საქართველოს 17 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა

AutoSharing Option
ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების პროცესში საქართველოს 17 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ისრაელის წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. 26 სექტემბერს, "დავით პეტრიაშვილი არენაზე" გამართული მატჩი ქართველი გოგონების უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. გოლები ლიზი მწყერაშვილისა და ეთერ სულაშვილის ანგარიშზეა.

თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"
საქართველო - ისრაელი 2:0
გოლები: მწყერაშვილი, სულაშვილი

საქართველო: მარკოიძე, აკობიძე, ძაბუა, სვანიძე, ბუდედაშვილი, კახნიაშვილი, ბებია, დანელია, რომანჩუკი, სულაშვილი, მწყერაშვილი

სათადარიგო შემადგენლობა: ლომსაძე, ჯანჯარია, ბერაშვილი, ბაქრაძე, გასუმოვა, ვაშაკიძე, ბეგიაშვილი, ცისკარიშვილი, ცაგურია

მთავარი მწვრთნელი: არჩილ ჩხაბერიძე

საქართველოსა და ისრაელის 17-წლამდელთა ნაკრებებს შორის
პირველი ამხანაგური შეხვედრა 24 სექტემბერს გაიმართა. თამაში ისრაელის გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. ჩვენი გუნდიდან ერთადერთი გოლის ავტორი სულაშვილი გახდა.

ევრო 2020 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 17 წლამდე გოგონათა ნაკრები მერვე ჯგუფში ჩეხეთის, სერბეთისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ჯგუფური ეტაპის მატჩები 19-26 ოქტომბერს, სერბეთში გაიმართება.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრავო ქართველო გოგონებო!!!....
არტაგი
01:32 27-09-2019
0

სიახლეები პოპულარული