საქართველოს თასის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

AutoSharing Option
2 ოქტომბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

საბურთალო-ტორპედო
გარეჯი-ლოკომოტივი

დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები 23 ოქტომბერს გაიმართება და ორივე მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
არ არის საბურთალო არაფრის ღირსი. ტორპედო ყოველთვის სულსა და გულს დებდა და დებს თამაშში. საბურთალოს თამაშმა სომხეთთან ჩემთვის პირადად ძალიან დიდი დამცირების გრძნობა დატოვა. არ მინდა, რომ ეს ასე იყოს, მაგრამ....
ტარიელი
07:16 05-10-2019
0
რატომ არავინ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ კენჭისყრ, იმ ვიდეოს მიხედვით და იმ ინფორმაციებით რაც გავრცელდა დიდი ალბათობით წინასწარ დადგმული სცენარით ჩატარდა.ნურავინ ფიქრობს, რომ ამ პროცესში ვითომ სამართლიანი კენჭისყრით ძნელია საურველი შედეგის მიღება.
ნუგზარი
01:31 05-10-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული