გიორგი ხარაიშვილმა დუბლი შეასრულა - თუმცა ნაკრებში პერსონა-ნონ გრატაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატზე "ჰამარბიუსთან" დუბლი შეასრულა.

თუმცა მატჩში, რომელსაც სტოკჰოლმში 26 52 მაყურებელი დაესწრო, ხარაიშვილს თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და "გეტებორგი" 2:6 განადგურდა.

გიორგიმ ჩემპიონატზე 7 გოლი გაიტანა და ამას გარდა, მის ანგარიშზე 7 საგოლე გადაცემაა, მაგრამ საქართველოს ნაკრებში არაფრის დიდებით არ იძახებენ.

"გეტებორგი" 23 ტურის შემდეგ 41 ქულით მე-6 ადგილზეა და 21 სექტემბერს "სირიუსს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ვაისს აქვს უაზრო ახირებები. მერამდენედ ჩააგდო თამაში, ფორმაში არ მყოფ ფეხბურთელებს იძახებს და ამბობს კმაყოფილი ვარო. ანანიძეზე მეტ სამუშაოს მაინც შეასრულებდა.
ჯემალი
15 სექტემბერი 2019 19:58
8
ჯემალ ბატონო გადახედე ნაკრების ბოლო 30 მატჩს და ვაისმა ჩააგდოო, შვეიცარიასთან მატჩის გარდა რომელ თამაშზე იტყვით?! კრიტიკა მაგარი გაქვთ და იქნებ გაიხსენოთ ლიტვა ლატვიასთან და ლუქსემბურგთან ისე მარცხდებოდა ნაკრები კარში ვერ ურტყავდნენ, და ეხლა მწვრთნელმა ევროპის ლიგა ისე მოიგო საუკეთესო შედეგი აჩვენა და მხოლოდ ერთი ფრ ითამაშა, ნამუსიც კარგი საქონელია.
Semi
15 სექტემბერი 2019 21:32
7
ლუქსემბურგთან პირველად ვაისის დროს წავაგეთ. მალტასთან ძლივს მოვიგეთ. ვაისის მწვრთნელობა მოგწონთ? კაცმა როდესმე თამაში შემოატრიალა ოფიციალურ შეხვედრაში?
ლუკა
15 სექტემბერი 2019 23:30
2
ყველა გამოხმაურება
ვფიქრობ ხარაიშვილი ნაკრების მაისურასაც მოირგებს და თუ დროულად გადავა რამე კარგ ჩემპიონატში წარმატებასაც მიაღწევს.. აი თქვენი სტატიის სათაური კი ამ ბიჭს დაბოღმავს და შუღლს გააღვივებს.. გვინდა ეს ჩვენ?!
ქართველი
15 სექტემბერი 2019 23:56
0
არ მოგბეზრდათ ერთი და იგივე?აცალეთ ამ კაცს თამაში და იმ კაცს მწვრთნელობა. ვერ დაინახა ამ მომენტისთვის ძირითადში ხარაიშვილი და არ დაუძახა. მეც ვფიქრობ, რომ სხვების ფონზე ხარაიშვილი გამოსაძახებელია მინიმუმ, თუ არა შეცვლაზე სათამაშებელი, მაგრამ არც მისი გამოუძახებლობაა ამ მომენტში ტრაგედია არც გიორგისთვის რომელიც ვითარდება და აუცილებლად ითამაშებს ნაკრებში, და არც ნაკრებისთვის. ყველაფერი იქნება თავის დროზე, თქვენ კი თქვენს საქმეში ეძებეთ ხარვეზები და სხვისი გაკეთებულის დანახვა ისწავლეთ - დანიასთან ნაკრებს მწვრთენლის ხელი რომ ეტყობოდა მარტო ბრმა თუ ვერ დაინახავს
valderrama
15 სექტემბერი 2019 21:49
15
გეყოფათ! რაღაც პერიოდის მერე ნებისმიერი მწვრთნელის ლანძღვაზე ნუ გადადიხართ! გეყოფათ ეს თხა და გიგო დამოკიდებულება. მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა ნაკრებმა ბოლო ორ თამაშში. რამდენი კაცი დაატიოს ნაკრებში ვაისმა. გააგრძელოს ასე გიორგიმ და დარწმუნებული ვარ მისცემს შანსს ვაისი. გიორგის წარმატებები და თქვენ თქვენ თავს დაუკვირდით, ყველანი პროფესორები რო ხართ და ყველაფერი ყველაზე კარგად რო იცით. რა კაცის საქმეა ჭორაობა, რა იცით დაზუსტებით? არაფერი. ჰაერზე ლაპარაკობთ. იმიტომაც ვართ ზოგადად ამ დღე ში მთელი ქვეყანა. აბა დაბლოკეთ.
ლევანი
15 სექტემბერი 2019 21:37
15
100 პროცენტიანი ხარ ლევან! ჩემი სათქმელი თქვი ზუსტად, ვაისის ხელში ყველაზე დალაგებულ ფეხბურთს თამაშობს ნაკრები, თან არცერთი მოთამაშე ტოპ ჩემპიონატში არ გვყავს ეგ გავიწყდებათ ალბათ, ამ შემადგენლობით მაქსიმუმს აკეთებს ეგ კაცი და მეტი რა ქნას! ხარაიშვილს გამოიძახებს და შანსს მისცემს აუცილებლად.
P.S. ამ შეცვლების დაგვიანება არ დაგვიანების საკითხი კი ჩვენზე უკეთ ესმის მერწმუნეთ!
პაატა
15 სექტემბერი 2019 22:58
11
შვედეთის ჩემპიონატი არის 22 ადგილას ევროპის ჩემპიონატებს შორის,ხოლო ის გუნდი რომელშიც ხარაიშვილი გამოდის ამ ჩემპიონატის საშუალო კლასის გუნდია აქედან გამომდინარე ვერ ვიტყვით რომ კარგ გუნდში ან კარგ ჩემპიონატში გამოდის ფეხბურთელი ეს არის საშUალოზე დაბალი დონის კლუბი და ჩემპიონატი ეს ასეა ,მაგრამ ფეხბურთელი როდესაც ასპარეზობს კლუბში კარგად არის გუნდის ლიდერი თამაშობს სტაბილურად გაქვს გოლები აკეთებს საგოლე გადაცემებს რატომ არ უნდა გამოძახოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა თუნდაც ამხანაგურ შეხვედრაში თუ ვიძახებთ ფეხბურთელებს რომლებსაც არ აქვთ სათამაშო პრაქტიკა ვიძახებთ საქართველოს ჩემპიონატიდან რომელიც მე 40 ევროპის რეიტინგში ვიძაცებთ ყაზახეთის ჩემპიონატიდან რატომ არ უნდა გამოიძახონ ხარაიშვილი ფეხბურთელი როცა აჩვენებს და მას ნაკრებში გამოიძახებენ ეს მისთვისაც სტიმული იქნება რომ მომავალში მოუმატოს 23 წლის ფეხბურთელია მთელი კარიერა წინ აქვს უნდა დაეხმაროს ნაკრებიც თუნდაც მორალურად.
Giorgi
15 სექტემბერი 2019 22:36
2
მოკლედ ზოგს რომ უსმინოთ,შეუცვლელი ნახევარდაცვა გვყოლია და მორჩა სხვა არავინ აღარ გვინდა როგორც არ უნდა ითამაშოს.თან ჩაქვივდით იმ ერთ თამაშს,ე.ი.ის თამაში არ გამოუვიდა და მორჩა.ეგრე, რამდენს რამდენი თამაში არ გამოუვიდა მაშინ,მარა კი თამაშობს.როცა ფაქტია რომ კაცი მართლა ნიჭიერია და თამაშის აზრზეა არ შეიძლება ასე მსჯელობა.გიორგი შენ გააგრძელე შვილო თამაში და სულ ეს უვიცი ხომ არ იქნება მწვრთნელი.ეს ბიჭი იტყვის კიდე თავის სიტყვას
კახა ქ.
16 სექტემბერი 2019 01:26
5
ხარაიშვილი იმ სტაბილური და კარგი თამაშით რა თამაშსაც აჩვენებს კლუბში ნაკრებში გამოძახებასაც იმსახურებს და უკეთეს კლუბსაც კარიერაში.
Giorgi
15 სექტემბერი 2019 21:17
1
შარშანწინ უზბეკეთთან რომ ათამაშეს ამხანაგურში (2:2 დასრულდა ვისაც გახსოვთ) ალალად რომ ვთქვათ თავი არაფრით გამოუჩენია. მე პირადად ასე ვფიქრობ, რომ როცა მთავარ გუნდში მოხვედრის ამბიცია გაქვს, "ნათელი წერტილი" უნდა იყო მოედანზე როცა შანსს გაძლევენ. რადგან ეს ნაკრებია და შეიძლება მეორე და მესამე შანსი ვეღარ მიიღო. იმ თამაშში ხარაიშვილმა ლობჟანიძე შეცვალა და მაგ დროს საბას უკვე გოლი ქონდა შეგდებული. მაგ თამაშში ლობჟანიძეს და კიტეიშვილსაც ქონდათ დებიუტი და გადახნეს მოედანი, ლამის ნახევარი გუნდის საქმე გააკეთეს. დღეს ორთავე ნაკრებშია და ორთავესი გვეიმედება. ცალკე თემაა კლუბში როგორ მიგდის საქმე და ნაკრებში რას წარმოაჩენ. ზოგს დიდი დრო ჭირდება ფსიქოლოგიური ადაპტაციისათვის. შედეგებით იმსახურებს, რათქმაუნდა კიდევ უნდა მიეცეს შანსი ამხანაგურში მაინც. მაგრამ აი ვინ უნდა ამოაგდოს ეგაა საქმე. პოზიციით ცენტრში ან მარცხენა ვინგერად თამაშობს და საშინელი კონკურენციაა მაგ ზონებში - ჯანო, კიტე... მეტის დასახელება აღარცაა საჭირო.
ანესთეზეოლოგი
16 სექტემბერი 2019 00:12
17
ზუსტად ეგრე იყო 3 ჯერ არის ნაკრებში გამოძახებული, თუ რამე პრეტენზია აქვს ნაკრებში თამაშზე კონკურენციას უნდა გაუძლოს. თან პლეიოფია კარს მომდგარი.
semi
16 სექტემბერი 2019 10:14
3
ეხლა რომ ვაკვირდები აქ ხალხის უმრავლესობას ანალიზის გაკეთება საერთოდ არ შეუძლია. ზიან ჩაციკლულები და აკაკუნებენ მხოლოდ კლავიატურას. არც სტატისტიკა აინტერესებთ და ფაქტებიც აღიზიანებთ. ნუ თუ ეხლა ვინმეს ახლო ურთიერთობა აკავშირებს ან მის საფეხბურთო გემოვნებაში ჯდება გასაგებია, მაგრამ მაშინ ობიექტურობაზე და ფეხბურთის ცოდნაზე მაინც ნუ ილაპარაკებენ.
ანესთეზეოლოგი
16 სექტემბერი 2019 10:52
3
ყველა გამოხმაურება
ეგრე არარი ძმაო ჩვენში, ეგრე არარის! ჯერ საკუთარში ისწავლე გატანა და მერე დაფიქრდებიან, გენდონ ნაკრებში თამაშისთვის, თუ არა...
თამაშისთვის, ანუ ფეხბურთი თამაშია და არა გოლის გატანა. ითამაშებ, დაგიძახებენ, გეიტაან, რა გეჩქარებოდა! ვინ გთხოვა! რა ძალა გედგა? ეხლა იმათ მეკარესაც შეხედე, კაცს ძლივს შანსი გოუჩნდა კაი გუნდში გადასულიყო და ბაც! ჩაუშალე ტრანსფერი.. აბა ესეთს ვინ დაგიძახებს???
კ ო მ ბ ლ ე
16 სექტემბერი 2019 02:37
13
ვაისმა დაიგინა მისი არგამოძახება....მოაშორეთ გრენლანდია)) და ვაისი...შეცვლებსაც დროულად მაინც არ გავაკეთებოო))) და ასე შემდეგ...
Aaa
15 სექტემბერი 2019 20:19
6

სიახლეები პოპულარული