10 სექტემბერს, ევროპირველობის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად აზერბაიჯანს 3:0 სძლია.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, ცალკარა თამაში წავიდა და მეკარე იბრაჰიმოვმა სამჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი.

შუა პირველ ტაიმში მასპინძლებმა თამაში გაათანაბრეს, შემოგვიტიეს კიდეც, დროებით და უშედეგოდ.

ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი არველაძემ ანგარიში გახსნა.

უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანელები ხშირად უხეშობდნენ, მეორე ნახევრის დასაწყისში მათმა კაპიტანმა გაჯიევმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.

ამას ცეცაძის შეგირდების იერიშები მოჰყვა და გოლკიპერმა არველაძესა და მალის არ დაანება გატანა.

თუმცა შემდეგ ბუღრიძემ და არაბიძემ დალაშქრეს მეტოქის კარი და ჩვენმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა ლიხტენშტაინის შემდეგ აზერბაიჯანიც დაამარცხა, 6 ქულა დააგროვა (ბურთების შეფარდება 7:0) და ამის შემდეგ სამი რთული გასვლა ელის - შვეიცარიასთან, საფრანგეთთან და სლოვაკეთთან.

ბაქო. "დალგა არენა"

აზერბაიჯანი - საქართველო 0:3

გოლები: 0:1 არველაძე (47+2), 0:2 ბუღრიძე (73), 0:3 არაბიძე (84)

გაძევება: გაჯიევი (49)

აზერბაიჯანი: იბრაჰიმოვი (ზაკიევი 70), სეილიგლი, ტამაზოვი, გაჯიევი, ნაბიევი (მეგარამლი 46), სეიდიევი, იბრაჰიმლი (ჯაფურგულიევი 46), ეკინჩიერი, სეიდოვი, მანაფოვი, ოკსუზი (ქურბანლი 60)

საქართველო: გუგეშაშვილი, მალი (სპანდერაშვილი 86), ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ნინუა (კოხრეიძე 70), სილაგაძე, კუცია, არველაძე (კიტეიშვილი 78), არაბიძე, ქავთარაძე (ბუღრიძე 70)

ლაშა
არაბიძე სასწრაფოდ ეროვნულ ნაკრებში !
ნიკა
ჯანო არა ფლავი, ჯანო არაფერი ფეხბურთელი არაა, გადაახვიეთ და ნახავთ 2-ე ტაიმში საერთოდ არ დაუკარებია ბურთისთვის ფეხი, თუ არ ჩავთვლით მატჩის დასასრულს ჯარიმის მომენტს.
კობა74
ვულოცავ ბიჭებს დამაჯერებელ გამარჯვებას. რაც გამოჩნდა არაბიძე და არველაძე ერთი თავით განსხვავდებოდნენ კლასით დანარჩენებისგან. რიგი გულშემატკივარი მალის და ნინუას ითხოვდა ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ მე რაც დავინახე ჯერ ადრეა. კვარაცხელიას და დავითაშვილი დასამატებელია მაგრამ ახლად მორჩენილ ჩაკვეტაძის გამოძახება მემგონი არ ღირს.
სოსო
რომ უნდა გაგვეტანა და ვერ გავიტანეთ,სწორედ ეგაა ცუდი.შეტევაზე ორიენტირებული შემადგენლობა იყო და უნდა გაეტანათ,თუმცა შეიძლება ფეხები და მეტოქე დაზოგეს.ძალიან უხეშობდნენ აზერები.დაცვაში ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს და მომდევნო თამაშებში ჩვენი მთავარი თავსატეხი,ეგ იქნება.საჯარიმო, სკვერივით არის,სადაც ყველა სეირნობს.
Hanibal Barca
არაბიძე მეთქი.
გაგა
აი ვინ დედამოხნულს არ მოწონს ის, რო საქართველოს გაუმარჯოს?
კახა ქ.
მე მგონი,კვარაცხელია და დავითაშვილი ეხლა აქ უფრო საჭიროა.
ალალე
რა დროს მჭედლიძეა, შარშანდელი თოვლივით ვისღა ახსოვს, ან ვის რად უნდა. სადაც არის იქაც ხურდაშიც არ იღებენ 'ბ' სერიაში, თუ ძმა ხარ.
Giorgi
მიქელთაძე კვარაცხელია დავითაშვილი ჩაკვეტაძე ეს ფეხბურთელები შვეიცარიასთან უნდა გამოძახონ ახალგაზრდულში მართალია ეროვნული ნაკრების თამაშს ემთხვევა,მაგრამ ეროვნულ ნაკრებს ამ ჯგუფში უკვე აღარანაირი შანსი აღარ აქვს,ხოლო 21 წლამდე ნაკრებს აქვს შანსი ბრძოლის და საფრანგეთან და შვეიცარიასთან ეს ფეხბურთელები 21 წლამდე ნაკრებს ძალიან დაეხმარებ ბრძოლაში ირლანდიასთან უმოტივაციო მატჩში გამოძახებას სჯობს 21 წლამდე ნაკრებში გამოძახონ მარა ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია.
Giorgi
დავითაშვილის კვარაცხელიას და ჩაკვეტაძის გამოძახება სავსებით შესაძლებელია 21 წლამდე ნაკრებში 20 წელზე მეტის არცერთია და ახლა 21 წლამდე ნაკრებს სჭირდება დახმარება შვეიცარია და საფრანგეთია წინ.
Buxrika
ჩემი აზრით საქართველოს ნაკრებმა ძლიერ გუნდებთან უნდა ითამაშოს 3 საყრდენით.კანკავა კიტეიშვილი და ჯანო კარგად იჭერს ბურთს.
გიორგი
რად ბოდავ რა კანკავა, ახალგაზრდულ ნაკრებზეა საუბარი
ქომაგი
ეს 21წლამდელთა ახალგაზრდული ნაკრებია მეგობარო და კანკავას არ აქვს აქ თამაშის უფლება.
psoni
გამტან ფორვარდზე რო ამბობ მჭედლიძე ? სასაცილოა კარიერაში სამი ბურტი აქ გატანილი ყველანაირად ჯობია ქვილითაია მაგას
რომანა
კანკავა რომ დისკვალიფიკაციას მოიხდის, მერე გაცილებით სხვა გუნდი ვიქნებით. საყრდენი ზონა გამაგრდება მნიშვნელოვნად და ერთი კარგი გამტანი თავდამსხმელი გვინდა, რა დროს არაა მჭედლიძე ფორმაში
zuka
გენაცვალეთ. საქართველოს გაუმარჯოს!
გოგა
აბა ვინ იძახდა აზერები გვჯობნიანო? ცალკარა ეთამაშეს და 6 გოლი მაინც უნდა გაგვეტანა.
აზრი
ერთი წამით წარმოვიდგინოთ რომ ამ ნაკრებს დაემატოს ჩაკვეტაძე, კვარაცხელია და დავითაშვილი!!!
zaza
დაცვაში ვერ ვიყავით დამაჯერებლები, შეტევა მომეწონა!! დავითაშვილი და კვარაცხელიათი ამ ნაკრებს შეუძლია ჯგუფის ფავორიტებთან ბრძოლა და იმედია რამენაირად მოხერხდება მათი ნაკრებში გამოძახება!! მართალია აზერბაიჯანის ნაკრები სასინჯ ქვად არ გამოდგება რომ შევაფასოთ ეროვნული ნაკრების სავარაუდო მოთამაშეები, თუმცა არაბიძემ მაღალ დონეზე ითამაშა!!
ტოტტი
მალადეც ბიჭებო გენაცვალეთ თქვენ. გიო პატარა მესი ხარ რა ზარმაცი და უნიჭიერესი ))) მჯერა ამ ნაკრების და კიდე დავითაშვილი კვარაცხელია ჩაკვეტაძე რომ გვყავდეს ალბათ საფრანგეთთანაც ვიბრძოლებდით მოგებაზე
69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
აზერბაიჯანელთა მწვრთნელი: ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო უფრო ძლიერი იყო
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები აზერბაიჯანს დაუზავდა [VIDEO]
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
აზერბაიჯანელი ნახევარმცველი 0:3 წაგების შემდეგ: საქართველო ჩვენზე ძლიერი არაა