ლევან კობიაშვილის პრეზიდენტობის 4 წელი - რა შეიცვალა ქართულ ფეხბურთში? [სტატისტიკური ანალიზი]

AutoSharing Option
2015 წლის 3 ოქტომბერს ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

2019 წლის 15 თებერვალს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე მეორეჯერ გამოუცხადეს მას ნდობა.

დღეს 3 ოქტომბერია და ლევან კობიაშვილის ფედერაცია ზუსტად 4 წელს ითვლის. ფედერაციის მუშაობის ყველაზე კარგი მთვლელი სტატისტიკაა. რა შეიცვალა ამ პერიოდში, განვითარდა თუ უკუსვლა აქვს ქართულ ფეხბურთს? მივყვეთ თანმიმდევრულად.

ეროვნული ლიგა

ლევან კობიაშვილის ფედერაციაში მოსვლის შემდეგ საქართველოს მთავარ საფეხბურთო ჩემპიონატში რებრენდინგი მოხდა, შეიცვალა სტრუქტურა, ჩემპიონატის პოპულარიზაციისთვის გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები და ყველა შეხვედრა შუქდება.

ამავდროულად, შეიქმნა ფეხბურთის განვითარების ფონდი, რომელსაც ძალიან
დიდი დაფინანსება აქვს, თუმცა მისი ეფექტურობა ჯერ კიდევ არ ჩანს. ამის მიზეზი ისიცაა, რომ კლუბების ნაწილში დღემდე ისევ ის "მენეჯერები" მუშაობენ, რომლებიც ფეხბურთის ფედერაციის აქტიურობას ვერც მხარს უბამენ და ვერც ვითარდებიან.

2015 წელს, ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებამდე, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი ევროპაში 36-ე ადგილზე იყო. ამ ოთხი წლის შემდეგ 8 პოზიციით დავიხიეთ უკან და 44-ე ადგილზე ვართ.

21-ე საუკუნეში საკლუბო ფეხბურთში ამ ფედერაციის პერიოდში დაფიქსირდა ყველაზე დიდი ანტირეკორდიც - 47-ე ადგილზე ვიყავით 2018/19 წლების სეზონში. ამ ოთხ წელიწადში ყველაზე ნაყოფიერი წელი ევროთასებზე ქულებით წელს გვქონდა - 2.250.

ასაკობრივი ნაკრებები

U17
  • 2016 წელი. აზერბაიჯანი - გავედით ელიტ-რაუნდში. ჯგუფში სამივე შეხვედრა წავაგეთ - ბოსნია-ჰერცეგოვინასთან (1:2), რუსეთთან (0:1) და იტალიასთან (0:1).
  • 2017 წელი. ხორვატია - ვერ გავედით ელიტ-რაუნდში, კვალიფიკაციის ჯგუფში წავაგეთ სამივე შეხვედრა - ბულგარეთთან (0:1), ფინეთთან (0:2) და შვედეთთან (0:4).
  • 2018 წელი. ინგლისი - შედარებით კარგი წელი იყო, გავედით ელიტ-რაუნდში, ჯგუფში მეორე ადგილი დავიკავეთ, თუმცა ქულები არ გვეყო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად - ელიტ-რაუნდის ჯგუფში ფრედ ვითამაშეთ პოლონეთთან (2:2), წავაგეთ ირლანდიასთან (0:2) და მოვიგეთ მაკედონიასთან (6:1).
  • 2019 წელი. ირლანდია - ვერ გავედით ელიტ-რაუნდში, კვალიფიკაციაში წავაგეთ სამივე შეხვედრა - დანიასთან (1:3), რუსეთთან (1:7) და ესტონეთთან (0:1)

შეფასება: რეგრესია 2012 წლიდან, როდესაც ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ვითამაშეთ. ხშირ შემთხვევაში მწვრთნელთა კომპეტენცია კითხვებს ტოვებდა. ფედერაცია არ მუშაობდა ამ საკითხზე სათანადოდ.

U19
  • 2016 წელი. გერმანია - გავედით ელიტ-რაუნდში, სადაც ჯგუფში ბოლო, მეოთხე ადგილი დავიკავეთ - წავაგეთ ინგლისთან (1:2), საბერძნეთთან (1:2) და ფრედ ვეთამაშეთ ესპანეთს (1:1)
  • 2017 წელი. საქართველო - მასპინძლები ვიყავით და პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშეთ, სადაც მესამე ადგილი დავიკავეთ - ჯგუფში წავაგეთ პორტუგალიასთან (0:1) და ჩეხეთთან (0:2), მოვიგეთ შვედეთთან (2:1)
  • 2018 წელი. ფინეთი - საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში მესამე ადგილზე გავედით - წავაგეთ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან (0:1), ფრედ ვეთამაშეთ ანდორას (1:1) და საფრანგეთს (1:1).
  • 2019 წელი. სომხეთი - საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში მესამე ადგილზე გავედით - მოვუგეთ ლიხტენშტეინს (7:0), წავაგეთ აზერბაიჯანთან (1:2) და ფრედ ვეთამაშეთ ისრაელს (1:1).

შეფასება: ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელის მიუხედავად, შედეგი შეგვიძლია ძალიან ცუდად მივიჩნიოთ. ამ შემთხვევაშიც მწვრთნელთა ხარისხი იყო დაბალი. ამ ასაკის თაობებთან პროფესიონალები უნდა მუშაობდნენ, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ. რეგრესია 2013 წლიდან, როდესაც ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გავედით.

U21
  • 2017 წელი. პოლონეთი - საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში გავედით მეოთხე ადგილზე. ორივე შეხვედრა მოვუგეთ ესტონეთსა (1:0, 3:0) და სან-მარინოს (4:0, 3:0), შინ ფრედ ვეთამაშეთ ხორვატიას (2:2) და წავაგეთ - შვედეთთან (2:3, 0:1), ესპანეთთან (0:5, 2:5) და ხორვატიასთან (0:1).
  • 2019 წელი. იტალია - საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში გავედით მესამე ადგილზე. მოვუგეთ: ფინეთს (2:1), ფარერების კუნძულებს (1:0) და ლიეტუვას (1:0). ფრედ ვეთამაშეთ: ლიეტუვას (0:0), დანიას (2:2) და ფინეთს (2:2). წავაგეთ: ფარერების კუნძულებთან (1:3), დანიასთან (2:5) და პოლონეთთან ორივე შეხვედრა (0:3, 0:3).
  • 2021 წელი. უნგრეთი/სლოვენია (მიმდინარე) - საქართველოს ნაკრებმა შინ დაამარცხა ლიხტენშტეინი (4:0) და სტუმრად აზერბაიჯანი (3:0). ჯგუფში ამავდროულად არიან შვეიცარია, საფრანგეთი და სლოვაკეთი.

შეფასება: ამ ასაკობრივ ნაკრებში პერსპექტიული თაობები გვყოლია და შედეგი არასდროს გვქონია. ყველაზე მტკივნეული ბოლო პერიოდში ფარერების კუნძულებთან მარცხი იყო. ამჯერად ახალგაზრდული ნაკრები გია ცეცაძის თავკაცობით შეეცდება ფონს გასვლას. მთავარი შეხვედრები გუნდს წინ ელის.

ეროვნული ნაკრები

ვლადიმირ ვაისი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ერთმანეთთან პირდაპირპროპორციულად ასოცირდება. მეტიც, ფედერაცია არის პასუხისმგებელი სლოვაკის შედეგებზე, რადგან მათი გადაწყვეტილება იყო კახა ცხადაძის ჩანაცვლება და მისი მოყვანა. ამავდროულად, ნაკრები პირველ რიგში არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახე.

ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა ჩაატარა 37 შეხვედრა, მათგან 37.84% მოიგო. 14 მოგება, 11 ფრე, 12 წაგება.

საქართველოს ნაკრები 2015 წლის ოქტომბერში ფიფას რეიტინგში 110-ე ადგილს იკავებდა, დღეის მდგომარეობით, 91-ე პოზიციაზეა. საქართველოს ნაკრების მაქსიმუმი ფიფას რეიტინგში 1998 წელს დაფიქსირდა - 42-ე ადგილი.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები - სერბეთთან, ირლანდიასთან, ავსტრიასთან, უელსთან და მოლდოვასთან ერთად იყო. ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფში მეხუთე ადგილი აიღო, ვერცერთი შეხვედრა ვერ მოიგო, ხუთი ფრე ითამაშა და ხუთი მატჩი წააგო. ყველაზე კარგი შედეგი 2002 წელს გვქონდა - ჯგუფში მესამე ადგილი ავიღეთ.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ამჟამად მიმდინარეობს. ჩვენს ჯგუფში არიან: ირლანდია, დანია, შვეიცარია და გიბრალტარი. საქართველო მეოთხე ადგილზეა. ერთადერთი შეხვედრა გიბრალტარს მოვუგეთ - 4:0. ამჟამად გვაქვს ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი.

თუმცა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ალტერნატიული შანსიც აქვს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ერთა ლიგას მოიგებს.

შეფასება: ამ ასპექტში ფედერაციის გადაწყვეტილების სისწორე ყველაზე მეტად ერთა ლიგის ფინალების შემდეგ შეფასდება. ამ ეტაპზე უეფასგან ბოძებული შანსი გვაქვს. გამოვიყენებთ თუ არა, ეს ძალიან ბევრ რამეს გადაწყვეტს და წარმოაჩენს.

თქვენ როგორ აფასებთ ლევან კობიაშვილისა და მისი გუნდის საქმიანობას? გთხოვთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარის სახით.

altლევან კობიაშვილი: ვლადიმირ ვაისის მიმართ, როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე ინტერესები იყო

altპირველი შემთხვევა - ლევან კობიაშვილი უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა

altლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 25 /
ძალიან ცდება ვისაც ჰგონი, რომ მარტო მოედნების მოწყობა და სტადიონების მშენებლობაა საქმე (ისე ცნობისთის მაგ ამბებში კაი მსუყე "მაყუთიც" ტყდება)! მთავარია სწორად დაგეგმრაბე და ეფექტური მართვა! ამას კიდე ცოდნა უნდა, ხოდა ვინც ეხლა ასე თუ ისე იცნობთ ფედერაციის ამჟამინდელ ხელმძრვანელობას კარგად მიხვდებით, რომ როგორც ბევრ საქმეში (გაუნათლებელი კალაძე თბილისის მერი:)))), აქაც კობის მეთაურობით საერთოდ უსწავლელი ხალხია...ეხლა დადექით და რამდენიც გენებოთ წარმატებულად აფასეთ!!! სამწუხარო რეალობაა და ახლო მომავალში გამოსწორების შანსიც ძალიან ნაკლებადაა
პაატა
03 ოქტომბერი 2019 15:46
6
პარლამენტი არჩია კაცმა და არა ფეხბურთი.ვნანობ,რომ ადრე მხარი დავუჭირე; ვფიქრობდი,რომ გერმანული წრთობა გადაგვარჩენდა,მაგრამ ... დავმარცხდი,მთლიანად ქვეყანა დამარცხდა ფულზედახარბებულ დეპუტატ კობიავილთან.
გიორგი ჯანიკაშვილი
03 ოქტომბერი 2019 15:35
7
ეჰ სამწუხაროდ მეც მჯეროდა ამ კაცის და მწარედ მოვტყუვდი. არ მჭირდება მაგის გაკეთებული მოედნები და სკოლები, ნუთუ ისეთი ნიჭიერია პარლამენტშიც და ფედერაციაშიც რომ თანამდებობა უჭირავს. თან ფედერაციაში ყოველთვის უკონკურენტო კანდიდატია. ბიუჯეტის ფულის ფლანგვაც გააგრძელა. არ მუშაობს ინვესტორების შემოყვანაზე ფეხბურთში და თავისი ძმაკაცის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტის ფლანგვაზეა გადასული. ეროვნული ჩემპიონატის დონე დაეცა და კიდევ დაეცემა. ცალსახად უარყოფითად ვაფასებ.
semi
03 ოქტომბერი 2019 15:54
4
მკვეთრად უარყოფითად,სადმე რაიმე შედეგი აქვს რომელიმე ასაკობრივ ნაკრებს, აბა რა შესაფასებელია ხელმძღვანელი რომლის დროსაც არფრისთვის მიგვიღწევია არცერთ დონეზე?
auuuu
03 ოქტომბერი 2019 18:02
3
დიდი ხანია წასასვლელია..არადა, ჭკვიანი, დინჯი და სამრთლიანი კაცი მეგონა..ასაკობრივ ნაკრებებთან უფრო მქონდა შეხება და.... ისევ კორუფცია და ნეპოტიზმი, რომელიც პერსპექტიულ ფეხბურთელებს თავს ანებებინებს თამაშს და საერთოდ, მომავალს სპობს..
ყური მიგდე
03 ოქტომბერი 2019 16:51
4
თუ ნამუსი აქვს უნდა წავიდეს. ერთა ლიგა რომ მოიგონეს ამას თუ თავის დამსახურებად თვლის, არ ვიცი.
სიმართლე
03 ოქტომბერი 2019 21:41
6
როგორი იმედი მქონდა მე და არა მარტო მე, რომ მოვიდნენ წარმატებული ვეტერანები ფედერაციაში და ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვლება თქო მაგრამ... ეტყობა ცდუნებამ გადაწონა ჩვენი სახელოვანი ვეტერანები და ეხლა ვართ სრულ სტაგნაციაში რბილად რომ ვთქვათ...ეროვნული ჩემპიონატი ტაჯიკეთის ჩემპიონატის დონემდეა დაშვებული, კლუბებზე ხო რაერთოდ ლაპარაკიც არ ღირს... ერთადერთი ნაკრების იმედად ვიყავით მაგრამ რად გინდა, ისეთი მწვრთნელი ყავს ფეხბურთის ყურებას შეგაძულებს საერთოდ ეს კაცი, ნუ მოკლედ მიდის მარტო ფულის კეთება...ეს ოთხი წელი კი დაიკარგა ამათ იმედზე ყოფნით, კიდევ ოთხი წელიც და მივალთ( დავეშვებით) ბანგლადეშის ფეხბურთის დონემდე.დიდი ბოდიში ბატონო ლევან მაგრამ ეს ფედერაცია არაფრით არ და ვერ ჯობს წინა ფედერაციებს მიუხედავად უკეთესი პირობებისა რაც თქვენ გაგაჩნიათ...
Maximus
03 ოქტომბერი 2019 21:36
5
ფულის საკეთებლად რომ მოიყვანა იმან თავიდანვე გამოჩნდა
საკუთარი თანამემამულე, პარტნიორი, და ნაკრებში ერთად ნათამაშები კაცი უმიზეზოდ გააგდო და მაგის ასგილას მიიყვანა საეჭვო რეპუტაციის რეგვენი ვაისი
lasha
03 ოქტომბერი 2019 19:41
2
ასაკობრივებში სამარცხვინო შედეგებია.21 და ეროვნული ნაკრები იგივე დონეა რაც იყო.ანალოგიურად საკლუბო ფეხბურთში.გაზაფხული-შემოდგომის აზრს ვერ ვხედავ,ვინც ამ სისტემაზე იყო უმეტესობა შემოდგომა-გაზაფხულზე გადავიდა და ჩვენ პირიქით...ანუ ჩვენ ვართ ყველაზე ჭკვიანები...ზოგადად უფრო რეგრესია ვიდრე პროგრესი,თუმცა რაც იყო ფაქტიურად იგივეა ბევრი არაფერი შეცვლილა
gocha
03 ოქტომბერი 2019 17:46
3
უარყოფითად რათქმაუნდა
გოგა
03 ოქტომბერი 2019 20:01
3
ვფიქრობ კობიაშვილი ჯერ-ჯერობით ყველაზე მეტს აკეთებს ქართული ფეხბურთისთვის, ვიდრე ოდესმე მის წინამორბედებს გაუკეთებიათ. არაფერია ნახსენები სტადიონების მშენებლობებზე, მინდვრის საფარების გამოცვლაზე და ა.შ. და ვინც არ უნდა იყოს ნაკრების მწვრთნელი ან ფედერაციის პრეზიდენტი, მაინც ვერ გავლენ ფეხბურთელების მაგივრად და ითამაშებენ. ფეხბურთელებში და თაობებშია პრობლემა ალბათ, თორე იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი მწვრთნელი ნაკრებში რომ რა ქნა??
ზუზუ
03 ოქტომბერი 2019 15:24
25
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული