ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება დანიასთან მატჩში

10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება დანიასთან მატჩში

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის შეხვედრა საქართველოსა და დანიას შორის ფრედ, 0:0 დასრულდა.

პირველი შეხვედრის შემდეგ ეს შედეგი გარკვეულ პროგრესადაც უნდა მივიჩნიოთ, რადგან თითოეული შეხვედრა უკვე სათამაშო ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. ეს თამაში კი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.

გთავაზობთ ფეხბურთელთა 10-ბალიან შეფასებებს:

გიორგი ლორია - 7 - "ანორთოსისის" მეკარე საკმაოდ დამაჯერებელი იყო. რამდენიმე მომენტში მისმა სწრაფმა რეაქციამ ნაკრები გოლისგან იხსნა. ლორიას ანგარიშზე ექვსი "სეივი" დაფიქსირდა და მშრალად შენახული კარი. თუმცა ერთ მომენტში მასაც ჰქონდა შეცდომა, რასაც შეიძლება სავალალო შედეგი მოჰყოლოდა.

ოთარ კაკაბაძე - 5 - ამ შეხვედრაში ყველაზე სუსტი წერტილი კაკაბაძის ფლანგი იყო. მისი ორთაბრძოლები ბრაიზვაიტთან მუდმივად დანიელის გამარჯვებით და საქართველოს ნაკრების კარებთან სახიფათო მომენტით სრულდებოდა. ოთარი არც შეტევაში გამოირჩეოდა, თუმცა ამის წინაპირობა ისიც იყო, რომ გიორგი ლორია პასებს თითქმის მარჯვენა ფლანგზე არ იძლეოდა. საერთო ჯამში, კაკაბაძეს მეტი მართებს, რადგან დიდი რეგრესი აქვს. ასეთი თამაში მისი კარიერისთვისაც და ნაკრებისთვისაც პრობლემურია.

გურამ კაშია - 7 - "სან ხოსეს" მცველს პირველ ტაიმში განსაკუთრებული დატვირთვა არ ჰქონია, თუმცა მეორე ნახევარში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეტევა განმუხტა. ქართველ მცველს სტაბილურობა მართებს, რადგან ბოლო პერიოდში მოუკლო და გულშემატკივრები მისგან გაცილებით მეტს ელიან.

გია გრიგალავა - 7.5 - როდესაც ვწერდით, რომ გრიგალავას ძირითად შემადგენლობაში ჩასმა შეიძლებოდა, ძალიან დამცინავი დამოკიდებულება იყო მკითხველის მხრიდან. თუმცა შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მცველებს შორის საუკეთესო შეხვედრა აჩვენა. იმის მიუხედავად, რომ ის იდეალურ ფიზიკური ფორმაში არ იმყოფება, საქართველოს ნაკრებისთვის გაუვალი დაცვა გამოდგა. მეტიც, მასთან კონტაქტს დანიელები ერიდებოდნენ. ამას დავუმატოთ ისიც, რომ ხშირად შეტევის დასაწყისი ფაზა გრიგალავა იყო, თუმცა წინ თანაგუნდელები არ უწყობდნენ ხელს. ამ თამაშით გრიგალავამ ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობის მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთა და ცენტრალურ მცველებს შორის კონკურენცია უფრო გაამძაფრა.

ჯიმი ტაბიძე - 6 - დაცვაში დაკისრებულ მოვალეობას კარგად ართმევდა თავს. ფლანგიდან შეტევების წამოწყება უჭირდა, თუმცა იყო მომენტირ მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს მნიშვნელოვანი ჯარიმა მოინადირა. იმ ფონზე, როდესაც ეს პოზიცია ნაკრებში პრობლემატურია და ხარაბაძე ჯერ თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობებს, ტაბიძის ამ პოზიციაზე ხილვა მომავალშიც მოსალოდნელია, თუმცა რიგი კრიტერიუმები ექნება დასახვეწი.

გიორგი აბურჯანია - 6 - "ტვენტეს" ნახევარმცველი მოედანზე ალბათ უბურთოდ ყველაზე მეტს მოძრაობდა. მაქსიმალურად ცდილობდა, მეტოქისთვის ჩაეკეტა სივრცეები და რიგ შემთხვევაში ამას ახერხებდა კიდეც. რაც აკლდა, ეს სიხისტე იყო და მეტი სათამაშო დუელები მეტოქეებთან. ამავდროულად, ხშირად ერიდებოდა შეტევებში წასვლას და მის მიერ ბევრი წამოწყებული შეტევაც არ გვახსოვს.

ოთარ კიტეიშვილი - 8 - მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. ოთარმა ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი სამუშაო გასწია და დიდი როლი მიუძღვის მეტოქის "გაუფერულებაში". ორი შეხვედრაა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ის ძალიან კარგად თამაშობს, როგორც ჩაშლის კომპონენტში - ამავდროულად, შეტევების წამოწყებაში. თუ სტატისტიკას დავუჯერებთ, კიტეიშვილმა ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი ორთაბრძოლა მოიგო. ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზეც თქვა, თუ კიტეიშვილი ასე გააგრძელებს, მისთვის ავსტრიის ჩემპიონატი სათანადო დონე არ იქნებაო, ოთარს კი მომატების დიდი პერსპექტივა აქვს.

თორნიკე ოქრიაშვილი - 5.5 - დიდი უთამაშებლობის პერიოდი მის ასპარეზობაზე აისახა, ამავდროულად, მარჯვენა ფლანგზე თამაში მას არ გამოსდიოდა. შეიძლება ის უფრო ნაყოფიერი ყოფილიყო, მოედნის მარცხენა ნაწილში რომ ეთამაშა, მაგრამ სლოვაკმა პრობლემური პოზიცია მას მიანდო. ტრადიციულად, ძალიან დიდი მონდომებით თამაშობდა, თუმცა არ გამოსდიოდა და თანაგუნდელებიც პასებით ნაკლებად ტვირთავდნენ. აღსანიშნავია, რომ თორნიკემ ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა დაცვაში და "უდინეზეს" მცველ ლარსენს არ მისცა შეტევაში თამაშის გამწვავების საშუალება. მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ირლანდიასთან სულ სხვა ოქრიაშვილს დააბრუნებს მოედანზე.

ვაკო ყაზაიშვილი - 6.5 - ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია შემტევ ფაზაში. რამდენიმე მომენტში ძალიან კარგად ითამაშა, დრიბლინგით წარმატებულად წაიღო ბურთი. დაცვაშიც არ აგვიანებდა ჩამოსვლას და ეხმარებოდა ჯიმი ტაბიძეს. აქვე, 2-3 ართმევაც ჰქონდა და საერთო ჯამში, კარგი შეხვედრა გამოუვიდა. იონ დალ ტომასონმაც ის გამოარჩია საქართველოს ნაკრებში, თუმცა ვაკოსგან ქართველი გულშემატკივარი უფრო მეტს ელის. თან, ზოგჯერ ეგოისტობს, არადა, სწორი გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში, უფრო დიდ სარგებელს მოუტანს ნაკრებს.

ჯანო ანანიძე - 5.5 - ამ შეხვედრაში პირველი ტაიმი ურიგოდ არ ჩაუტარებია, კვლავ წარმოაჩინა თავისი პასის კულტურა და ბურთსაც კარგად ანაწილებდა. თუმცა მეორე ტაიმში ის მოედნიდან უბრალოდ გაქრა, რადგან ორივე ტაიმში თამაშისთვის მზად არ არის. თუ რატომ დატოვა ვაისმა ანანიძე მოედანზე, საკითხავია. სლოვაკი, ალბათ, მისგან იმის მოლოდინში იყო, რომ რაიმე მნიშვნელოვან პასს გააკეთებდა. ანანიძემ შეხვედრის ბოლოს მნიშვნელოვანი ჯარიმა მოიპოვა, რომლის დარტყმაც თორნიკე ოქრიაშვილს მიანდო.

გიორგი ქვილითაია - 7.0 - იმის მიუხედავად, რომ გოლი არ გაუტანია, ქვილითაიამ ძალიან მაღალი კლასი აჩვენა. მეტოქის მცველებთან ორთაბრძოლებსაც არ ერიდებოდა და იყო რიგი მომენტები, როდესაც რამდენიმე მცველის მიერ დაზღვეულმა ბურთი მკერდზე თავისუფლად მიიღო, შემდეგ კი ამ ყველაფერს გაგრძელება მოუნახა, რაც ნამდვილად შესაშური იყო. ამ პოზიციაზე ქვილითაია ნაკრებში უპირობო ლიდერია და მეტი კონკურენციისთვის სასურველია მის პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი გამოჩნდეს. საკითხავია, რატომ არის სათადარიგო ის "გენტში"? როდესაც დანიის ნაკრების საკმაოდ ძლიერ მცველებთან ასეთი თამაში შეუძლია, რატომ ვერ შეძლებს იმავეს ბელგიის საშუალო დონის კლუბებთან?

ცვლილებები

ვაკო გვილიასაც და მურთაზ დაუშვილსაც იმდენად მცირე დრო მიეცათ, რთულია მათი შეფასება, რადგან მათ იმ მინიმალურ დროში განსაკუთრებული არც არაფერი შემოუთავაზებიათ.

ვლადიმირ ვაისი - 7 - ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, საბა კვირკველია, დავით ხოჭოლავა და ა.შ. - ეს იმ ფეხბურთელთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც სლოვაკს ამ შეხვედრაში აკლდა, მაგრამ შემადგენლობა იდეალურად იქნა შერჩეული და მათ თავი არ შეურცხვენიათ. ძალიან დიდი კრიტიკაა იმის შესახებ, რომ ფრე მისაღებ შედეგად მივიჩნიეთ და კარებში ერთი ზუსტი დარტყმა კარგ თამაშად. მაგრამ გვავიწყდება, ვინ იყო ჩვენ წინაშე, დანიის ნაკრები "ტრანსფერმარკეტზე" 330 მილიონად არის შეფასებული, ხოლო საქართველოს ნაკრები - მხოლოდ 33 მილიონად.

საქართველოს ნაკრებმა ვაისის ხელმძღვანელობით ითამაშა ყველაზე გამართული შეხვედრა. სლოვაკს არსებული კონტინგენტით ასე კარგად შემადგენლობა არასდროს არ შეურჩევია. ეს გარკვეულწილად კარგიცაა, რადგან თუ ნაკრები სრული შემადგენლობით იქნებოდა, შეიძლება დანიასთან მატჩში ვერც გვეხილა - ოთარ კიტეიშვილი ცენტრალურ ნახევარმცველად, გია გრიგალავა ცენტრალურ მცველად, ჯიმი ტაბიძე დაცვის ფლანგზე და გიორგი აბურჯანია საყრდენ ნახევარმცველად, რადგან ამ ფეხბურთელების ნაცვლად ითამაშებდნენ სხვა ფეხბურთელები.

რა თქმა უნდა, პრობლემაა მომენტების რეალიზება, მაგრამ დანიის ნაკრების ვარსკვლავების განეიტრალება და ტოლ-სწორად თამაშიც შესაბამისი საქმეა. მთავარია, ეს შეხვედრა გამოვიყენოთ პროგრესისთვის, უკვე ირლანდიასთან "წყევლა" მოვიხსნათ და შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დავასრულოთ.

ვაისის მინუსი იყო ტრადიცული ცვლილებების დაგვიანება, მაგრამ გარკვეულწილად ამაშიც ვერ გავამტყუნებთ. გვახსოვს სამხრეთ კორეასთან მატჩი, სადაც ცვლილებებმა უარესი შედეგი მოიტანა.

• დასი

მეკარე ლორიამ ძალიან დამაჯერებლად ითამაშა და საერთაშორისო სპორტულმა ჟურნალისტებმა რვაზე მაღალი შეფასება მისცეს და თქვენ რა გჭირთ!?

• დასი

მეკარე ლორიამ ძალიან დამაჯერებლად ითამაშა და საერთაშორისო სპორტულმა საიტებმა რვაზე მაღალი შეფასება დაუწერეს! თქვენ რა გჭირთ!?

• ვასო

ობიექტური შეფასებაა. ძლივს ყოჩაღ ავტორ. ჯანო და ოქრი ასიანი შესაცვლელი იყო და იქ რომ ერთი კითხულობს, ვის მაგივრად უნდა ჩაესვაო ხარა, აი ამათ მაგივრად უნდა შემოეყვანაა, თუნდაც ზამენაზე, რომ ჰყოლოდა რა თქმა უნდა, ფლანგი გაეძლიერებია კვარათი, პაპუნათი, ლობჟანიძით, რა 20 წუთს ვერ გაქაჩავდნენ? გოლსაც გაიტანდნენ. ესაა და ეს. ამიტომ ეს დიდი შეცდომა და ნაკლია მწვრთნელის, რაც თავისთავად სედეგზე ისახება.

• Buxrika

ბრაო ბიჭებოო.გამართული ფეხბურთი ვითამაშეთ მართლაც.მე პირადად კმაყოფილი ვარ ამ შედეგით ცოტა გამართლება და მოგებაც შეიძლებოდა.ირლანდიას უნდა მოვუგოთ აუცილებლადდ

• merabi-1960

დაცვაში და ნახევარდაცვაში საკმაო კონკურენციაა, რაც რამდენიმე წლის განმავლობაში არ იყო. არის ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც მომატება აშკარად შეუძლიათ. გაიხსენეთ საუკეთესო ფორმაში მყოფი ოქრიაშვილი და ანანიძე? გამოჩნდა დავითაშვილი, კვარაცხელია. მალე დაბრუნდება ჩვენი მთავარი იმედი-ჩაკვეტაძე.ასე რომ იმედით ვუყურებ ხვალინდელს. ცუდი ისაა რომ თავდასხმაში მარტო ქვილითაია გვყავს. 3 დღეში 2 ფრე ჩვენზე ბევრად ძლიერ მეტოქესთან ნორმალური შედეგია. ამათაც რწმენა მოემატებათ და ვნახოთ ოქტომბერში

