ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე მატჩის, საქართველო-ირლანდიის, ბილეთების ფიზიკური გაყიდვა თბილისის "დინამო არენას" სალაროებში დაიწყო.
სალაროები 11:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს.
5-6 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში კი, გულშემატკივრები მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენას ორბელიანის მოედანზე მოწყობილ სფფ-ის ოფიციალურ მაღაზიაში 12:00-დან 20:00 საათამდე შეძლებენ.
ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, საიტზე TKT.ge 28 სექტემბრიდან მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრებად ბილეთი ყველა გულშემატკივარს სჭირდება და მისი ფასი 5, 10, 15 და 25 ლარს შეადგენს.
12 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თბილისის "დინამო არენაზე", საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე შეხვედრაში ირალნდიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით