
აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვი იქნება.
ფეხბურთის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეები: პაველ ჩებანუ (მოლდავეთი), დეიან სავიჩევიჩი (მონტენეგრო), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია) და დემეტრიო ალბერტინი (იტალია).
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო სულ 19 კომიტეტს და 6 ექსპერტთა საბჭოს აერთიანებს. ექვსი წარმომადგენელი კი საქართველოს პირველად ეყოლება.
ახალგაზრდული და სამოყვარულო ფეხბურთის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარედ ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი დაამტკიცეს.
უეფას განვითარებისა და ტექნიკური მხარდაჭერის კომიტეტი - კახა ჭუმბურიძე (ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი).
უეფას ეროვნულ ნაკრებთა საშეჯიბრო კომიტეტი - ალექსანდრე იაშვილი (ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი).
მასობრივი ფეხბურთის ექსპერტთა საბჭო - ნიკოლოზ ჯღარკავა (ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი).
უეფას მედიაკომიტეტი - ოთარ გიორგაძე ( საქართველოს ეროვნული ნაკრების მედიაოფიცერი).
უეფას გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პოსტებს შერჩეული კანდიდატები 2023 წლამდე დაიკავებენ.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
