კარგი თამაში, ბრძოლა და საქართველოს ნაკრების დამსახურებული ფრე დანიასთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი საქართველოსა და დანიის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

ძნელი გასახსენებელია, როდის დააყენა "ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მსგავსი შემტევი სასტარტო შემადგენლობა და საინტერესო იყო, ასეთი რისკი ესოდენ ძლიერ გუნდთან რა შედეგს გამოიღებდა.

ჩვენი გუნდის ტურნირზე ცუდი სტარტის გამო სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო, რაც გასაკვირი არ გახლდათ და ეს მიუხედავად იმისა, რომ დანიის კარგი ნაკრები გვსტუმრობდა.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქის პირველი იერიშები მოიგერია და იქით შეუტია. უხიფათოდ. სადღაც შუა პირველ ტაიმში მოწინაღმდეგე უპირატესობას დაეუფლა და პირველი საგოლე მომენტიც
შექმნა, მაგრამ ბრაიტვაიტის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. შემდეგ ისევ ბრაიტვაიტი გასცდა ჩვენს მცველებს და ისევ ლორიამ გვიხსნა.

ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა, თუმცა დაცვა ყურადღებით ირჯებოდა, ხოლო შეტევა საერთოდ არ გამოსდიოდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. აქტიური ბრაიტვაიტი მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, დოლბერგს უპასა და კვლავ ლორია იდგა მოწოდების სიმაღლეზე. აქედან მოყოლებული, დანიელთა იერიშები მინავლდა და საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კარზე შეტევების მიტანა დაიწყო. სტუმართა მწვრთნელმა ტომასონმა თავდასხმის გაძლიერება შეცვლებით სცადა, თუმცა ამით ვერაფერი შეცვალა.

76-ე წუთზე კი ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა. მერე ქვილითაიამ ბურთი ხარიხას გაარტყა და მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, საპასუხო შეტევისას კი უკვე გიტკიაერმა გაარტყა ბურთი ხარიხას. ბოლოს ოქრიაშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო შმეიხელმა აიღო და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

მოკლედ, მთელმა ჩვენმა გუნდმა უფრო ძლიერ მეტოქესთან ორგანიზებულად ითამაშა და - 0:0...

თბილისი. "დინამო არენა". 21 456 მაყურებელი
საქართველო - დანია 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ტაბიძე, კაშია, გრიგალავა, აბურჯანია (გვილია 86), ანანიძე, კიტეიშვილი, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ქვილითაია (დაუშვილი 90)

დანია: შმეიხელი, კიაერი, კრისტენსენი, დელანი, ერიკსენი, ბრაიტვაიტი, დოლბერგი (გიტკიაერი 67), დალსგორი, ლარსენი, პოულსენი, ჰოიბერგი (შონე 73)

altდანიელთა თავკაცი: საქართველოს მხოლოდ ერთი-ორი მომენტი ჰქონდა

altვლადიმირ ვაისი: ჩემთვის დღევანდელი შეხვედრა უფრო სრულყოფილი იყო ვიდრე ესპანეთთან

 

altკრისტიან ერიკსენი: საქართველომ რთულად დასაძლევი თამაში შემოგვთავაზა და ვერ ვაჯობეთ
altოთარ კიტეიშვილი: ამ თამაშის შემდეგ, ბუნებრივია, ირლანდიას უნდა მოვუგოთ!

altვაკო გვილია: დანიასთან ფრე ცუდი შედეგი არ რის, თუმცა ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვახარებს

altsofascore.com-მა ფეხბურთელები შეაფასა, საუკეთესოდ გიორგი ლორია დასახელდა


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 128 /
დანიამ არ ითამაშა,იმიტომ გამოჩნდა ნაკრები,ერთი კომბინაცია,ერთი სტანდარტული გინახავთ შესრულებული-ვაისი უნდა წავიდეს
გრიგოლ1408
09 სექტემბერი 2019 01:26
7
ლოგიკის მიღმა ხართ, დანის ჭირდებოდა მოგება და არ ითამაშა? იქნებ ისიც თქვათ, რომ არ ჭირდებოდა? აბა ერთ ჯგუფის ცხრილს გადახედეთ მერე გაგვიცხადეთ ეს სიბრძნე
უჰჰჰ
09 სექტემბერი 2019 08:39
0
დანიამ არ ითამაშა,იმიტომ გამოჩნდა ნაკრები,ერთი კომბინაცია,ერთი სტანდარტული გინახავთ შესრულებული-ვაისი უნდა წავიდეს
გრიგოლ1408
09 სექტემბერი 2019 01:25
6
კარგი თამაში იყო, ვუტევდით, ბურთთან არ გვეშინოდა. კიტე ყოჩაღ, ჯანომ იქნებ 1 წელი მაინც გაატაროს ტრავმის გარეშე, ოქრიმ უნდა მოიშოროს ეს ვითომ "ვარსკვლავის" მენტალიტეტი და იმუშაოს რომ თავის პოტენციალი გამოავლინოს. ერთადერთი ყაზაიშვილის ვერ გავიგე 3 მეტრშიც რომ ვერ ხედავს პარტნიორებს - სადღაც 62 წუთი იყო და 2 კაცი პასს ეხვეწებოდა კარიდან 15 მეტრში და ამან მაინც ათრია საჯარიმოს გვერდიდან და . . . ეგოიზმია თუ სათამაშო აზროვნების არქონა?
???
09 სექტემბერი 2019 01:15
5
თუ ტრამვიანობა სერიოზული არ იქნა თავისუფლად შეიძლება ჩვენგან საშუალო დონის გუნდი გამოიჭრას.
Kkk
09 სექტემბერი 2019 01:13
0
ეტყობა გადამდები ჭირი გვჭირს. დანიაც რომ ჩვენსავით დაბორიალობდა მინდორზე:))
გიორგი
09 სექტემბერი 2019 00:23
6
მე კორეასთან თამაშიც მომეწონა, რაც აჩვენა ამ ორმა თამაშმა: კიტეიშვილი და გრიგალავა უეჭველი სანაკრებო ხალხია. გრიგალავა ძალიან კარგი და თავდაჯერებული მცველია, რატომ მოიაზრება სათადრიგოდ, ვერ ვიგებ, ფლანგიც იცის და ცენტრიც, თამამი და უშუალოა ბურთთან, რაც მცველისთვის იშვიათობაა. კიტეიშვილი არის მაღალი კლასის ფეხბურთელი. ამ
ორის გარდა ნაკრებში გარანტირებულ ადგილს მივცემდი ქვილითიას, ჩაკვეტაძეს, კვარაცხელიას, კვირკველიას, კვეკვესკირს და გვილიას, დანარჩენ ადგილებზე უდიდესი არჩევანია და კარგი გუნდის დაყენება შეიძლება, დიდი შემტევი პოტენციალის მქონე გუნდის
ბმბ
09 სექტემბერი 2019 00:15
5
რაგვარიხარ ჯიმა?)
kkkk
09 სექტემბერი 2019 04:59
0
ვაისზე უკეთესი მწვრთნელი საქართველოს ნაკრებს არ ჰყოლია და დიდი ხანი არც ეყოლება. რომელი მწვრთნელის დროს თამაშობდა საქართველო უფრო დალაგებულ ფეხბურთს?
გიორგი
09 სექტემბერი 2019 00:09
22
ფეხბურთში შედეგია მთავარი და არა ჯიგრულად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთ. ჩივაძეს რომ ფეხბურთელები ჰყავდა ვაისს რომ ჰყავდეს უეჭველი გაიყვანდა ან ევროპაზე ან მსოფლიოზე.
გიორგი
09 სექტემბერი 2019 11:04
2
