U19. რამაზ სვანაძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
9-15 ოქტომბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ითამაშებს.

რამაზ სვანაძის გუნდი 6 ოქტომბერს გაემგზავრება უნგრეთში, სადაც მასპინძელთა გარდა, ხორვატიასთან და ყაზახეთთან გაარკვევს ელიტ-რაუნდში გამსვლელის ვინაობას. შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან ორი გუნდი მოიპოვებს მომდევნო ეტაპის საგზურს.

მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია ის ფეხბურთელები, რომლებიც ევროშესარჩევი მატჩებისთვის მოემზადებიან:

მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), რევაზ ლომიძე (ლოკომოტივი);

მცველები: თორნიკე ჯანგიძე (დინამო თბ), სანდრო კალანდაძე (დინამო თბ), ზურაბ ჭავჭანიძე (ლოკომოტივი), ცოტნე კაპანაძე (რუსთავი), ლაშა აწყურელი (დინამო თბ), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ივა გელაშვილი (სპარტა,
ჩეხეთი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო);

ნახევარმცველები: გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), ნიკა გაგნიძე (დილა), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, რუსეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბ);

თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი), გიორგი გაგუა (ალავესი, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
კვარაცხელია ერთერთი გამორჩეული ახალგაზრდაა ვინც ამას ვერ ხედავს და შეტენილს უწოდებს არ ესმის ფეხბურთის არაფერი :)
Marcusrashford
15:59 03-10-2019
1
დავითაშვილი საუკეთესოა და ამ ნაკრებში ცოდოა,,კვარაცხელია აქც შეტენეს,პრინციპში სადაც გინდა იყოს მაინც ძალიან უკუსვლებიაქ,წარმატებები დავითაშვილს და ნაკრებს
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული