ეს მხოლოდ სამხრეთ კორეასთან შეხვედრას არ ეხება, მეტი გოლი უნდა გავიტანოთ. მარტო ვაკოს 3 გოლი უნდა გაეტანა, მას ვუთხარი, რომ უფრო აგრესიული უნდა იყოს საჯარიმოში, გამოიყენოს მისი შესაძლებლობები. ამ საკითხზე სამუშაო გვაქვს.

კიტეიშვილმა და აბურჯანიამ კარგად ითამაშეს. ოთარი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. კვეკვესკირის ტრავმის შემდეგ აქ ფეხბურთელი გვჭირდება. ჩვენ დაუშვილი გვყავს, ასევე გვილიასაც შეუძლია ამ პოზიციაზე თამაში. დაუშვილი ახლა კარგად გამოიყურება, ფიზიკურად მზად არის, მას შეუძლია ჯაბას სტილში თამაში და ვნახოთ ხვალ, როგორ იქნება. თუმცა, 2-3 ცვლილება შემადგენლობაში აუცილებლად იქნება.

სამწუხაროდ ტრავმა აქვს დვალს და ის ვერ მოახერხებს თამაშს", - თქვა ვაისმა.

საქართველოსა და დანიას შორის მატჩი 8 სექტემბერს "დინამო არენაზე" გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი უზრუნველყოფს. მატჩის ბილეთების ფასი 5,10,15 და 25 ლარია. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.


მკითხველის კომენტარები / 30 /
კარგი იქნება ამ თამაშის შემდეგ თუ წავა. ვაისის ხელში წინ ვერ წავალთ. ესეთი მშიშარა მწვრთნელი ჯერ არ გვყოლია და რა? 2 შესარჩევი ერთი მოგება გიბრალტართან, იგივე D ჯგუფის გუნდთან. აგერ კოსოვა D ჯგუფის ნაკრები რამხელა წინსვლა აქვს. დარჩენით იმ შანსაც გაუშვებთ აუვცილებლად რაც გვაქვს.
Geo_Dinamo
12:38 08-09-2019
2
ეს რა უბედურებაა ამ შესარჩევის დაწყებიდან გვესმის, რომ ეს ციკლი უნდა გამოვიყენოთ ბელორუსთან მომავალი წლის მატჩისათვის, მაშინ კოსოვომ რა
ქნას, ის ცდილობს შესარჩევიდან გავიდეს და ჩვენ კი (ფედერაციის ჩათვლით)
ველოდებით მომავალ წელს, და ვინ არის დარწმუნებული, რომ ბელორუსცაც
მოვუგებთ და შემდეგ ფინალსაც ამ მწვრთნელის ხელში, რომელსაც ყაზახეთთან
ლატვიასთან და ანდორასთან მოგებები გმირობათ ჩაუთვალეს
თამაზი1958
10:02 08-09-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული