კარგი თამაში, ბრძოლა და საქართველოს ნაკრების დამსახურებული ფრე დანიასთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი საქართველოსა და დანიის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

ძნელი გასახსენებელია, როდის დააყენა "ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მსგავსი შემტევი სასტარტო შემადგენლობა და საინტერესო იყო, ასეთი რისკი ესოდენ ძლიერ გუნდთან რა შედეგს გამოიღებდა.

ჩვენი გუნდის ტურნირზე ცუდი სტარტის გამო სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო, რაც გასაკვირი არ გახლდათ და ეს მიუხედავად იმისა, რომ დანიის კარგი ნაკრები გვსტუმრობდა.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქის პირველი იერიშები მოიგერია და იქით შეუტია. უხიფათოდ. სადღაც შუა პირველ ტაიმში მოწინაღმდეგე უპირატესობას დაეუფლა და პირველი საგოლე მომენტიც
შექმნა, მაგრამ ბრაიტვაიტის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. შემდეგ ისევ ბრაიტვაიტი გასცდა ჩვენს მცველებს და ისევ ლორიამ გვიხსნა.

ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა, თუმცა დაცვა ყურადღებით ირჯებოდა, ხოლო შეტევა საერთოდ არ გამოსდიოდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. აქტიური ბრაიტვაიტი მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, დოლბერგს უპასა და კვლავ ლორია იდგა მოწოდების სიმაღლეზე. აქედან მოყოლებული, დანიელთა იერიშები მინავლდა და საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კარზე შეტევების მიტანა დაიწყო. სტუმართა მწვრთნელმა ტომასონმა თავდასხმის გაძლიერება შეცვლებით სცადა, თუმცა ამით ვერაფერი შეცვალა.

76-ე წუთზე კი ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა. მერე ქვილითაიამ ბურთი ხარიხას გაარტყა და მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, საპასუხო შეტევისას კი უკვე გიტკიაერმა გაარტყა ბურთი ხარიხას. ბოლოს ოქრიაშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო შმეიხელმა აიღო და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

მოკლედ, მთელმა ჩვენმა გუნდმა უფრო ძლიერ მეტოქესთან ორგანიზებულად ითამაშა და - 0:0...

თბილისი. "დინამო არენა". 21 456 მაყურებელი
საქართველო - დანია 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ტაბიძე, კაშია, გრიგალავა, აბურჯანია (გვილია 86), ანანიძე, კიტეიშვილი, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ქვილითაია (დაუშვილი 90)

დანია: შმეიხელი, კიაერი, კრისტენსენი, დელანი, ერიკსენი, ბრაიტვაიტი, დოლბერგი (გიტკიაერი 67), დალსგორი, ლარსენი, პოულსენი, ჰოიბერგი (შონე 73)

altდანიელთა თავკაცი: საქართველოს მხოლოდ ერთი-ორი მომენტი ჰქონდა

altვლადიმირ ვაისი: ჩემთვის დღევანდელი შეხვედრა უფრო სრულყოფილი იყო ვიდრე ესპანეთთან

 

altკრისტიან ერიკსენი: საქართველომ რთულად დასაძლევი თამაში შემოგვთავაზა და ვერ ვაჯობეთ
altოთარ კიტეიშვილი: ამ თამაშის შემდეგ, ბუნებრივია, ირლანდიას უნდა მოვუგოთ!

altვაკო გვილია: დანიასთან ფრე ცუდი შედეგი არ რის, თუმცა ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვახარებს

altsofascore.com-მა ფეხბურთელები შეაფასა, საუკეთესოდ გიორგი ლორია დასახელდა


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 128 /
ჩვენებმა მოახერხეს ის რომ დანიას არ ეთამაშა მათი თამაში და არა ის რომ დანიამ ვერ ითამაშა,ეთამაშა დანიას რა ჩვენი მოერიდა თუ შერცხვათ ქართველები ჩვენი ძმენბი არიან და კიდევ 5-1 ხომ არ მოუგებთო,თუ არ ჭირდებოდათ 3 ქულა? და თუ გინდათ დანიამ ცუდად ითამაშა ეს სულ არა ჩვენი პრობლემა, ნეტა ყველა გუნდი დანიასავეთ არ ითამაშებდეს და ჩვენ გავიმარჯვებდეთ, მე არ მეწყინება.რა ესპანეთს რომ მოუგეთ 1-0 და ესპანეთმა ვერ ითამაშა ეს გეწყინათ საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს?
jaba
09 სექტემბერი 2019 11:57
2
ამაზე კარგ გუნდს მოუგეთ ქეცბაიას დროს და ფრანგებთან ფრედ ვითამაეთ და იქარ დაცდენია არავის კარგად ვითამაშეთო სწორეფაც ჟურნალისტების და ესეთი ექსპერტების ბრალია ამ დღეში როა ფეხბურთი ბიჭო კარში არ დაგირტყია მთელი თამაშის მანძილზე და იმაზე რო იტყვი კარგად ვითამაშეთო ხაარ მეტის ღირსი? რათქმაუნდა არა. რა არი ეგ პათხალიმობა რო ვერ მოვიშალეთ ქართველებმა ამდენიხანია დაწერე რაც ნახე შე დალოცვილო თამაშგარე დააფიქსირა მსაჯმაო აპა რა უნდა ექნა უნდა გაეტარებია როგორც იმ თურქმა გააკეთა ეგ ძმაო ნინიას ბაღი კიარარი და ოც ლიტრიანზე კიარ თამაშობ ქუჩაში.ამდენმა ხალხმა უყურა თამაშს და რატო გვატყუებ შე დალოცვილო.ერთია შენი აზრი გქონდეს და მეორეა სიმართლის და რეალობის არ ან ვერ დანახვა.
zaza
09 სექტემბერი 2019 10:02
11
დანიამ არ ითამაშა,იმიტომ გამოჩნდა ნაკრები,ერთი კომბინაცია,ერთი სტანდარტული გინახავთ შესრულებული-ვაისი უნდა წავიდეს
გრიგოლ1408
09 სექტემბერი 2019 01:26
7
ლოგიკის მიღმა ხართ, დანის ჭირდებოდა მოგება და არ ითამაშა? იქნებ ისიც თქვათ, რომ არ ჭირდებოდა? აბა ერთ ჯგუფის ცხრილს გადახედეთ მერე გაგვიცხადეთ ეს სიბრძნე
უჰჰჰ
09 სექტემბერი 2019 08:39
0
კარგი თამაში იყო, ვუტევდით, ბურთთან არ გვეშინოდა. კიტე ყოჩაღ, ჯანომ იქნებ 1 წელი მაინც გაატაროს ტრავმის გარეშე, ოქრიმ უნდა მოიშოროს ეს ვითომ "ვარსკვლავის" მენტალიტეტი და იმუშაოს რომ თავის პოტენციალი გამოავლინოს. ერთადერთი ყაზაიშვილის ვერ გავიგე 3 მეტრშიც რომ ვერ ხედავს პარტნიორებს - სადღაც 62 წუთი იყო და 2 კაცი პასს ეხვეწებოდა კარიდან 15 მეტრში და ამან მაინც ათრია საჯარიმოს გვერდიდან და . . . ეგოიზმია თუ სათამაშო აზროვნების არქონა?
???
09 სექტემბერი 2019 01:15
5
Vერ არის ეს ვაისი ან თქვენ რა გიხარიათ?ფრეს მიაღწიაო ეროვნულმა ნაკრებმაო.რას გვაძლევს ეს ფრე, არაფერს ამჟამად უძლიერესი ტანდემი ქართულ ნაკრებისათვის თამაშით,დავითაშვილი- კვარაცხელიაა და საერთოდ მიქელთაძეც უნდა ეთამაშებინა პირველ ნახევარში მაინც, მოვიგებდით!!! ამ ბიჭებს გააქვთ რეალურად შვიდ ქულას დავაგროვებდით ვერ გარისკა ვერ არის ვერა!!! ასე უფხოდ ,ქართულ გეხბურთს ათწლობით ვერ ამოვქაჩავთ დღეს დღეობით უძლიერესებს თუ არ ვათამაშებთ....
ღვთაებრივი ქარი Great British.
08 სექტემბერი 2019 22:08
49
დავითაშვილმა ტრავმა მიიღო კორეასთან, თუ ვერ ერკვევი ფეხბურთში რა აუცილებელია რომ აქ დაპოსტო
nik
08 სექტემბერი 2019 22:14
2
ვაისს რომ ფეხბურთის რაიმე ესმოდეს დავითაშვილს არ ათამაშებდა ამხანაგურში ორი დღით აფრე ოფიციალურ თამაშამდე არამედ დღეს ათამაშებდა და არ მოუწყობდა ფუყე გამოცდებს და არაა საჭირო ერთნაირადბერკვეოდე სხვადასხვა სპორტის სახეობებში, საჭიროა აზროვნებდე წინწასწრებით შედეგის დადებით მანამდე, როცა საჭირო არს,და არა ჩხუბის შემდგომ მუშტების ჰაერში ქნევით, უკვე უშედეგოდ... .....
Kamikadze .დიდი ბრიტანეთი
08 სექტემბერი 2019 23:27
4
ყველა გამოხმაურება
იდიალურად იყო დაკომპლექტებული დაცვა და საყრდენი ზონა, რომელთაც მშვენივრად გაართვეს თავი მოვალეობას, მხოლოდ კაკაბაძე ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე. ნახევარდაცვას კი შეტევა არ შეუძლია და მხოლოდ თამაშის ჩაშლით იყო დაკავებული და ბურთს კი კარგად იჭერდნენ. მაგ სამეულიდან უმჯობესი იყო ვაკო, თუმცა მოედანს ისევ ვერ ხედავს და თავს მაღლა არ სწევს. ჯანოს და ოქრის მეტი არ შეუზლიათ და არც მოეთხოვებათ. ტუ ამ სეზონზე არ დაიმტვრნენ და სათამაშო დრო მიეცათ, ნაკრების ძირითადში ადგილს ნამდვილად დაიმსახურებენ, რადგან სავარაუდოდ ფიზიკასი მოუმატებენ. ქვილითაია მე მგონი ნელ-ნელა ჩაჯდება გენტის ძირითადში, ტუ რა ტქმა უნდა ჯანმრთელად იქნა. ვაისა სუსტი მწვრტნელია, რადგან ზამენებს ვერ აკეტებს, 70-ე წუთიდან ჯანო და ოქრი უნდა გაეყვანა და შეტევა გაეძლიერებინა ახალგაზრდების ხარჯზე, რა არ ჰყავდა? კაკაბაძეც შესაცვლელი იყო, მარა მისი შემცვლელებს არ იძახებს და ჰე. სეეყვანა დავითაშვილი, კვარა, ლობჟანიძე, თუნდაც პაპუნასვილი. არ გარისკა, რადგან მისთვის მთავარი არ წაგება იყო. ასეთ თამაშში უნდა ნახო ახალი სისხლი, რადგან ამ ქულას არანაირი აზრი არ ქონდა. დამტკიცდა, რომ კანკავა აღარაა საჭირო. სურპრიზი იყო კიტეისვილის საყრდენობა და ეს მისი ადგილია მგონი. ფეხბურთში გოლია მთავარი, გოლიი. იმედია ირლანდიასთან ოქრი და ჯანო უკეთეს ფორმაში იქნებიან, რადგან სხვებისთვის მაინც დახურულია ნაკრების კარი. გვილიას აბუ სჯობს და საერთოდ აბუ და კიტე იდეალური წყვილია მაგ ზონაში. შედეგი ვაისის ხელში მაინც მისაღებია, მიუხედავად იმისა რომ თამაში მოსაგები იყო.
ვასო
08 სექტემბერი 2019 22:49
6
გენაცვალეთ ბიჭებო.დამსახურებული ფრე.თან გვაკლდა ბევრი მოთამაშე.ჩაკვეტაძე ხოჭოლავა და კვირკველია.მოგებაც შეგვეძლო
Buxrika
08 სექტემბერი 2019 22:14
5
მოწინააღმდეგისთვის ხელის შეშლა უკვე იცით და შემდეგ გაკვეთილზე იქნებ გოლის გატანა გესწავლათ
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
09 სექტემბერი 2019 10:38
8
ფრე მშვენიერი შედეგია, მაგრამ ამის გამო ეოფორიაში ჩავარდნა არ ოქნება სწორი. ერთი ორო თამაში ყოველთვის გამოსვლია ნაკრებს, ხორვატიასთან მოგება, საფრანგეთი იტალიასთან ფრე, მაგრამ მთავარია ეს იყოს სტაბილური და არა ერთჯერადი გამონათება.
QT
09 სექტემბერი 2019 05:53
1
ეტყობა გადამდები ჭირი გვჭირს. დანიაც რომ ჩვენსავით დაბორიალობდა მინდორზე:))
გიორგი
09 სექტემბერი 2019 00:23
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული