"რუბინის" მწვრთნელი: ნუ აგვიკელით ქართველებზე კითხვებით, თითქოს მხოლოდ ქართველები გვყავდნენ გუნდში

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" მთავარი მწვრთნელი ედუარდო დიკამპო ძალიან გააღიზიანა ჟურნალისტების შეკითხვამ იმის თაობაზე, თუ ასე სწრაფად რატომ დაკარგეს ძირითად შემადგენლობაში ადგილი ზურიკო დავითაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ.

"ზურიკო იმიტომ აღარ არის ძირითად შემადგენლობაში, რომ ნაკრებიდან ტრავმირებული დაბრუნდა. რაც შეეხება კვარაცხელიას, ჩვენ ვთვლით, რომ არიან სხვა ფეხბურთელები, რომლებსაც უკეთესად შეუძლიათ მოქმედება განსაზღვრულ მომენტებში. მან რუსეთის თასზე ითამაშა. ის თამაშობს, როგორც სხვა დანარჩენები. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, ძალიან კარგი.

თქვენ შეგიძლიათ მისი გაკრიტიკება. ეს იმიტომ, რომ ის ახალგაზრდაა. თქვენ მხოლოდ მის შესახებ საუბრობთ, ახლაც
მეკითხებით, თუ როდის გავა მოედანზე. რა უნდა იფიქროს ადამიანმა, რომელიც მხოლოდ იმას ისმენს, რომ მან უნდა ითამაშოს? გინდათ, რომ კარგად ითამაშოს და აქ დიდი ხნით დარჩეს? თუ მისი გაყიდვიდან წილის მიღება გსურთ? მე მინდა ხვიჩამ აქ დიდი ხნით ითამაშოს. იმიტომ, რომ ის ძალიან ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა. თუკი არ გავუფრთხილდებით მას, ჩვენ კვარაცხელიას დავკარგავთ. ძალიან ბევრი "ბომბივით" ფეხბურთელი იყო, რომელიც შემდეგ დაიკარგა.

და საერთოდ, რა ხდება აქ ქართველებთან დაკავშირებით? თითქოს მხოლოდ ქართველები გვყავდნენ გუნდში. ალბათ, მომდევნო სეზონში 20 ქართველი უნდა ვიყიდოთ და შეკითხვებიც აღარ იქნება. გვყავს ძალიან კარგი ფეხბურთელები - პადბერიოზკინი, იგორ კონოვალოვი, არ მინდა ყველას ჩამოთვლა. ყველა იმსახურებს პატივისცემასა და შექებას. თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს - დაგვეხმარეთ, რომ მოვუფრთხილდეთ ამ ფეხბურთელებს. როცა 24-25 წლისები იქნებიან და ჩემპიონთა ლიგას 5-ჯერ მოიგებენ, მაშინ დავიწყებთ იმაზე საუბარს, რომ ისინი საუკეთესოები არიან. მერე გავყიდით კიდეც მათ", - გადმოსცემს დიკამპოს სიტყვებს БИЗНЕС Online.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ოკუპანტ ქვეყანაში რა გინდათ?
Vaxo
30 სექტემბერი 2019 22:42
10
დავითაშვილი მართლა ცოდოა რუბინში იმიტომ რომ ჩამოყალიბებული და საუკეთესო ფეხბურთელია,კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელები საქართველოში ბევრია,მან გინდ რუბინში ითამაშოს და გინდ სხვაგან უბრალოდ გაპიარებული იყო ზედმეტად და გამოჩნდა კიდევაც, წარმატებები დავითაშვილს,
eke
30 სექტემბერი 2019 21:58
4
გვარ დავითაშვილის ფუძე გვარი არის დავითაია.კვარაცხელია კვარაცხელიაა.ასე რომ როცა ამ ორიდან ერთს აქებატ და მეორეს აკნინებთ ერთიც მეგრელია წარმიშობით და მეორეც.წიტაიშვილიც მეგრელია
ბაჩი
01 ოქტომბერი 2019 03:34
3
მარტო დავითაშვილს? კვარაცხელიას არა?
emigranti
01 ოქტომბერი 2019 00:24
1
რა დონეზეც ვართ. იმ დონის გუნდებშიც თამაშობენ
გრიგოლ1408
30 სექტემბერი 2019 21:34
2
მეტის ღირსები ვართ ესეთი დონის გუნდებში რო ვუშვებთ ნიჭიერ ფეხბურთელებსფეხბურთელებს იმუშაონ მენეჯერებმა ნორმალური კლუბები რო უნახონ
ტეტე1234
30 სექტემბერი 2019 19:51
6
რუბინის პრობლემა ის არის რომ 18 წლის ბავშვების იმედზე არიან და ნორმალური ნახევარმცველი ან თავდასხმელი არ ყავთ!! სტაბილურ თამაშს ამ ასაკში ვერ მოვთხოვთ, ჯერ კიდევ მოსამატებელი აქვს ჩვენ ბიჭებს. ჯობია ამდენ ლაპარაკს გუნდი გააძლიერო რა!
zaza
30 სექტემბერი 2019 18:02
3

სიახლეები პოპულარული