უკეთესი მწვრთნელი როგორ არ ჰყავდა საქარველოს ნაკრებს,თამაშის ხარისხიდან გამომდინარე,აი შშედეგის თვალსაზრიშით აფსოლიტურად გეთანხმებით და მე რომ არ დაგეთანხმოთ ფაქტი სახეზეა ბოლოს და ბოლოს ჯგუფიდან გავედით! მე საუკეთესო ნაკრებად ჩივაძის ნაკრები მიმაჩნია სანახაობრივ და ხარისხიან ფეხბურთს თამაშობდნენ, თუ გახსოვთ რათქმაუნდა
gogia
09 სექტემბერი 2019 09:58
0
ყველა გამოხმაურება
მართალია თამაშით აღფრთოვანებული არ ვარ,მაგრამ შედეგით კმაყოფილი ვარ არ დავმარცხდით.მადლობა ამ შედეგისთვი, არ დავმალავ წაგებას ველოდი 1-3,თან ერიქსენმა ისე შემაშინა მისი კომენტარით(ამის მეტის ტრაკი თუ არ ქონდა რას გვექადნებოდა ძელს ბურთი ჩვენც გავარტყით)....ლორიამ გოლი არ გაუშვა - კარგია,კიტეიშვილი ყოჩაღ,ყაზეიშვილს არაუშავდა, მაგრამ პასის მიცემა უკვე პრინციპულად არ უნდა. კითხონ ერთი ჟურნალისტებმა პასს რატომ არ აკეთებს?ჰო კიდევ ერთი მენიშნა მეგონა დანია ბოლოსკენ აგვიკლებდა,თან მეგონა ბოლოსკენ ჩვენები ვერ გაქაჩავდენ მაგრამ შევცდი უნდა შევაქო ამისთვის ფიზიკამ გაქაჩა!და ყველაზე მთავარი ზოგიერთებს იმ კითხვაზე მინდა ვუპასუხო რა გიხარიათო,ჩემი საყვარელი გუნდის პატარა წინსვლა და წარმატება მე ყოველთვის გამიხარდება და გასკდით გულზე ახლაც მიხარია! წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს გუნდს მომავალ თამაშებში...სამუშაო ძალიან ბევრი აქვთ Mტავარია ბელორუსთან და მომდევნო თამაშებში ვიყოთ საუკეთესო ფორმაში!!!
gogia
09 სექტემბერი 2019 00:05
1
კახა თბილისი დინამო საქართველოს ნაკრები იყო.
გიორგი
09 სექტემბერი 2019 15:54
0
ეჰ ბატონო კახა, რა შორს ხართ რეალობიდან. ამაზე მუხრანი წერდა ''ან უგნური მოყვარეა, ან მოსისხლე მტერიაო'', გავკადნიერდები და დავამატებ ან უბრალოდ ტროლია.
გიზოგ
09 სექტემბერი 2019 11:41
1
ყველა გამოხმაურება
ისე ამათი ლოგიკით შემდეგ მსოფლიოზე დანია უნდა გასულიყო ფინალში მაგრამ არარ გაიტანეს გოლი და...1-0ზე დანია გავიდოდა ფინალში.
ddgfdf
09 სექტემბერი 2019 00:04
0
ნამეტანი ვნერვიანობდი და ვშფოთავდი ... აწი ეს თამაში წარსულია!!! მე ძალიან მაფიქრებს კოსოვო და ბელარასია!!! ისევ დაგვიანებული ცვლილებები, ისევ შეშინებული თამაში, ისევ უაზროდ უკან ლორიასკენ პასები, ისევ მოედნის დაუნახავობა, ისევ უთამაშებელი ფეხბურთელების გამოძახება , რაღაც ანომალიასთან გვაქ საქმე მეგობრებო!!! მოკლედ ჩვენ ვაისმა მგონი ამოწურა თავის მისია და სანამ დროა მგონი ჯობია ფედერაციამ მოძებნოს ვინმე ახალი (ცხადაძე)!!! ბოლოსდაბოლოს ამ ვაისმა თავის მოვალეობა წარმატებით შეასრულა ერთა თასის ჯგუფი მოიგო , ხოდა აწი მადლობა და კარგად იყავის დროა...// და კიდევ ერთი რჩევა მინდა მივცე ნაკრებს მჭედლიძე გადავასკოჩოთ ყაზაიშვილს თავზე და მოედნის ხედვას გაიუმჯობესებს!!! ეს იქნება იდეალური გამოსავალი !!!
Vasili
09 სექტემბერი 2019 00:03
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული