იური სიომინმა საბა კვირკველიას მდგომარეობაზე ისაუბრა

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა კომენტარი გააკეთა "რკინიგზელთა" ქართველი ცენტრალური მცველის, საბა კვირკველიას მდგომარეობის შესახებ.

"საბა თამაშისთვის მზად ჯერ კიდევ არ არის. გარკვეული დრო ისევ არის საჭირო კონდიციების სრულად აღსადგენად. რაც უნდა იყოს, 3 თვე დიდი დროა. კვირკველია კარგ ფიზიკურ ფორმაში უნდა შევიდეს, რაც მას ძველ დონეზე თამაშის საშუალებას მისცემს. ჯერჯერობით საბას სასურველ ფორმამდე ბევრი უკლია", - აღნიშნა 72 წლის რუსმა სპეციალისტმა.

კვირკველიამ ტრავმა მაისში, "უფას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ მოედანზე არ გამოსულა.

მომზადებულია soccer.ru-ს მიხედვით

alt

საბა კვირკველიას მდგომარეობაზე ისაუბრა" style="height: 50px; width: 50px;" />საბა კვირკველია: "იუვენტუსის" დამარცხება და რონალდოსთვის მაისურის გამორთმევა იქნება საჭირო

altსაბა კვირკველია: ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლის სურვილი რომ მქონოდა, გადავიდოდი

altსაბა კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის მე-2 ყველაზე ძვირად ღირებული მცველია

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული