რომან ფიფია: ლევან მჭედლიძესთან კაცური შეთანხმებაც გვაქვს

AutoSharing Option
დღეს, 20 სექტემბერს, თბილისის "დინამომ" ლევან მჭედლიძე ოფიციალურად წარადგინა. ტრანსფერის შესახებ პრესკონფერენციაზე კლუბის მფლობელმა რომან ფიფიამ ისაუბრა.

"დღეს სასიამოვნო სიახლე გვაქვს, ლევან მჭედლიძე "დინამოს" ფეხბურთელია. ძალიან მოხარული ვარ, გაცნობოთ ეს კარგი ამბავი. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ფეხბურთელის თბილისის "დინამოში" გადმოსვლა. ეს ძალიან ბევრ რამეზე მიუთითებს.

ლევანს სურვილი აქვს, რომ "დინამო" ევროსარბიელზე გაიყვანოს და მას გაცილებით დიდი გეგმები აქვს.

ჩვენ კონტრაქტის მიღმა გვაქვს კაცური შეთანხმებაც, ყველაფერი კონტრაქტში არ იწერება. თუმცა არიან ფეხბურთელები, რომლებსაც კონტრაქტიც და შეთანხმებაც არ შველის.

ლევანთან გვაქვს ის შეთანხმება,
რომ ერთად წავალთ წინ. ლევანი ჩვენ გვიწყობს ხელს, ჩვენ ლევანს ვუწყობთ ხელს. როცა ორი ინტერესი ემთხვევა, გამოდის კარგი საქმე.

ჩვენი მიზანი დღეს არის ჩემპიონობა. რა თქმა უნდა, გაიმარჯვებს უძლიერესი. ხოლო ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ ნაბიჯმა დააფიქროს ზოგი ქართველი ფეხბურთელი, რომლის მიმართ გვექნება ინტერესი.

გვინდა ჩემპიონატი მოვიგოთ და შემდეგ გავიდეთ ჯგუფში. ჩვენ ეს ნავსი უნდა გავტეხოთ. ყველამ ნახა, რომ ჩვენ "ფეიენოორდს" დავამარცხებდით, მსაჯს რომ არ ემაიმუნა. ჩვენ მეტოქეებს მსაჯიანად უნდა მოვუგოთ", - თქვა ფიფიამ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
რა თქმა უნდა ბატონო რომან, 1981 წელს საშინლად იმაიმუნა მსაჯმა როტერდამში, ეგეთი მართლაც რომ ისტორიას არ ახსოვს, მაგრამ იმ შესანიშნავ დინამოს სახლში 3:0 ჰქონდა მოგებული, მაგრამ წარსულის გახსენება აღარ გვინდა და თუ თქვენ ამ ზაფხულს დინამოს ფეინორდთან გამოვარდნას გულისხმობთ და მსაჯს აბრალებთ, მაშინ თქვენ იმ მსაჯზე მილიონჯერ მეტი მაიმუნი ყოფილხართ
llcl
17:10 20-09-2019
2
რა ფეინოორდს ამარცებდა ეს ხომაა ჯანმრთელად ??
GEORGE
17:07 20-09-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული