მცველი საბა კვირკველია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მოსკოვის "ლოკომოტივს" "ბაიერთან" მატჩში ვერ დაეხმარება.
ამის შესახებ ძალიან მოკლე კომენტარი "ლოკოს" მწვრთნელმა იური სიომინმა გააკეთა.
"შეძლებს თუ არა კვირკველია "ბაიერთან" თამაშს? არა", - განუცხადა სიომინმა tass.ru-ს.
კვირკველიას ტრავმის გამო ამ სეზონში ოფიციალურ მატჩში ჯერ არ უთამაშია, რკინიგზული კლუბის "ტვიტერზე" კი მის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება: "საბაც გუნდთან ერთადაა, ფორმაში შედის და ყველას მოკითხვას გადმოგცემთ!"
"ბაიერისა" და "ლოკომოტივის" შეხვედრა 18 სექტემბერს ჩატარდება.
იური სიომინმა საბა კვირკველიას მდგომარეობაზე ისაუბრა
საბა კვირკველია: "იუვენტუსის" დამარცხება და რონალდოსთვის მაისურის გამორთმევა იქნება საჭირო
კრისტალ პალაში არ გადავიდა იმიტომ რო ჩემპიონტა ლიგაზე მინდა თამაშიო:)))და საერტოდ დაჯინეს სკამზე.მიზეზი ის არის რო კვარაცხელია წაიყვანეს ლოკომოტივიდან მეტი არაფერი.ჩორლუკას ჯობს ტუ ჰოვედეს მამენტ.ერთმა წლები ითამაშა ტოტენხემში მეორემ შალკეში.ასე ქარტველია და გულშემატკივრობ.ტორემ დედა რა ვნახეც არა!!!