• კობა74

კაშიაზე ნამდვილად ვერ დავეთანხმები ავტორს, შესანიშნავად გაისარჯა და უკაპიტნა გუნდს. ამ კომპონენტში გაცილებით ძლიერი ლიდერია ვიდრე ჯაბა. შესაბამისად გრიგალავაზე მეტი შეფასება ეკუთვნის. ვაისმა სასტარტო შეიძლება სწორად დააყენა მაგრამ შეცვლები რომ დააგვიანა უდავოა. გვილია აშკარად ადრე უნდა გამოეყვანა და ჯანო ან ოქრიც უნდა შეეცვალა. ეს დაგვიანებული შეცვლები ხომ მაგის მუდმივი მინუსია. ასევე შეიძლებოდა ოქრიაშვილს და ვაკოს ეცვალაათ ფლანგები შეტევაში მეტი მრავალფეროვნებისთვის.

• სოსო

სადაც არის ფასი,იქვე არის კლასი.თუ ფასის ფარდობის მიხედვით ვიმსჯელებთ,ჩვენ კრწანისის ომი გადავიტანეთ,ომი არ წავაგეთ და ცოცხლებიც დავრჩით.ვაისის მთავარი მინუსი ამდენი წლის მანძილზე სტანდარტული სიტუაციების და შეტევითი სქემების არდამუშავებაა.ამიტომაც გვიჭირს შეტევების აზრიანი და სინქრონული განვითარება.პარტნიორმა არ იცის გვერდით მდგომი რას გააკეთებს და გაუგებრობის გამო უამრავი მწვავე შეტევის საშუალება იკარგება,ვერც ბედავენ ამის გამო მწვავე პასს.ქვილითაიას სისწრაფე აკლია და სიმკვირცხლე,რა ვიცი,იქნებ გუჯა კახაძე დაეხმარებოდა,მაგრამ ვინაა მიმსვლელი.

• ალექსანდრე

ძალიან სუსტი და დილეტანტური შეფასებებია, განსაკუთრებით კაშიაზე, პირველ ტაიმში განსაკუთრებული დატვირთვა არ ქონიაო ამას რომ წერთ მგონია, რომ თამაშისთვის საერთოდ არ გიყურებიათ. კაშია ფაქტიურად უშეცდომოდ თამაშობდა და ბევრჯერ გადაგვარჩინა - "ქართველ მცველს სტაბილურობა მართებს, რადგან ბოლო პერიოდში მოუკლო და გულშემატკივრები მისგან გაცილებით მეტს ელიან." სად მოუკლო სად ითამაშა არასტაბულურად, მეტს რატომ ველით, როცა უშეცდომოდ თამაშობს. ჯერ ის მაინტერესებს, ხარაიშვილზე რომ გაიგიჟეთ თავი, მითხარით დანიასთან რა შემადგენლობითაც ვითამაშეთ იმ შემადგენლობაში ხარაიშვილს ვის ნაცვლად დააყენებდით. მოკლედ ვაისმა კარგად გითხრათ პრესკონფერენციაზე, თქვენზე კარგად ესმის ფეხბურთი!

• გრიგოლ1408

ჯარიმა ორჯერ იყო ხელსაყრელ პოზიციაში,ვერც ანანიძემ დავერც ოქრუამ ვერ დაარტყეს, რა შუაშია დანიელების ფასი

69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა

პარიზი მორიგი დიდებისთვის ემზადება, ჩვენ - ხვიჩას გოლისთვის!

საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა

ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან

"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე

"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის

"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს

პირველი მილიონიანი ტრანსფერი ქალთა ფეხბურთში - "არსენალი" "ლივერპულის" ლიდერს იმატებს

16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს

"ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით" - რა ითქვა ლუქსემბურგში გამარჯვების შემდეგ

სიმიჩი: ამას მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი

ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა

Geo Team: ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის ცხრაგზის ჩემპიონ გუნდში გააგრძელებს

ყოჩაღ - "დილამაც" შემოატრიალა თამაში და ლუქსემბურგში გაიმარჯვა!

[VIDEO] 4:3 - "ტორპედომ" "ორდაბასის" მაგარი თამაში შემოუტრიალა!

როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა

"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"

ჰაკიმი: მე არა, ჩემი გაშვება "რეალმა" გადაწყვიტა

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?

"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

ვლადიმირ ვაისი: ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ სასწაულის მოხდენას შევეცდებით

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

სლოვენიამ ყაზახეთს მოუგო - თბილისში ლუქსემბურგი მოდის

შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]

ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

დანია-ინგლისი 1:1. ნამატჩევს ინგლისელებს უსტვინეს [VIDEO]

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

სლოვენიამ 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა - საქართველოს პლეი-ოფში გასვლა მხოლოდ პორტუგალიის ძლევით შეუძლია [VIDEO]

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

სლოვენია - დანია. პირველი ფრე ევრო 2024-ზე [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია