ეროვნული ლიგა. XXX ტური: ლევან მჭედლიძემ თბილისის "დინამო" ბათუმში წაგებისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
6 ოქტომბერს, 30-ე ტურის და შესაძლოა, მიმდინარე ეროვნული ლიგის ცენტრალური მატჩი ჩატარდა - ბათუმის "დინამო" და თბილისის "დინამო" დაზავდნენ - 1:1.

ამ შეხვედრის მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ ფეხბურთის ფედერაციამ რუმინელი მსაჯები მოიწვია.

სტუმართათვის მნიშვნელოვანი იყო, მასპინძელ გულშემატკივრთა ზეწოლისათვის გაეძლოთ, რაც ბევრი გუნდისთვის გადაულახავი პრობლემაა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბათუმელებმა თავიდანვე შეუტიეს. პერალესმა ფლამარიონის თავური აიღო, თბილისელები კი კონტრიერიშებით პასუხობდნენ. პირველ ტაიმში ბევრი მომენტი არ შეიქმნა და 0:0 დასრულდა.

ძლიერი წვიმის გამო მოედნის ნაწილი წყლით დაიტბორა, რაც ბუნებრივია, ფეხბურთელებს თამაშში ხელს
უშლიდა. შესვენების შემდეგ ზღვისპირელებმა მეტოქეზე დაწოლა გააძლიერეს. კარში დარტყმული ბურთი ხელზე პაპავას მოხვდა, პენალტი კი ფლამარიონიმ გამოიყენა.

თამაშის სურათი არც ამის შემდეგ შეცვლილა. გია გეგუჩაძის შეგირდები ინიციატივას ფლობდნენ, ხოლო დედაქალაქელები მოწინააღმდეგის კარზე იერიშების მიტანას ვერ ახერხებდნენ. 79-ე წუთზე თბილისელთა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ ზარიას ნაცვლად მოედანზე მჭედლიძე შეუშვა. მან ბურთთან პირველივე შეხებით ანგარიში გაათანაბრა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა. აღსანიშნავია, რომ ეს კარში თბილისელთა ერთადერთი დარტყმა იყო.

ბათუმის "დინამოს" და თბილისის "დინამოს" 62-62 ქულა აქვთ და ოქროს მედლებისთვის ბრძოლა გრძელდება.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - დინამო (თბ) 1:1
გოლები: 1:0 ჯოვინო ფლამარიონი (55, პენ), 1:1 ლევან მჭედლიძე (83)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე (კ), ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ნავალოვსკი, ბენჟამინ ტეიდი, გიული მანჯგალაძე (ჯამბულ ჯიღაური 86), ვლადიმერ მამუჩაშვილი, გაბრიელ რამოსი, ჯოვინო ფლამარიონი, ვლადიმერ დვლიშვილი (თორნიკე გაფრინდაშვილი 88)

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

დინამო (თბ) (4-4-1-1): ხოსე პერალესი, ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, გიორგი ქიმაძე, ნოდარ იაშვილი, ოლეკსანდრ კაპლიენკო, ნიკა ნინუა (კ), გიორგი ზარია (ლევან მჭედლიძე 79), არფანგ დაფე (გიორგი კუხიანიძე 70), გიორგი პაპავა, კვამე კარიკარი (მიხაილო შიშკა 90)

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 14 /
წვიმამ თამაში გააფუჭა დარწმუნებული ვარ უფრო მაგარი თამაში გაჩაღდებოდა ორივე გუნდს წარმატებას ვუსურვებ
ტეტე1234
22:56 06-10-2019
0
ბრავო ორივე გუნდს!!!! ლევან კიდე ბევრი გაგეტანოს!!!
Vasil
22:03 06-10-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული