ბათუმის "დინამო" მართვაში "ლამინი ჯგუფს" გადაეცა

AutoSharing Option
ბათუმში, "დინამო ბათუმისა" და "დინამო თბილისის" მატჩის დაწყებამდე, საზეიმო ვითარებაში აჭარის მთავრობამ და ბათუმის მერიამ კლუბი უკვე ოფიციალურად მართვაში შპს "ლამინი ჯგუფს" გადასცა.

ცერემონიას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი - ლაშა კომახიძე და "ლამინი ჯგუფის" მფლობელი - არჩილ ბერიძე.

მანამდე კი სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრებს, სიტყვით ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, "ლამინი ჯგუფის" მფლობელმა არჩილ ბერიძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიმართეს.

ლევან კობიაშვილი: "სრულიად საქართველო ამაყობს თქვენით. თქვენ შექმენით სულ სხვა რეალობა ქართულ ფეხბურთში და
ამისთვის მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ. რაც აქ, ბათუმში ხდება ბოლო წლებში, ბოლო თვეებში - ეს ატმოსფერო, დამერწმუნეთ, სხვა ქალაქებისთვისაც გადამდებია. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის მთავრობას, ბათუმის მერიას, კლუბს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა - ყველა კლუბი უნდა იყოს კერძო - ეს არის სწორედ ის, რისთვისაც ვიბრძვით და ვშრომობთ".

არჩილ ბერიძე: "უპირველეს ყოვლისა, მადლობა აჭარის მთავრობასა და ფეხბურთის ფედერაციას. მადლობა ქომაგებს, ეს გუნდი კერძო არასდროს არ იქნება. "დინამო ბათუმი" თქვენი, მისი გულშემატკივრების იქნება".

ლაშა კომახიძე: "სამი საათით ადრე ტრიბუნები სავსეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმის "დინამო" ჩვენი ქალაქის განუყოფელი ნაწილია. ამ სავსე ტრიბუნებისთვის მადლობას გიხდით. დღეს ბათუმის "დინამოს" ისტორიაში ახალი ფურცელი იწერება. გუნდმა ამ მემორანდუმით ახალი მიზნებისკენ და მწვერვალებისკენ უნდა დაიწყოს სვლა".

მომზადებულია erovnuliliga.ge-ს მიხედვით

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
dizlaikebit ro gaavset im kacis komentari , torpedosavit ar dagemartoto ro cers, martalia, ase iko kutaischic tavidan, xelis chamortmevebi, dapirebebi, chempionoba, umaglesi xelpasebi, rogoric arcert gundchi ar iko, uzlieresi gundi, da es kvelaperi ert sezonchi gakra, zaan gavabrazet tbilisis dinamo da pederacia, batoni pipia, da miviget chedegi, romelsac torpedo kochmarul sizmarchic ver carmoidgenda, amitom unda ikot batumlebi pxizlat ro igive ar ganmeordes tkventan, tbilistan da pederaciastan chidili zaan rtulia sakartvelochi.
KUTAISELI
07 ოქტომბერი 2019 15:47
3
და სად წაიკითხე რო სახელმწიფომ უნდა ააშენოს სასტიმრო და ასე შემდეგ?კერძო მფლობელმა უნდა ააშენოს თქო,და სახელმწიფომ სხვა სპორტის განვითარებაში უნდა ჩადოს ფული ის ფული რაც აქამდე ბათუმის დინამოს ხმარდებოდა,და რაც შეეხება ბილეთებს უფასოდ დასწრებას ჯობს მაინც რამე თანხა დაწესდეს ბილეთზე ეს იგულისხმება,აბა 20,30,50,100 ეუროს არავინ გადაიხდის თვალი უნდა გაუსწორო იმ პირობებს რაც საქართველოშია დღეის დღეობით,მგონი აქ გაუგებარი არფერია
Aba heee
07 ოქტომბერი 2019 12:27
0
ეს ძალიან კარგი რამ მოხდა დგეს,მაგრამ ამ ყველაფერს უნდა სწორი მიშაობა,რომ მფლობელს მარტო გასავალი არ ქონდეს და ქონდეს შემოსავალიც,1)არავითარ შემთხვევაში ფეხბურთელი უფასოდ არ უნდა წავიდეს სხვა გუნდში,არავითარი უკეთესი შემოთავაზება ქონდა და ხელი არ შეუშალეთ,ეს ზაან არ მომწონს ქართულ ფეხბურთში,2)არავითარი ნაცნობობით დასაქმება გუნდში,მხოლოდ ვინც საქმე იცის ანუ პროფესიონალები რო გუნდმა წინ წავიდეს და სარგებელიც მიიღოს,3)უნდა შეზავდეს ახალგაზდები და გამოცდილები,4)არავითარი პოლიტიკური ჩარევა(ეს ფეხბურთია),5)მიზერული ფასი ბილეთებზე აუცილებელია ისევ გუნდისთვის,6)მაქსიმალურად ბავშვთა აკადემიის გაზრდა და განვითარება,7)ის ფული რაც ბიუჯეტიდან აღარ მოხმარდება გუნდს და რაც ზალიან კარგია უნდა მოხმარდეს საერთოდ სპორტის განვითარებას ბათუმში(ბავშვების სპორტული აკადემიების გაკეთებას),8)გუნდს უნდა აუშენდეს მისი სასტუმრო(საცხოვრებელი)ბაზაზე,ესეც შემოსავალია თუნდაც საქართველოს ჩემპიონატიდან ბათუმის დინამოსთან სათამაშოდ ჩამოსული გუნდები სხვასთან არ დაბინავდებიან,9)ერთმანეთს მაქსიმალურად უნდა დაუდგეს გვერდით გუნდი,გულშემატკივარი,გუნდის მფლობელი და აჭარის მთავრობაც,ამ შემთხვევაში გუნდი არ იქნება 2 ან 5 წელზე გათვლილი და იქნება მუდამ სტაბილური,ეს არის ერთი გულშემატკივარის აზრი და ვფიქრობ ბევრიც დამეთანხმება...
Aba heee
07 ოქტომბერი 2019 02:45
0
მიზერული ფასი ბილეთში გინდა გადაიხადო და სამაგიეროდ მიიღო მაღალი კლასის ფეხბურთი. აბა, შენ თვითონ დაფიქრდი, 21-ე საუკუნე, საბაზრო ეკონომიკა, ითხოვ სახელმწიფომ კლუბი არ დააფინანსოს, სამაგიეროდ აშენდეს აკადემია, სასტუმრო და ა.შ. სტადიონიც სახელმწიფომ ააშენა. მოკლედ, ერთი ანდაზის არ იყოს, სიძესი მარტო ის იყო და ისიც სხვაგან მიქონდაო, ეგრე გამოგდის.
vaa
07 ოქტომბერი 2019 11:03
0
ტორპედოსავით არ დაგემართოთ
ზას.
06 ოქტომბერი 2019 21:54
20

სიახლეები პოპულარული