5 ოქტომბერს, რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში ქართველების "რუბინმა" სახლში 2:1 მოუგო "ტამბოვს".
"რუბინმა" ყველა ტურნირზე ექვსმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ იმარჯვა, 14 ქულით მე-10 ადგილზეა და 19 სექტემბერს მოსკოვში "სპარტაკს" შეხვდება.
ყაზანურ გუნდში ჩემპიონატზე ჩატარებულ მე-9 მატჩში სადებიუტო გოლი გაიტანა ზურიკო დავითაშვილმა, რომელიც 73-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ შეცვალა.
დავითაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
"რუბინის" კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ბექა მიქელთაძე სათადარიგო იყო.
სტუმართაგან გოლი "სპარტაკიდან" განათხოვრებულმა გიორგი მელქაძემ გაიტანა, მისი გუნდის კარს კი გიორგი შელია იცავდა - ორივე რუსეთის მოქალაქეა.