უეფამ 2020/21 წლების სეზონისთვის ერთა ლიგის ფორმატში ცვლილებები დაამტკიცა.
D ლიგის შემცირების შედეგად სხვა ლიგებში გუნდების რაოდენობა გაიზარდა - A, B და C ლიგებში 16-16 გუნდი იასპარეზებს.
A ლიგა: პორტუგალია, ჰოლანდია, ინგლისი, შვეიცარია, ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ბოსნია, უკრაინა, დანია, შვედეთი, ხორვატია, პოლონეთი, გერმანია, ისლანდია.
A ლიგის მონაწილენი 4 ჯგუფად დაიყოფიან, გამარჯვებულები პლეი-ოფში გავლენ, ხოლო აუტსაიდერები ქვედა დივიზიონში დაქვეითდებიან.
B ჯგუფი: რუსეთი, ავსტრია, უელსი, ჩეხეთი, შოტლანდია, ნორვეგია, სერბეთი, ფინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, ირლანდია, ჩრდილოეთი ირლანდია, ბულგარეთი, ისრაელი, უნგრეთი, რუმინეთი.
B ჯგუფი: რუსეთი, ავსტრია, უელსი, ჩეხეთი, შოტლანდია, ნორვეგია, სერბეთი, ფინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, ირლანდია, ჩრდილოეთი ირლანდია, ბულგარეთი, ისრაელი, უნგრეთი, რუმინეთი.
B ლიგაშიც 4 ჯგუფია, რომლის გამარჯვებულები A ლიგაში გადავლენ, ბოლოადგილოსნები კი C ლიგაში დაქვეითდებიან.
C ლიგა: საბერძნეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, საქართველო, ჩრდილოეთი მაკედონია, კოსოვო, ბელორუსი, კვიპროსი, ესტონეთი, სლოვენია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდოვა.
C ლიგაშიც 4 ჯგუფია, გამარჯვებულები B ლიგაში აღზევდებიან, ბოლოადგილოსნები კი პლეი-ოფში ითამაშებენ და მათ შორის 2 დამარცხებული D ლიგაში დაქვეითდება.
D ლიგა: გიბრალტარი, ფარერები, ლატვია, ლიხტენშტაინი, ანდორა, მალტა, სან მარინო.
აქ ერთი ოთხგუნდიანი და ერთი სამგუნდიანი ჯგუფია, რომელთა გამარჯვებულები C ლიგაში გადავლენ.
"ფორმატში ცვლილებები ფეხბურთის 55-ივე ფედერაციასთან დისკუსიის შემდეგ დამტკიცდა. მიზანი მომავალში ამხანაგური მატჩების შემცირება იყო. აგრეთვე, ამ რეფორმამ უნდა აამაღლოს სპორტული ბრძოლის დონე, რამეთუ ყველა გუნდი ბოლო შეხვედრებს ერთ დროს ჩაატარებს. თამაშების რაოდენობა 138-დან 162-მდე გაიზრდება, რითაც შეჯიბრების კომერციული შემადგენელი გაიზრდება", - წერს უეფას საიტი.
2020/21 წლების სეზონის კენჭისყრა 2020 წლის 3 მარტს ჩატარდება, ტურნირი კი სტარტს 2020 წლის სექტემბერში აიღებს.
შეგახსენებთ, ერთა ლიგის პირველი გათამაშების ნახევარფინალში D ლიგიდან საქართველოს ნაკრები გავიდა და ევროპირველობის საგზურის მოპოვების კარგი შესაძლებლობა აქვს.