16 წლის ასათიანმა კომპენსირებულ დროში პენალტი მოიგერია და "ტორპედოს" "საბურთალოსთან" ფრე მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 სექტემბერს, ეროვნული ლიგის 22-ე ტურის გამოტოვებული მატჩი "საბურთალოსა" და "ტორპედოს" შორის ფრედ 1:1 დასრულდა.

შეხვედრა მეტად საინტერესო გამოვიდა: ზედ შესვენებაზე გასვლის წინ მოსიაშვილმა სტუმრები დააწინაურა. მეორე ტაიმში ჩემპიონმა ზეწოლა გააძლიერა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა 16 წლის მეკარე ასათიანი.

"საბურთალომ" მაინც შეძლო შეცვლაზე შესული ლაკვეხელიანის გოლით საპასუხო გოლის გატანა, კომპენსირებულ დროში კი ასათიანმა როლოვიჩის დარტყმული პენალტი მოიგერია და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

თბილისი. მიხეილ მესხი"
საბურთალო - ტორპედო 1:1
გოლები: 0:1 ცოტნე მოსიაშვილი (45), 1:1 ლუკა ლაკვეხელიანი (79)
გამოუყენებელი პენალტი: ოგნიენ როლოვიჩი (90+1)

საბურთალო (4-4-2): ლაზარე კუპატაძე, ნიკოლოზ მალი, გაგი მარგველაშვილი (კ), ნიკა სანდოხაძე, გრიგოლ ჩაბრაძე, ლევან ყენია (გიორგი კოხრეიძე 46), ელვინ ტერა (ლევან კაკუბავა 72), სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი გაბედავა, ანტე გი (ლუკა ლაკვეხელიანი 57), ოგნიენ როლოვიჩი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

ტორპედო (4-4-2): დავით ასათიანი, ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა (კ), გოდერძი მაჩაიძე, ცოტნე ნადარაია, გიორგი გადრანი, თორნიკე გრიგალაშვილი, რაფაელ ჩუკვურა, ცოტნე მოსიაშვილი (თამაზ ცეცხლაძე 54), თემურ ჩოგაძე (დავით იონანიძე 71), ზაზა ციცქიშვილი (გიორგი კიკნაძე 67)

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 13 /
მადლობა ასათიანს ♥ ბათუმის დინამოს დიდად დაეხმარე
ზუზუ
20:19 16-09-2019
2
ეს მალხაზ ასათიანის შვილი ხომარარის
ტოტტი
19:54 16-09-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული