გურამ კაშიას ორი შეცდომა და... "სან ხოსე" პლეი-ოფის ზონის მიღმაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 26 სექტემბრის დილით, MLS-ის 32-ე ტურის შეხვედრა "სან ხოსე ერსქვეიქსსა" და "ფილადელფია იუნიონს" შორის გაიმართა, რომელიც კალიფორნიელი მასპინძლების მარცხით, 1:2 დასრულდა.

სამწუხაროდ, შეხვედრის ანტიგმირი საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია გახდა.

გურამი, ვაკო ყაზაიშვილის მსგავსად, "სან ხოსეს" ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მცველი შეხვედრის უდიდესი ნაწილი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა, 5-წუთიან მონაკვეთში 2 შეცდომა დაუშვა, რაც "სან ხოსეს" მარცხის ფასად დაუჯდა.

მატჩში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, 35-ე წუთზე გოლი ჯექსონ იუილმა გაიტანა.  70-ე წუთზე კი,
ბედოიას გოლის დროს შემტევის დარტყმული ბურთი გურამს ფეხებშორის გაუძვრა, ხოლო 76-ე წუთზე მეორე გოლის ავტორმა, პოლონელმა პრიჟბილკომ საჰაერო დუელი სწორედ ქართველ მცველს მოუგო.

ამ მარცხის შემდეგ "სან ხოსე ერსქვეიქსი" 44 ქულით დასავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილზე გადავიდა და პლეი-ოფის ზონას 1 ქულით ჩამორჩება.

რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი და კალიფორნიელები 2 უშუალო კონკურენტს ეთამაშებიან. სახლში კონფერენციის მეოთხეადგილოსან "სიეტლს" დაუპირისპირდებიან, რომელსაც 50 ქულა აქვს და ბოლო ტურში კი, გასვლაზე "პორტლენდს" შეხვდებიან, რომელიც მე-6 ადგილზეა და 1 ქულით უსწრებს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
საერთოდ თუ გაინტერესებთ, მეკარე უნდა გამოსულიყო მაგ ბურთზე.
გიორგი
26 სექტემბერი 2019 18:24
3
პირველი ბურთი,ფეხი დაუცურდა და სხვათაშორის არ ვიცი რატომ და კიდევ სხვებსაც უცურდებოდათ ფეხი მტჩის მსვლელობის დროს და მეორეც სულ მთლად მისი ბრალი იყო.ისე სან-ხოსე არ იყო წაგების ღირსკ.რაც შეეხება კაშიას ფეხბურთელობას.კრუიფის,ნეესკენსის,ვან ბასტენისდა ა.შ.დარი ფეხბურთელებისა ქვეყანაში მთელი სტადიონი რომ შენ გვარს ყვირის ამით ყველაფერი ნათქვამია,თუ როგორი ფეხბურთელია.
კახა ქ.
26 სექტემბერი 2019 16:10
6
მაგრად იცით ფეხბურთი, ჯერ ერთი კაშია არის 37 ნომერი და პირველ გაშვებულ გოლზე ფეხი დაუცდა 14 ნომერს ართმევაზე რომ უნდა ეთამაშა. მეორე გოლზე ორთაბრძოლა მოუგო მოწინააღმდეგემ შეცდომა არაა ეგ თან ელემენტარული ტაქტიკური ანალიზის უნარი რომ გქონდეთ გეცოდინებოდათ რომ როდესაც დამცველი ნაკლებია ან ტოლი მოწინააღმდეგის, დაცვა უნდა განლაგდეს ზონური შევსების პრინციპით და არა ინდივიდუალურ აყვანას მიმართოს, კაშია სწორად იცავდა საჯარიმოს მაგრამ სამწუხაროდ მეწყვილემ გადაწყვიტა ინდივიდუალურად აეყვანა მეორე თავდამსხმელი (რომელიც ნაკლებ საფრთხეს ქმნიდა) და არ შეავსო ზონა რომ დაეზღვია კაშია მაღალ ბურთზე. ასე რომ კაშიაზე დაბრალება ამ გოლების პირველის განსაკუთრებით უაზრობაა.
semi
26 სექტემბერი 2019 14:58
3
1.3 უჯრედიც საკმარისია იმის მისახვედრად, კაშიას ფეხი რო დაუცდა, სტატიისს ავტორის ბრალი არაა :) ფეხი დაუცდა თუ ხელი, მეკარეს ეფარებოდა და "დირკაში" გაუძვრა ბურთი, ვისი ბრალი იყო აბა? დიდი ტაქტიკოსივით რომ ხსნით, მე წავაგე თავზე თამაშისას დუელი იმ თავდამსხმელთან? ხედავდა ფორვარდს, ეთამაშა და წააგო დუელი, გავიდა გოლი, ასე რომ უცხოპლანეტელებს ნუ აბრალებთ. მეც მიყვარს კაშია, მარა უნდა დაინახოთ, რომ მისი ბრალი იყო და არა ვარანცოველი კიკას.
გია
26 სექტემბერი 2019 17:42
2
ფეხბურთს ვინ ჩივის, მარტივი სიტყვების მნიშვნელობები არ იციან და იმიტომაც წერენ უაზრობებს.
odala
26 სექტემბერი 2019 16:24
0
კალაძემ ისეთი რამე ქნა რომლის მსგავსიც ცივილიზებულ სამყაროში არ მომხდარა საკუთარი ნაკრების კარში ორი ბურთი გაიტანა თან სულ ნახტომებში და იმაზე არაფერია გითქვიათ ეგ კი არა მერად აირჩიეთ და კაშიას რა ხაზს უსვამთ.
ჩემი აზრით.........
26 სექტემბერი 2019 14:09
11
აზრზე არ ხარ ფეხბურთის, ალბათ ნაციონალი ხარ.
semi
26 სექტემბერი 2019 16:41
4
დარწმუნებული ხარ რომ მაშინ კალაძეზე არავის არაფერი უთქვამს? :)
######
26 სექტემბერი 2019 14:58
0
ამას ფეხბურთელობა როგორ უნდა დააბრალო..არადა, ჩემი მეგობრბის შვილია სპორტული ჟურნალისტი და ეს რო ფერად დროშებიან სამკლაურებს იკეთებდა და კრიტიკა გამოვთქვი ჯობია ფეხბურთს მიხედოს თქო, ერთოი ამბავი დამაწია- ამაზე მაგარი ფეხბურთელი არ არსებობსო!((( დიდი უბედურება გვჭირს- არავინ იცის თავის საქმე, არც ფეხბუურთელმა და არც მისმა შემფასებელმა ჟურნალისტმა!(((
მაიხედე აქეთ
26 სექტემბერი 2019 13:48
14
არც ფეხბურთი გესმის, არც კაცობა, არც ჰუმანურობა, იიიიიი ცისარტყელას დროშა იიიიიი, იქნებ ცოტა მეტი განათლება მიიღო. დანინგ კრიუგერის ეფექტი მართალია.
semi
26 სექტემბერი 2019 16:43
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული