todofichajes: გიორგი ჩაკვეტაძის თაობაზე იტალიურმა გრანდმა მოლაპარაკებები დაიწყო

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა todofichajes.com-ი წერს, რომ "გენტისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძით იტალიური "ნაპოლი" არის დაინტერესებული და ბელგიურ კლუბთან უკვე დაიწყო მოლაპარაკებები გიორგის მომავალ ზაფხულში შესაძენად.

"ნაპოლის" ჩაკვეტაძე ხოსე კალეხონის შემცვლელად უნდა. 32 წლის ესპანელს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და ხელშეკრულების გახანგრძლივებას ამ ეტაპზე არ გეგმავს. მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელის შემცვლელად ნეაპოლელები, პირველ რიგში, გიორგი ჩაკვეტაძეს განიხილავენ.

გამოცემის მიხედვით, "ნაპოლიმ" უკვე დაიწყო ბელგიურ მხარესთან მოლაპარაკებები და მზად არის, მომავალ ზაფხულს ჩაკვეტაძის სანაცვლოდ "გენტს" 25 მილიონი ევრო გადაუხადოს.

დიეგო მარადონას ყოფილ
კლუბს კარლო ანჩელოტი წვრთნის და იტალიელებმა სულ ცოტა ხნის წინ დაამარცხეს ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი სეზონის გამარჯვებული "ლივერპული". სერია A-ში კი ანჩელოტის გაწვრთნილები მე-4 ადგილზე არიან.

მკითხველის კომენტარები / 21 /
გეყოთ ახლა. ეგრე წერდით მაშინაც და უკვე წესით ბარსას ან იუვეს ძირითადში უნდა ეთამაშა. აცადეთ, რეალური მომენტი როცა იქნება მაშინ დაწერეთ რა გახდა. ცოტა პროფესიონალიზმი გამოიჩინეთ და ამ ჭორებს ნუ აყვებით
თემო
30 სექტემბერი 2019 14:49
3
არ გვინდა ამის წინასწარ საუბარი ჯერ გადავიდეს და წერეთ მერე რამნდენიც გინდათ ვაა .. რა შეჭამეთ ტვინი ჩაკვეტაძე ჩაკვეტაძე...
reali
30 სექტემბერი 2019 14:36
8
დათარსავენ ეხლა ჯერ არ მორჩენილა.ისე კარგი კი იქნბოდა კარლიტოსთან გამოწვრთდიდა კარგად
თემური
30 სექტემბერი 2019 14:24
0
სულ ესე იწყება, ბოლოს ურალით, კრასნოდარით, კარპატით მთავრდება.
ika
30 სექტემბერი 2019 14:19
12
მოირჩინა ტრავმა და დაიწყო უაზრო ჭორაობა,დათარსეთ ეხლა არ აცადოთ თამაში
გიო
30 სექტემბერი 2019 14:08
5
ძალიან სასიხარულო ამბავიაააა!!!!!!!
asaqsdasa
30 სექტემბერი 2019 14:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული