კარგი თამაში, ბრძოლა და საქართველოს ნაკრების დამსახურებული ფრე დანიასთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი საქართველოსა და დანიის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

ძნელი გასახსენებელია, როდის დააყენა "ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მსგავსი შემტევი სასტარტო შემადგენლობა და საინტერესო იყო, ასეთი რისკი ესოდენ ძლიერ გუნდთან რა შედეგს გამოიღებდა.

ჩვენი გუნდის ტურნირზე ცუდი სტარტის გამო სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო, რაც გასაკვირი არ გახლდათ და ეს მიუხედავად იმისა, რომ დანიის კარგი ნაკრები გვსტუმრობდა.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქის პირველი იერიშები მოიგერია და იქით შეუტია. უხიფათოდ. სადღაც შუა პირველ ტაიმში მოწინაღმდეგე უპირატესობას დაეუფლა და პირველი საგოლე მომენტიც
შექმნა, მაგრამ ბრაიტვაიტის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. შემდეგ ისევ ბრაიტვაიტი გასცდა ჩვენს მცველებს და ისევ ლორიამ გვიხსნა.

ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა, თუმცა დაცვა ყურადღებით ირჯებოდა, ხოლო შეტევა საერთოდ არ გამოსდიოდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. აქტიური ბრაიტვაიტი მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, დოლბერგს უპასა და კვლავ ლორია იდგა მოწოდების სიმაღლეზე. აქედან მოყოლებული, დანიელთა იერიშები მინავლდა და საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კარზე შეტევების მიტანა დაიწყო. სტუმართა მწვრთნელმა ტომასონმა თავდასხმის გაძლიერება შეცვლებით სცადა, თუმცა ამით ვერაფერი შეცვალა.

76-ე წუთზე კი ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა. მერე ქვილითაიამ ბურთი ხარიხას გაარტყა და მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, საპასუხო შეტევისას კი უკვე გიტკიაერმა გაარტყა ბურთი ხარიხას. ბოლოს ოქრიაშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო შმეიხელმა აიღო და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

მოკლედ, მთელმა ჩვენმა გუნდმა უფრო ძლიერ მეტოქესთან ორგანიზებულად ითამაშა და - 0:0...

თბილისი. "დინამო არენა". 21 456 მაყურებელი
საქართველო - დანია 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ტაბიძე, კაშია, გრიგალავა, აბურჯანია (გვილია 86), ანანიძე, კიტეიშვილი, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ქვილითაია (დაუშვილი 90)

დანია: შმეიხელი, კიაერი, კრისტენსენი, დელანი, ერიკსენი, ბრაიტვაიტი, დოლბერგი (გიტკიაერი 67), დალსგორი, ლარსენი, პოულსენი, ჰოიბერგი (შონე 73)

altდანიელთა თავკაცი: საქართველოს მხოლოდ ერთი-ორი მომენტი ჰქონდა

altვლადიმირ ვაისი: ჩემთვის დღევანდელი შეხვედრა უფრო სრულყოფილი იყო ვიდრე ესპანეთთან

 

altკრისტიან ერიკსენი: საქართველომ რთულად დასაძლევი თამაში შემოგვთავაზა და ვერ ვაჯობეთ
altოთარ კიტეიშვილი: ამ თამაშის შემდეგ, ბუნებრივია, ირლანდიას უნდა მოვუგოთ!

altვაკო გვილია: დანიასთან ფრე ცუდი შედეგი არ რის, თუმცა ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვახარებს

altsofascore.com-მა ფეხბურთელები შეაფასა, საუკეთესოდ გიორგი ლორია დასახელდა


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 128 /
იქნებ ვინმემ ყაზაიშვილს უკეთეს პოზიციაში მყოფი თანაგუნდელისთვის პასის მიცემა ასწავლოს...
უშანგი
08 სექტემბერი 2019 22:06
6
თურმე შეუძლიათ თამაში. ცოტა მეტი გამბედაობა, მეტი მაღალი პრესინგი, რამდენსაც გაუძლებენ, და უკეთესი შედეგებიც მოვა.ჩემი აზრით საუკეთესო იყო კიტეიშვილი, სუსტი წერტილი კი კაკაბაძე იყო, მისი მთავარი მოვალეობა დაცვაა და აბუჩად აიგდეს რამდენიმეჯერ. მგონი უკვე დღეს ჯობია ნიკა მალი. მონდომებას კი ვერავის დავუწუნებდი, გადადეს თავი.
emigranti
08 სექტემბერი 2019 22:05
11
იმაზე დაბალი დონის მწვრთნელი გვყავს ვიდრე ფეხბურთელები.
გიგა
08 სექტემბერი 2019 22:01
15
ერთადერთი ჩვენ ნაკრებ ჩვენი ოქროს ბიჭი აკლდა!
ზურა
08 სექტემბერი 2019 22:11
7
ეგრეა ზურა ძმაო, ეგ ოქროს ბიჭი რომ გვყოლოდა დანია ქულასაც ვერ წაიღებდა.
ეგეც თქვენი დანიაა
შოთა
08 სექტემბერი 2019 22:16
4
ეხლა შემოვედი რაღაც კარგი მინდოდა დამეწერა და ისეთი სათაური გაქვთ რომ სამარცხვინო!!! ფრეს მიაღწია რა უბედურებაა!!! ვერ მოვიგეთ, აი რა უნდა დაწეროთ! ხოდა ვაის - დაუჯერე რა გადასარევ გიორგის და კომპანიას, ხომ გეუბნებით შეტევა ადამიანო! შეტევა!!! ესაა საქართველოს ნაკრების სტილი! მიდით წაშალეთ კომენტარი
გადასარევი გიორგი
08 სექტემბერი 2019 21:58
6
რას მიედ მოედები
ეს რა დღეშია ხალხი
08 სექტემბერი 2019 23:02
2
ყველა გუნდი რომელსაც მოგება მცირეოდენ შანს უტოვებს გასვლაზე და ფრე დიდ მიხწევათ ითვლება არის ფარჩაკების გუნდი!!!!!!!!
ტაში
08 სექტემბერი 2019 22:00
43
ფარჩაკობა არის ქართული ენის უცოდინარობა
eheeeiy
08 სექტემბერი 2019 22:14
3
დანიელებმა პირველ თამაშში გადაგვიარეს და ეტყობა იმ თამაშის შთაბეჭდილების ქვეშ,ბოლომდე მობილიზება ვერ შეძლეს,თან მთავარი მწვრთნელიც ხომ არ ჰყავდათ და ეტყობა ამანაც იმოქმედა.ასე თუ ისე,დანიამ ვერ შესძლო ტემპის აჩქარება,არც ჩვენებს დაუშვიათ ისეთი შეცდომა,რომ როგორც იქ,თვითონ გაეტანინებინათ გოლები მეტოქისათვის და ისე გამოვიდა,რომ ჩვენ ბიჭებს მეორე ტაიმისათვის საკმარისი ძალები შემორჩათ და ცოტა მეტი ოსტატობა რომ ჰქონოდათ კომბინაციურ თამაშში,შეიძლებოდა გამარჯვებისთვისაც გამოგვეკრა ხელი.რამდენი წელია,ვაკოს,თორნიკეს და ჯანოს ერთად არ უთამაშიათ.ითამაშეს როგორც იქნა და თითქმის უიმედო თამაშში,ქულაც ავიღეთ.აქვე გამოვყოფ კიტეიშვილის ძალიან კარგ და აბურჯანიას კარგ თამაშსაც,ძალიან საიმედო იყო გია გრიგალავაც,კაშიაც და ტაბიძეც.ძალიან ბევრი იმუშავა ქვილითაიამ და ამ ბიჭს ცოტა მეტი სისწრაფე რომ ჰქონდეს,შეუდარებლად უფრო საშიში იქნებოდა ჩვენი შეტევა. საერთოდაც,შეცვლა პირველად 85 წუთის შემდეგ გავაკეთეთ.