კარგი თამაში, ბრძოლა და საქართველოს ნაკრების დამსახურებული ფრე დანიასთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი საქართველოსა და დანიის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

ძნელი გასახსენებელია, როდის დააყენა "ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მსგავსი შემტევი სასტარტო შემადგენლობა და საინტერესო იყო, ასეთი რისკი ესოდენ ძლიერ გუნდთან რა შედეგს გამოიღებდა.

ჩვენი გუნდის ტურნირზე ცუდი სტარტის გამო სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო, რაც გასაკვირი არ გახლდათ და ეს მიუხედავად იმისა, რომ დანიის კარგი ნაკრები გვსტუმრობდა.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქის პირველი იერიშები მოიგერია და იქით შეუტია. უხიფათოდ. სადღაც შუა პირველ ტაიმში მოწინაღმდეგე უპირატესობას დაეუფლა და პირველი საგოლე მომენტიც
შექმნა, მაგრამ ბრაიტვაიტის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. შემდეგ ისევ ბრაიტვაიტი გასცდა ჩვენს მცველებს და ისევ ლორიამ გვიხსნა.

ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა, თუმცა დაცვა ყურადღებით ირჯებოდა, ხოლო შეტევა საერთოდ არ გამოსდიოდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. აქტიური ბრაიტვაიტი მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, დოლბერგს უპასა და კვლავ ლორია იდგა მოწოდების სიმაღლეზე. აქედან მოყოლებული, დანიელთა იერიშები მინავლდა და საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კარზე შეტევების მიტანა დაიწყო. სტუმართა მწვრთნელმა ტომასონმა თავდასხმის გაძლიერება შეცვლებით სცადა, თუმცა ამით ვერაფერი შეცვალა.

76-ე წუთზე კი ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა. მერე ქვილითაიამ ბურთი ხარიხას გაარტყა და მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, საპასუხო შეტევისას კი უკვე გიტკიაერმა გაარტყა ბურთი ხარიხას. ბოლოს ოქრიაშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო შმეიხელმა აიღო და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

მოკლედ, მთელმა ჩვენმა გუნდმა უფრო ძლიერ მეტოქესთან ორგანიზებულად ითამაშა და - 0:0...

თბილისი. "დინამო არენა". 21 456 მაყურებელი
საქართველო - დანია 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ტაბიძე, კაშია, გრიგალავა, აბურჯანია (გვილია 86), ანანიძე, კიტეიშვილი, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ქვილითაია (დაუშვილი 90)

დანია: შმეიხელი, კიაერი, კრისტენსენი, დელანი, ერიკსენი, ბრაიტვაიტი, დოლბერგი (გიტკიაერი 67), დალსგორი, ლარსენი, პოულსენი, ჰოიბერგი (შონე 73)

altდანიელთა თავკაცი: საქართველოს მხოლოდ ერთი-ორი მომენტი ჰქონდა

altვლადიმირ ვაისი: ჩემთვის დღევანდელი შეხვედრა უფრო სრულყოფილი იყო ვიდრე ესპანეთთან

 

altკრისტიან ერიკსენი: საქართველომ რთულად დასაძლევი თამაში შემოგვთავაზა და ვერ ვაჯობეთ
altოთარ კიტეიშვილი: ამ თამაშის შემდეგ, ბუნებრივია, ირლანდიას უნდა მოვუგოთ!

altვაკო გვილია: დანიასთან ფრე ცუდი შედეგი არ რის, თუმცა ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვახარებს

altsofascore.com-მა ფეხბურთელები შეაფასა, საუკეთესოდ გიორგი ლორია დასახელდა


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 128 /
კარგი თამაში იყო სანახავადაც, საღოლ ბიჭებს!
irakli
08 სექტემბერი 2019 21:59
17
ბრძოლაში ბედნიერნი !!! ამ რაგბისტების წაგების მერე, ძლივს არ გავიხარე
DAVE
08 სექტემბერი 2019 22:08
23
იმაზე ბევრად მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს ვიდრე მწვრთნელი.
ვაისი უფრო ზღუდავს ჩვენი გუნდის შესაძლებლობებს, იმის მაგივრად რომ მაქსიმალურად წარმოაჩინოს რაც შეუძლიათ ფეხბურთელებს და გუნდს.
გიგა
08 სექტემბერი 2019 21:59
12
ახლა სადაა ის ხალხი, რომ იძახდა კაშია ჩამოსაწერიაო.დ კიტე საუკეთესო იყო. ქვილითაიამ ლომივით იბრძოლა ცუდი არცერთი არ იყო პრინციპში
Kkk
08 სექტემბერი 2019 22:44
7
მშიშრების გუნდი!
Zviadi
08 სექტემბერი 2019 22:04
46
ბოღმიანი გულშემატკივარი
.
08 სექტემბერი 2019 23:02
7
რა გინდათ, რას ითხოვთ, ნახეთ სად თამაშობენ ერიკსენი, ლარსენი, პოულსენი,
მადლობა ბიჭებს ბრძოლისათვის, ამაყი ვარ მათი შემხედვარე.
უბრალოდ ზოგ ქართველს უჭირს ტვინში ღიპზე რომ ჭიქა უდევთ და გრძელი ენა აქვთ სუფრიდან და ითხოვენ ევროპის მოგებას :)))
შოთა
08 სექტემბერი 2019 22:47
7
აჰყევით ვაისს სად თამაშობენ ისინი, ჩვენ და ა.შ...ინდივიდუალურად რომ შეაფასო პოზიციის მიხედვით, ჩვენებს ექნება ბევრ შემთხვევაში უპიირატესობა, მაგრამ გუნდურ თამაშში რა მოგახსენოთ. ტყუილად არ ახსენა ტომასონმა დაახლოებით იგივე. ინდივიდუალიზმი მოეწონა, მაგრამ გუნდზე სიტყვა არ უთქვამს. სწორედ ესაა ვაისის მწვრთნელობა, ანუ ნაკრები ასე უმწვრთნელოთაც ითამაშებს. ყაზაიშვილი კი კიტეიშვილთან ერთად საუკეთესო იყო(ორივე გუნდში), თუნდაც მომენტებში გადაცემებს არ იძლეოდეს...რომ გაეტანა არ იტყოდით მსგავსს არაფერს. მოაშორეთ ვაისი და სერიოზული გუნდი დადგება კარგი მწვრთნელის ხელში. თუ უცხოელზე იქნება ლაპარაკი შემტევი ფეხბურთისათვის სასურველი ჰოლანდიელი იქნებოდა.
emigranti
09 სექტემბერი 2019 01:06
5
კაკაბაძე იყო ყველაზე სუსტი,კიტეიშვილი კი ყველაზე უკეთესი.ყაზაიშვილმა რომ პასის გაკეთება ისწავლოს არ იქნება ურიგო.
გულშემატკივარი
08 სექტემბერი 2019 22:12
1
ბიჯო ვინ ხართ რა ხართ, საიდან ეძრობით, რაგბიში ვაგებთ და საღოლ ბიჭებსო გაჰყვირით ვითომოგვეგო, და დანიასთან ფრე არ გაკმაყოფილებთ? შედარებისთვის იგივეა საქართველო რაგბიში ახალ ზლანდიას რომ შეხვდეს. რა გააწყალეთ გული. გვაცადეთ ვისაც ფეხბურთი გვიყვარს. უყურეთ რაგბს და დატკბით ბრძოლით მარა წაგებით. მადლობა ბიჭებს!
რაგბი ჩვენი თამაშია სასტავს
08 სექტემბერი 2019 23:39
11
ყურადღება მიაქციეთ ოქრიაშვილს და უფრო დავაფასოთ ბოლომდე თამაშობდა მიუხედავად იმისა ფორმაში რომ არ არის როგორ ირბინა მაინც ამდენი!
.
08 სექტემბერი 2019 22:30
1
ოქრი ნაკრებში,ყოველთვის ბოლომდე იხარჯება.ამიტომ უფრო მეტად მიყვარს.
სოსო
09 სექტემბერი 2019 01:27
0
პასი ვაკო პასი დროული რა გახდა ბიჯოოო...
ლადო
08 სექტემბერი 2019 22:29
0
ფუ რა საგოლე დარტყმისთვის პასი არ გააკეთა ,კორეასთანაც იგივე ქნა ,სერბიასთანაც
ემზარ დუისბურგი
08 სექტემბერი 2019 23:26
0
როცა ვაკო საჯარიმოში პასს აკეთებს,ეს ჩვეულებრივ საგოლე პასია,მაგრამ არ აკეთებს და რა გინდა გააკეთო
სოსო
09 სექტემბერი 2019 10:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული