ეროვნული ლიგა. XXVIII ტური: ბათუმის "დინამომ" კაცნაკლულ "საბურთალოს" ბრაზილიური სუპერგოლით სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 სექტემბერს, ეროვნული ლიგის 28-ე ტურში ბათუმის "დინამომ" "საბურთალო" 1:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი დაძაბულად წარიმართა, ბევრი იყო ბრძოლა, ნაკლები მომენტები და სათამაშო წუნი. მატჩის შედეგს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ორივე გუნდი ფრთხილობდა. მასპინძლებს ანგარიშის გახსნა ზედ შესვენების წინ შეეძლოთ, მაგრამ საჯარიმოს გარედან მამუჩაშვილის ძლიერად დარტყმული ბურთი კარის წინ მდგომმა რეხვიაშვილმა თავით მოიგერია.

მეორე ტაიმში თამაში გამწვავდა, 62-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა ტერას და გააძევა, რამაც შეხვედრის შემდგომ მიმდინარეობასა და შედეგზე გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია.

მასპინძლებმა კაცნაკლულ სტუმრებს დიდი ძალებით
შეუტიეს. ჯიღაურს, გეგეჭკორს და რამოსს კუპატაძემ არ დაანება გატანა.

74-ე წუთზე კი ბათუმელთა ბრაზილიელების, რამოსისა და ფლამარიონის ლამაზი კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დაგვირგვინდა. მან მიმდინარე ჩემპიონატზე მე-14 გოლი გაიტანა და თავის გუნდს მორიგი გამარჯვება მოუპოვა.

ბათუმის "დინამო" 58 ქულით ლიდერია დ მეორეადგილოსან თბილისის "დინამოს" 4 ქულით უსწრებს, რომელსაც 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. "საბურთალო" კი 51 ქულით მესამე პოზიციაზეა.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - საბურთალო 1:0
გოლი: ჯოვინო ფლამარიონი (74)
გაძევება: ელვინ ტერა (62)

დინამო (ბთ) (4-4-2): მიხეილ ალავიძე (კ), ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ნავალოვსკი, ჯამბულ ჯიღაური (თორნიკე გაფრინდაშვილი 70), გიული მანჯგალაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გაბრიელ რამოსი (ვალერიან თევდორაძე 84), ჯოვინო ფლამარიონი, ვლადიმერ დვალიშვილი (ბენჟამინ ტეიდი 77)

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

საბურთალო (4-4-2): ლაზარე კუპატაძე, ნიკოლოზ მალი, გაგი მარგველაშვილი (კ), ნიკა სანდოხაძე, ლუკა ლაკვეხელიანი (გიორგი დიასამიძე 65), გრიგოლ ჩაბრაძე, გიორგი რეხვიაშვილი, ლევან კაკუბავა (სანდრო ალთუნაშვილი 56), ელვინ ტერა, გიორგი კოხრეიძე, გიორგი გაბედავა (ოგნიენ როლოვიჩი 75)

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 12 /
ვიცი არ გამოქვეყნდება, მაგრამ მაინც დავწერ. რომ ამბობთ კაცნაკლულ საბურთალოს სძლიაო, თავიდანვე კაცნაკლული იყო? თუკი ვინმე კაცნაკლული დარჩა, იმიტომ რომ მასზე ძლიერის ზეწოლას ვერ გაუძლო, თორემ არა მგონია 10 11-ის წინააღმდეგ ყოფილიყო თამაში.
ნათია-სიმართლე
00:22 21-09-2019
3
რატომ არ დამიბეჭდეთ წინა კომენტარი,საბურთალოს სომხების ნაშოჩკები რომ ვუწოდე!? ეგ მათთვის კომპლიმენტია და არა შეურაცყოფა)))
ბათუმის ფანი
02:31 21-09-2019
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული