U21. საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანსაც დამაჯერებლად მოუგო და სამი მძიმე გასვლა ელის [VIDEO]

AutoSharing Option
10 სექტემბერს, ევროპირველობის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად აზერბაიჯანს 3:0 სძლია.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, ცალკარა თამაში წავიდა და მეკარე იბრაჰიმოვმა სამჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი.

შუა პირველ ტაიმში მასპინძლებმა თამაში გაათანაბრეს, შემოგვიტიეს კიდეც, დროებით და უშედეგოდ.

ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი არველაძემ ანგარიში გახსნა.

უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანელები ხშირად უხეშობდნენ, მეორე ნახევრის დასაწყისში მათმა კაპიტანმა გაჯიევმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.

ამას ცეცაძის შეგირდების იერიშები მოჰყვა და გოლკიპერმა არველაძესა და მალის არ დაანება გატანა.

თუმცა შემდეგ
ბუღრიძემ და არაბიძემ დალაშქრეს მეტოქის კარი და ჩვენმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა  ლიხტენშტაინის შემდეგ აზერბაიჯანიც დაამარცხა, 6 ქულა დააგროვა (ბურთების შეფარდება 7:0) და ამის შემდეგ სამი რთული გასვლა ელის - შვეიცარიასთან, საფრანგეთთან და სლოვაკეთთან.

ბაქო. "დალგა არენა"
აზერბაიჯანი - საქართველო 0:3
გოლები: 0:1 არველაძე (47+2), 0:2 ბუღრიძე (73), 0:3 არაბიძე (84)
გაძევება: გაჯიევი (49)

აზერბაიჯანი: იბრაჰიმოვი (ზაკიევი 70), სეილიგლი, ტამაზოვი, გაჯიევი, ნაბიევი (მეგარამლი 46), სეიდიევი, იბრაჰიმლი (ჯაფურგულიევი 46), ეკინჩიერი, სეიდოვი, მანაფოვი, ოკსუზი (ქურბანლი 60)

საქართველო: გუგეშაშვილი, მალი (სპანდერაშვილი 86), ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ნინუა (კოხრეიძე 70), სილაგაძე, კუცია, არველაძე (კიტეიშვილი 78), არაბიძე, ქავთარაძე (ბუღრიძე 70)

altაზერბაიჯანელთა ნახევარმცველი: საქართველო ჩვენზე ძლიერი არ არის


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 20 /
აბა ვინ იძახდა აზერები გვჯობნიანო? ცალკარა ეთამაშეს და 6 გოლი მაინც უნდა გაგვეტანა.
გოგა
10 სექტემბერი 2019 22:38
1
რომ უნდა გაგვეტანა და ვერ გავიტანეთ,სწორედ ეგაა ცუდი.შეტევაზე ორიენტირებული შემადგენლობა იყო და უნდა გაეტანათ,თუმცა შეიძლება ფეხები და მეტოქე დაზოგეს.ძალიან უხეშობდნენ აზერები.დაცვაში ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს და მომდევნო თამაშებში ჩვენი მთავარი თავსატეხი,ეგ იქნება.საჯარიმო, სკვერივით არის,სადაც ყველა სეირნობს.
სოსო
11 სექტემბერი 2019 10:47
0
აი ვინ დედამოხნულს არ მოწონს ის, რო საქართველოს გაუმარჯოს?
გაგა
11 სექტემბერი 2019 02:25
1
ერთი წამით წარმოვიდგინოთ რომ ამ ნაკრებს დაემატოს ჩაკვეტაძე, კვარაცხელია და დავითაშვილი!!!
აზრი
10 სექტემბერი 2019 22:34
0
დაცვაში ვერ ვიყავით დამაჯერებლები, შეტევა მომეწონა!! დავითაშვილი და კვარაცხელიათი ამ ნაკრებს შეუძლია ჯგუფის ფავორიტებთან ბრძოლა და იმედია რამენაირად მოხერხდება მათი ნაკრებში გამოძახება!! მართალია აზერბაიჯანის ნაკრები სასინჯ ქვად არ გამოდგება რომ შევაფასოთ ეროვნული ნაკრების სავარაუდო მოთამაშეები, თუმცა არაბიძემ მაღალ დონეზე ითამაშა!!
zaza
10 სექტემბერი 2019 22:32
2
მალადეც ბიჭებო გენაცვალეთ თქვენ. გიო პატარა მესი ხარ რა ზარმაცი და უნიჭიერესი ))) მჯერა ამ ნაკრების და კიდე დავითაშვილი კვარაცხელია ჩაკვეტაძე რომ გვყავდეს ალბათ საფრანგეთთანაც ვიბრძოლებდით მოგებაზე
ტოტტი
10 სექტემბერი 2019 22:28
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული