10 სექტემბერს, ევროპირველობის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად აზერბაიჯანს 3:0 სძლია.
საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, ცალკარა თამაში წავიდა და მეკარე იბრაჰიმოვმა სამჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი.
შუა პირველ ტაიმში მასპინძლებმა თამაში გაათანაბრეს, შემოგვიტიეს კიდეც, დროებით და უშედეგოდ.
ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი არველაძემ ანგარიში გახსნა.
უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანელები ხშირად უხეშობდნენ, მეორე ნახევრის დასაწყისში მათმა კაპიტანმა გაჯიევმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
ამას ცეცაძის შეგირდების იერიშები მოჰყვა და გოლკიპერმა არველაძესა და მალის არ დაანება გატანა.
თუმცა შემდეგ ბუღრიძემ და არაბიძემ დალაშქრეს მეტოქის კარი და ჩვენმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებმა ლიხტენშტაინის შემდეგ აზერბაიჯანიც დაამარცხა, 6 ქულა დააგროვა (ბურთების შეფარდება 7:0) და ამის შემდეგ სამი რთული გასვლა ელის - შვეიცარიასთან, საფრანგეთთან და სლოვაკეთთან.
ბაქო. "დალგა არენა"
აზერბაიჯანი - საქართველო 0:3
გოლები: 0:1 არველაძე (47+2), 0:2 ბუღრიძე (73), 0:3 არაბიძე (84)
გაძევება: გაჯიევი (49)
აზერბაიჯანი: იბრაჰიმოვი (ზაკიევი 70), სეილიგლი, ტამაზოვი, გაჯიევი, ნაბიევი (მეგარამლი 46), სეიდიევი, იბრაჰიმლი (ჯაფურგულიევი 46), ეკინჩიერი, სეიდოვი, მანაფოვი, ოკსუზი (ქურბანლი 60)
საქართველო: გუგეშაშვილი, მალი (სპანდერაშვილი 86), ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ნინუა (კოხრეიძე 70), სილაგაძე, კუცია, არველაძე (კიტეიშვილი 78), არაბიძე, ქავთარაძე (ბუღრიძე 70)
აზერბაიჯანელთა ნახევარმცველი: საქართველო ჩვენზე ძლიერი არ არის
U21. საქართველოს ნაკრები გამარჯვებას ზეიმობს - ფოტო გასახდელიდან
აზერბაიჯანელთა მწვრთნელი: ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო უფრო ძლიერი იყო