საქართველოს თასის მეოთხედფინალში თბილისის "ლოკომოტივმა" მარტვილში დამატებით დროში 2:1 დაამარცხა მესამე ლიგის წარმომადგენელი "მერანი".
პირველ ტაიმში რეზო ინჯგიამ "რკინიგზელები" დააწინაურა. 90+7-ე წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა გიორგი ბუხაიძემ ანგარიში გაათანაბრა, დამატებით დროში კი "ლოკოს" გამარჯვება და ნახევარფინალის საგზური სანდრო ანდრონიკაშვილმა მოუპოვა.