ვლადიმირ ვაისმა ევროშესარჩევისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე შეხვედრას თბილისში გამართავს.

ვლადიმირ ვაისის გუნდი 12 ოქტომბერს, "დინამო არენაზე", ირლანდიას დაუპირისპირდება. 15 ოქტომბერს ჩვენი გუნდის მეტოქე, სტუმრად, გიბრალტარი იქნება.

საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის საწვრთნელ შეკრებას დედაქალაქში 7 ოქტომბერს იწყებს. ეროვნული გუნდი სასტუმრო "ჰუალინგში" განთავსდება და საწვრთნელი პროცესის ძირითადი ეტაპი, ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე შედგება.

უახლოესი ორი შეხვედრისთვის ვლადიმირ ვაისმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: გიორგი ლორია ("ანორთოსისი", კვიპროსი), გიორგი მაკარიძე ("ვიტორია სეტუბალი", პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე ("საბურთალო", თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე ("ლუცერნი",
შვეიცარია), გურამ კაშია ("სან ხოსე ერსქვეიკსი", აშშ), საბა კვერკველია ("ლოკომოტივი", მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა ("არსენალი", ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი ("ფერენცვაროში", უნგრეთი), ჯიმი ტაბიძე ("უფა", რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("ტობოლი", ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი", ავსტრია), ვაკო გვილია ("ლეგია", პოლონეთი), საბა ლობჟანიძე ("რანდერსი", დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი ("ზლინი", ჩეხეთი), გიორგი აბურჯანია ("ტვენტე", ჰოლანდია), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე "ანორთოსისი", კვიპროსი), ლევან შენგელია ("ქონიასპორი", თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი ("გეტებორგი", შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი ("სან ხოსე ერსქვეიკსი", აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია ("გენტი", ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე ("თარაზი", ყაზახეთი)

უახლოესი ორი მატჩისთვის, ცნობილია კიდევ რვა ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს.

ლევან გეგეჭკორი, გიორგი ნავალოვსკი, ჯაბა ჯიღაური ("დინამო", ბათუმი), ლაშა პარუნაშვილი ("ესბიერგი", დანია), ლუკა ზარანდია ("ზულტე-ვარეგემი", ბელგია), გიორგი მერებაშვილი ("ვისლა", პლოცკი, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე ("მეზოკოვეშდი", უნგრეთი), ლევან კუტალია ("დინამო", თბილისი)

ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბისა და ასაკობრივი გუნდების მწვრთნელებთან კომუნიკაციის შედეგად გადაწყდა, რომ 19 წლის ლევან ხარაბაძე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდება. ციურიხის ქართველი ლეგიონერი 11 ოქტომბერს შვეიცარიაში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ყაზანის "რუბინის" 18 წლის შემტევები, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია კი, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად, 9-15 ოქტომბერს უნგრეთში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 33 /
ყველაფერი ძალიან სწორადაა გაკეთებული. შემადგენლობაც ოპტიმალურადაა შერჩეული და ახალგაზრდა ფეხბურთელებიც სწორადაა დათმობილი ასაკობრივი ნაკრებებისათვის. ასე სწორად, სამართლიანად, ჭკვიანურად შერჩეული და გადაწყვეტილი შემადგენლობა კარგახანია არ მინახავს. მგონი უკმაყოფილების საბაბი გულშემატკივრებს ამ შემთხვევაში არ უნდა გვქონდეს.
წარმატებები ბიჭებს! ირლანდია უეჭველი დამარცხდება ამჯერად...
ანესთეზეოლოგი
01 ოქტომბერი 2019 16:22
9
კარგია კვარაცხელია და დავითაშვილი 19 წლამდელებს რო დაახმარა.ხარაიშვილის გამოძახებაც ძაან მომეწონა.დარწმუნებული ვარ მოვიგებთ
Buxrika
01 ოქტომბერი 2019 16:17
1
რამე გემრიელს ხომ არ შეჭამდით
გრიგოლი1408
01 ოქტომბერი 2019 20:06
0
კვარაცხელია და დავითაშვილი 21 წლამდელებს რო დამატებოდნენ უკეთესი იქნებოდა მგონი
ტოტტი
01 ოქტომბერი 2019 15:16
6
ელგუჯა ლობჟანიძის მაგივრად სხირტლაძის ან ბაჩანა არაბულის დაძახება აჯობებდა მემგონი, სხვა დანარჩენი ყველა ვინც გამოსაძახებელი იყო მემგონი გამოძახოებულია. ლუკა ზარანდიაზე მწყდება გული...
გიონატ
01 ოქტომბერი 2019 17:59
4
მგონი მაკარიძე სჯობს ძირითადში იდეალური ფორმაშოა , ბენფიკასთანაც და მშრალ სერიებში გამოჩდა. ჭანტურიშვილზე ვდარდობ , მგონი არასწორ კლუბში გადავიდა , სჯობდა ყოფილიყო იქ სადაც იყო . ნინუა შეიძლებოდა გაფართოებულში მაინც მოხვედრილიყო , ყველაზე დიდი პროგრესი მგონი მაგას აქვს, თუ არ ვცდები და სხვა ასაკობრივში თუ არ არის .. აი ელგუჟა ლობჟანიძის გამოძახება რავიცი რავიცი , მგონი ზედმეტად ყურადღებას ვაქცევთ ყაზახეთის ჩემპიონატს. გვილია და კიტეიშვილი მგონი ყველაზე კარგ ფორმაშია . საბაც თავისი გუნდის და ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია და ხარაიშვილმა უნდა გაამართლოს იმედები ვალდებულია იმედია ისეთი არ იქნება ვინც კლუბში უბერავს და ნაკრებში ვერაფერს შვება. აი არველაძე არ გამოიძახა დ ვეთანხმები რეგრესი აქვს მაგ ბიჭს სასწრაფოდ სხვა კლუბი უნდა მოძებნოს .. წარმატებები ჩვენებს , ნასვი უნდა გატყდეს
ნიკა
01 ოქტომბერი 2019 15:02
4
აჰა გამოიძახა ხარაიშვილი:) მერე?:)))
valderrama
01 ოქტომბერი 2019 14:59
6
არაბული გამოიძახე ვაის! იმსახურებს ეგ ბიჭი, ლობჯანიძეს აღარ ჯობია?
შაკო
01 ოქტომბერი 2019 14:50
15
ასეთი შემადგენლობა მინდა რომ დადგეს

ლორია
კაკაბაძე კაშია კვერკველია ტაბიძე
კანკავა კიტეიშვილი
ოქრიაშვილი გვილია ყაზაიშვილი
ქვილითაია

შეცვლები: ოქრიაშვილი- ხარაბაძე, ყაზაიშვილი- ლობჟინიძე ან ჯანო, კანკავა- აბურჯანია. ქვილითაიას შემცვლელი არ გვყავს თუ ყაზაიშვილმა არ გადმოიწია.
ეჰ მე კი მინდა ასე, მაგრამ ვაისის შემადგელობა ვერასოდეს ვერ გამოვიცანი და არა მარტო მე.
კობა74
01 ოქტომბერი 2019 15:21
19
ხარაბაძე, კვარაცხელია და დავითაშვილი რომ ახალგაზრდულს დაუთმო, ეგ მომეწონა, ჯერ დაღვინდნენ, სჯობია... ფლანგელი მცველების პრობლემა კი ნამდვილად გვაქვს, მგონია, რომ ქიმაძე და მჭედლიშვილი გამოძახებას იმსახურებენ.
ლაშა
01 ოქტომბერი 2019 21:31
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული