ნაკრებში ჩამოსვლამდე ელგუჯა ლობჯანიძემ დუბლი შეასრულა

AutoSharing Option
27 წლის ტანმაღალმა თავდამსხმელმა ელგუჯა ლობჯანიძემ (სიმაღლე 194 სმ) ყაზახეთის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა.

29-ე ტურში ლობჯანიძის "თარაზი" სტუმრად 0:2-ს აგებდა "ოკჟეტეპსთან", შემდეგ ერთი გოლი გაქვითეს, 59-ე წუთზე კი მათი გუნდის ბრაზილიელი ნახევარმცველი გიან მარტინსი გააძევეს და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილებს გამარჯვება ქართველმა ფორვარდმა მოუპოვა.

ლობჯანიძემ გოლები 66-ე და 89-ე წუთებზე გაიტანა.

მის ანგარიშზე 21 მატჩში გატანილი 8 გოლია და საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ევროშესარჩევის ორი უახლოესი მატჩისთვის გამოიძახა.

ლობჯანიძემ დუბლი შეასრულა" style="height: 50px; width: 50px;" />ელგუჯა ლობჯანიძემ ყაზახეთის ჩემპიონატის ლიდერს გოლი გაუტანა [VIDEO]

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია ფორმაში რო არის
irakli
08:11 06-10-2019
2

სიახლეები პოპულარული