ბოლო წლებში ეს უპრეცენდენტო ამბავია.ამდენ ხანს ჩვენი ნახევარდაცვა ვერასოდეს უძლებდა ფიზიკურად,ახლა კი გაუძლეს.დღვანდელ ნაკრებს რაიმე დამუშავებული კომბინაციები რომ ჰქონოდათ შეტევაში,ეს უკვე სრულფასოვანი ნაკრები იქნებოდა.ამ თამაშმა ვფიქრობ ბიჭებსაც უნდა მისცეს თვითრწმენა და ვფიქრობ მომავალ თამაშებში ისე ყურებჩამოყრილები აღარ ვიქნებით მეორე ტაიმის დაწყებისთანავე.ბრძოლის მარიფათი გვაქვს და ცოტა თუ გავთამამდებით,გიბრალტარის გარდა,სხვასთანაც შევძლებთ გამარჯვებას.კორეასთან საზიზღარი თამაშის შემდეგ,ყოჩაღ ჩვენს ბიჭებს და თუ ჩვენი თამაშის ვექტორი მეტოქის კარისაკენ იქნება მიმართული,მაშინ ჩვენი შეტევები გაცილებით უფრო მიზანსწრაფული და სახიფათო შეიძლება გახდეს,ახლა ხომ ყველა ცალი თვალით უკან იყურება და წინ თავისუფალ ზონაში ბურთის რისკიან შეგდება ერიდება.მომდევნო თამაშებისათვის ალბათ ჩაკვეტაძე უკვე მწყობრში იქნება,დავითაშვილი და კვარაცხელიაც დააგროვებენ რუსეთის ლიგაში გამოცდილებას და გაცილებით თავდაჯერებულები იქნებიან და შეტევითი პოტენციალი და ვარიანტები შემადგენლობაში,ძალიან გაგვიფართოვდება,ზარანდია და არველაძეც ხომ სათვალავში არიან,არც კაჭარავაა ჩამოსაწერი და კიდევ შეიძლება ვინმემ გაიბრწყინოს და თუ ვინმე გამტანიც გამოგვიჩნდა,მაშინ უკვე რაღაცას დავემსგავსებით.
სოსო
08 სექტემბერი 2019 22:45
6
თითქმის მართალი ხარ ყველაფერში... ჩემი აზრით. თითქმის იმიტომ რომ არველაძე კაჭარავას ნაწილში არ გეთანხმები. ამიტომ
მოგეცი დისლაიქი. კაჭარავასი აღარ მჯერა რომ მოუმატებს და არველაძეს
უბრალოდ ბიძების შარავამდენი დასდევს თორემ რეალურად ნიჭით არ არის ნაკრების დონის ჩემი აზრით. გვარის ამბავში აქვს ბევრი ავანსი მიცემული
მართალი ხარ მაგრამ...
08 სექტემბერი 2019 23:17
3
კიტეიშვილს სასწაულად აქვს ,პ,ატებუი კლასი.რაც მთავარია დაცვაშიც და შეტევაშიც ერთნაირად ეფწქტურია, ერთ-ერთზე ბურთს ვერ წაართმევ, პასი აქვს, ხედვა აქვს,, ფიზიკა აქვს.

ერთადერთი - მსაჯი არ წყალობს ხოლმე
ლევანი
08 სექტემბერი 2019 22:18
0
აბა, ფუი ეშმაკს და, წარმოიდგინეთ, რომ ლორიას (ან მის მაგივრად სხვა მდგარიყო და იმას) ის ორი ბურთი გასძვრომოდა, დანარჩენებს კი ზუსტად ისე ეთამაშათ, როგორც ითამაშეს. აი, ამის მერე კი წარმოიდგინეთ ამ სტატიის სათაური და კომენტარები...

მოკლედ, ემოციის ხალხი ვართ, ანალიზისა - არა.

პ. ს. რაღა დაგიმალოთ და, მეც გამიხარდა ფრე... :/
გელა
08 სექტემბერი 2019 22:12
3
ეს მართლა ფეხბურთი იყო. ყოჩაღ ბიჭებო! სულ ასე თუ ვითამაშეთ,უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ.
!!!!
08 სექტემბერი 2019 22:00
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული