ლევან კობიაშვილი: აზერბაიჯანში გაუხარდებათ, თუ ევროპირველობაზე ბაქოში ვითამაშებთ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ბაქოში ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების მატჩის შემდეგ, azerisport.com-ს ინტერვიუ მისცა და კითხვებზე ფრიად დიპლომატიური პასუხები გასცა.

- ელოდით, რომ საქართველო აზერბაიჯანს ასეთი დიდი ანგარიშით დაამარცხებდა?
- მართალი გითხრათ, არა. სლოვაკეთთან აზერბაიჯანის თამაშს ვუყურეთ და თქვენმა გუნდმა ძალიან კარგი ფეხბურთი აჩვენა. ეს თამაში კი სულ სხვანაირი იყო. ჩემი აზრით, გადამწყვეტი პირველი ტაიმის დასასრულს ჩვენ მიერ გატანილი გოლი იყო. შემდეგ თქვენმა ფეხბურთელმა წითელი ბარათი მიიღო. იქამდე სახიფათო მომენტები ორივე კართან იქმნებოდა.

- საქართველოს ნაკრების
ამოცანა ჯგუფიდან გასვლაა?
- ფეხბურთში მუდამ მაქსიმალური ამოცანები უნდა დაისახო. ყოველთვის გამარჯვებისთვის ბრძოლაა საჭირო. ჩვენს ჯგუფში საფრანგეთი და შვეიცარია არიან. ჯგუფიდან კი მხოლოდ ერთი გუნდი გადის. ძნელი იქნება. თუმცა, ჩვენთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. ორ შეხვედრაში 6 ქულის აღებამ გაგვახარა. ვნახოთ, რა იქნება მომავალში.

- თქვენს გეგმებში აზერბაიჯანისა და საქართველოს პირველი ნაკრებების ამხანაგური მატჩის ჩატარება არ შედის?
- ერთა ლიგის და ევროპირველობის შესარჩევი მატჩების გათვალისწინებით, ამხანაგური შეხვედრების გამართვა გაჭირდა. თუ ასეთი შანსი მოგვეცა, აზერბაიჯანთან სიამოვნებით ვითამაშებთ. ბაქოში ჩამოსვლა ყოველთვის სასიამოვნოა. ჩვენ თქვენს ფეხბურთის ფედერაციასთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.

- თუ საქართველო ევრო 2020-ზე გავიდა, ბაქოში თამაშს ისურვებდით?
- ჩემთვის სულერთია, სად ვითამაშებთ. მთავარია, ევროპირველობაზე გავიდეთ. რა თქმა უნდა, ბაქოში მხარს დაგვიჭერენ, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ თუ ევროპის ჩემპიონატზე გავედით, მზად ვართ, 500 კილომეტრი კი არა, 10 000 კილომეტრიც კი გადავლახოთ.

- შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრები კავკასიაში უძლიერესია?
- ასეთ შეფასებას ვერ გავაკეთებ. თქვენმა ნაკრებმა ახლახან მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებთან, ხორვატებთან მატჩი ფრედ დაასრულა. აზერბაიჯანი ხორვატიის ფონზე მშვენივრად გამოიყურებოდა. ამიტომ შეფასებისგან თავს შევიკავებ. ჩვენ აზერბაიჯანის წარმატებები გვახარებს და დარწმუნებული ვარ, აქ გაუხარდებათ, თუ ევრო 2020-ის მატჩებზე ბაქოში ჩამოვალთ.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 12 /
მოდით რა გულახდილად ვთქვათ,როგორც ჩვენ არ მოგვწონს სომხების და აზერების წარმატება,ისე არიან ისენი ჩვენც მიმართაც. ეს შურია,არ გვინდა ისენი ჩვენზე უკეთესები იყვნენ და იგივენაირად ფიქრობენ ისინიც.
გოგა
13:09 12-09-2019
4
აზერები კოსოვოს დაუჭერენ მხარს, ასე რომ არ გვაწყობს.
ddgfdf
02:46 12-09-2019
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული