რა შეიცვალა ფორმატშეცვლილ ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებისთვის

AutoSharing Option
უეფამ 2020/21 წლების სეზონისთვის ერთა ლიგის ფორმატში ცვლილებები დაამტკიცა.

D ლიგის შემცირების შედეგად სხვა ლიგებში გუნდების რაოდენობა გაიზარდა - A, B და C ლიგებში 16-16 გუნდი იასპარეზებს.

A ლიგა: პორტუგალია, ჰოლანდია, ინგლისი, შვეიცარია, ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ბოსნია, უკრაინა, დანია, შვედეთი, ხორვატია, პოლონეთი, გერმანია, ისლანდია.

A ლიგის მონაწილენი 4 ჯგუფად დაიყოფიან, გამარჯვებულები პლეი-ოფში გავლენ, ხოლო აუტსაიდერები ქვედა დივიზიონში დაქვეითდებიან.

B ჯგუფი: რუსეთი, ავსტრია, უელსი, ჩეხეთი, შოტლანდია, ნორვეგია, სერბეთი, ფინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, ირლანდია, ჩრდილოეთი ირლანდია, ბულგარეთი, ისრაელი, უნგრეთი, რუმინეთი.

B ლიგაშიც
4 ჯგუფია, რომლის გამარჯვებულები A ლიგაში გადავლენ, ბოლოადგილოსნები კი C ლიგაში დაქვეითდებიან.

C ლიგა: საბერძნეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, საქართველო, ჩრდილოეთი მაკედონია, კოსოვო, ბელორუსი, კვიპროსი, ესტონეთი, სლოვენია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდოვა.

C ლიგაშიც 4 ჯგუფია, გამარჯვებულები B ლიგაში აღზევდებიან, ბოლოადგილოსნები კი პლეი-ოფში ითამაშებენ და მათ შორის 2 დამარცხებული D ლიგაში დაქვეითდება.

D ლიგა: გიბრალტარი, ფარერები, ლატვია, ლიხტენშტაინი, ანდორა, მალტა, სან მარინო.

აქ ერთი ოთხგუნდიანი და ერთი სამგუნდიანი ჯგუფია, რომელთა გამარჯვებულები C ლიგაში გადავლენ.

"ფორმატში ცვლილებები ფეხბურთის 55-ივე ფედერაციასთან დისკუსიის შემდეგ დამტკიცდა. მიზანი მომავალში ამხანაგური მატჩების შემცირება იყო. აგრეთვე, ამ რეფორმამ უნდა აამაღლოს სპორტული ბრძოლის დონე, რამეთუ ყველა გუნდი ბოლო შეხვედრებს ერთ დროს ჩაატარებს. თამაშების რაოდენობა 138-დან 162-მდე გაიზრდება, რითაც შეჯიბრების კომერციული შემადგენელი გაიზრდება", - წერს უეფას საიტი.

2020/21 წლების სეზონის კენჭისყრა 2020 წლის 3 მარტს ჩატარდება, ტურნირი კი სტარტს 2020 წლის სექტემბერში აიღებს.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის პირველი გათამაშების ნახევარფინალში D ლიგიდან საქართველოს ნაკრები გავიდა და ევროპირველობის საგზურის მოპოვების კარგი შესაძლებლობა აქვს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 15 /
მადლობა ღმერთს და უეფას რომ კიდევ ერთხელ გვაძლევენ შანსს ჯგუფის მოგების ....მაგრამ სინამდვილეში საქმე გერმანიის გამო გააკეთეს ეს უეჭველი არ იკადრეს ბიჭებმა ბ ჯგუფში თამაში....
ახახა
25 სექტემბერი 2019 03:36
0
კარგით რა,ძალიანაც ნუ გააფეტიშეთ კოსოვოს ნაკრები!ერთი ჩვეულიბრივი გუნდია,რამდენიმე საშუალო დონის ფეხბურთელით!მაგათაც თუ ვერ მოუგე,მაშინ არაფერი გესაქმება ევროპის ჩემპიონატზე!
Alex.F
25 სექტემბერი 2019 16:13
1
ჩვენ ისევ იგივე შანცი გვაქ რაც დ დივიზიონში გვქონდა. მაინც და მაინც საბერძნეთი ნუ ამოვა ჩვენ ჯგუფში და
გოგა
25 სექტემბერი 2019 09:23
0
საბერძნეთს ყველა უგებს უკვე ვისაც არ ეზარება
შაკო
25 სექტემბერი 2019 10:32
2
საბერძნეთი ძლიერი გუნდია???
mvx
25 სექტემბერი 2019 10:14
3
მეტ-ნაკლებად ჩვენი კალიბრის გუნდებია ც-ში. აი აქ თუ მოვიგეთ, უკვე მართლა წარმატებაა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ აღმავლობა მართლა დაწყებულია. ბ-ში უკვე სერიოზული გუნდებია
merabi-1960
25 სექტემბერი 2019 16:08
0
უფრო სრულყოფილი გახდა. სამ გუნდიანი ჯგუფები რაღაც ვერი იყო მართებული.
Geo_Dinamo
25 სექტემბერი 2019 09:12
0
კარგია. ც ჯგუფიდანაც გვექნება შანსი.
2
25 სექტემბერი 2019 15:13
0
კოსოვოს ავცდეთ და გასულები ვართ 90 %
Giorgi
25 სექტემბერი 2019 11:55
5
კი მაგრამ, A, B, C - გამარჯვებულები თავისთავად მოიპოვებენ ევროპის ჩემპიონატის საგზურებს. D-ზე რა ხდება ?
ნიკო
25 სექტემბერი 2019 10:34
1
ჩვენთვის ცუდია!!!! სომხებს, აზერბაიჯანელებს და ყაზახებს დაეცათ ტუზი. ჩვენ შანსი გვქონდა უფრო ძლიერ გუნდებთან კლასის ამაღლების, თორე შემდეგი ერთა ლიგიდან არა მგონია მსოფლიოზე ვინმე გავიდეს. ეგეთი წესი არ არის. ხოლო შემდეგ ევროპამდე კიდევ შეიცვლება წესები, თუ უკვე არ არის შეცვლილი..
ჰაჰა
25 სექტემბერი 2019 10:32
5
ჩვენთვის დიდი მიღწევა იქნება B ჯგუფში თამაში, ეგ იქნება ჩვენი ევროპის ჩემპიონატი.
x.x
26 სექტემბერი 2019 08:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული