საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა

AutoSharing Option
19 სექტემბერს "ფიფა/კოკა-კოლას" ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს ნაკრები 3 საფეხურით დაწინაურდა.

"ჯვაროსნები" 1264 ქულით 91-ე ადგილზე იმყოფება. 25 ივლისის შემდეგ ფიფამ ახალი რეიტინგი პირველად გამოაქვეყნა.

ამ დროის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩი გამართა. ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა სამხრეთ კორეასთან ამხანაგურ მატჩში ფრედ, ანგარიშით 2:2 ითამაშეს, ხოლო შინ დანიასთან, ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, ფრედ, 0:0.

რაც შეეხება ჩვენი შესარჩევი ჯგუფის მონაწილეებს, გიბრალტარი 197-ე ადგილზეა, ირლანდია - 28-ზე, დანია მე-14 პოზიციაზე იმყოფება, ხოლო შვეიცარია მე-11 ადგილზეა.

რეიტინგის საუკეთესო ათეული კი ასე
გამოიყურება:

  1. ბელგია
  2. საფრანგეთი
  3. ბრაზილია
  4. ინგლისი
  5. პორტუგალია
  6. ურუგვაი
  7. ესპანეთი
  8. ხორვატია
  9. კოლუმბია
  10. არგენტინა

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩვენი ნაკრების თამაში პროგრესი შეინიშნება როგორც იქნა გამოჩნდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები რომლებსაც აქვთ პერსპექტივა ერთალიგის ჯგუფის მოგება ესეც წარმატებაა იყო დრო როცა ყაზახეთი ლატვია და ესტონეთიც კი გვიგებდა თამაშებს და ახლა უკვე ძლიერგუნდებთანაც ვახერხებთ თამაშს მთავარია გუნდ კარგად მოემზადოს მარტის თამაშებისთვის.
Giorgi
19 სექტემბერი 2019 15:48
1
მეტით უნდა წავსულიყავით, ეს რეიტინგი ენდიაივით არასწორია
irakli
19 სექტემბერი 2019 15:10
13
ადრე აგებდნენ.
ახლა ფრეს თამაშობენ.
მალე ყველა თამაშს მოიგებენ.
ექსპერტი
19 სექტემბერი 2019 14:56
0
ადრე აგებდნენ.
ახლა ფრეს თამაშობენ.
მალე ყველა თამაშს მოიგებენ.
ექსპერტი
19 სექტემბერი 2019 14:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული