საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ინსტაგრამზე დააფიქსირა.
"განვიცდი თბილისში მიმდინარე მოვლენების გამო და ვინც რაიმე სახის დაზიანება მიიღო, მინდა ყველას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო.
რუსეთი ოკუპანტია - მას ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტზე მეტი აქვს ოკუპირებული."