"რუბინმა" საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა "აღიარა", შემდეგ კი "უარყო"

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში "რუბინის" შემტევებს - ზურიკო დავითაშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიას უხმეს, ყაზანურმა კლუბმა კი "ტვიტერზე" თავისი გუნდის ფეხბურთელების სხვადასხვა ნაკრებში გამოძახებას პოსტერი მიუძღვნა.

"რუბინმა" ქართველი ფეხბურთელები ერთიანი საქართველოს რუკის ფონზე გამოსახა, რუსეთი კი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს საქართველოს შემადგენლობაში არ ცნობს.

ეტყობა, გაეპარათ და მოგვიანებით თათრეთის კლუბმა პოსტერი წაშალა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
ყველანი უღირსები ხართ, ვინც აპრავებთ წაშლას რაღაც გამოგონილი მიზეზებით. სოციალური მედიის მენეჯერმა და დიზაინერმა სხვადასხვა ქვეყნების რუკები მოიძიეს და ვერ გაითვალისწინეს საქართველოს შემთხვევაში აფხაზეთის და სამაჩაბლოს კონტექსტი - აი ეს არის სიმართლე. როდესაც ვიღაცამ ზევით შეამჩნია, წააშლევინეს ინსტაგრამიდანაც, ფეისბუქიდანაც და ტვიტერიდანაც. რუსი რუსია. კარგი რუსი არ არსებობს, ყველა რუსი მტერია იმ დრომდე, სანამ ჩვენი მიწა წყლის წართმევას მხარს დაუჭერს. თქვენ კი კოლაბორაციონისტები ვინც სპასიბა ბალშოეეს უწერთ.
sergo
08 ოქტომბერი 2019 13:13
6
ყველა ბოლოდროინდელი გამოკითხვებით, რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობას, აფხაზეთიც და ე. წ. სამხრეთ ოსეთიც საქართველოს ნაწილად მიაჩნიათ. ეს თვით ჟირინოვსკიმ აღიარა "ТВЦ"-ს პირდაპირ ეთერში. თან დაამატა, წაიღონ ქართველებმა და არჩინონო. ჩვენ ყირიმს და დონბასს მივხედოთო...
tngh
08 ოქტომბერი 2019 15:12
8
არ შეშლიათ თათრეთი რუსეთისთვის აპასნი რეგიონია თუმცა თავის დროზე მონღოლეთის იმპერია დაიშალა და რუსეთიც და ბევრი სხავაც დაიშლება მთავარია ჩვენ ვიყოთ ერთ მუშტად შეკრულები თორემ ნაშალ ნაწილაკები ჩაგვიყოლებენ
zurabi
08 ოქტომბერი 2019 12:29
2
წაშლა უარყოფას არ ნიშნავს. ყველგან კონფლიქტს რატომ ეძებთ??? წაშალეს იმიტომ, რომ სხვა ინფორმაციები დადეს...
tngh
08 ოქტომბერი 2019 11:39
19
ანუ, შენი აზრით აღიარებენ, თუ რისი თქმა გინდა?
აქაც თუნგაობ?
08 ოქტომბერი 2019 13:32
1
თავზე გვიშვებიან და მაინც ვეტენებით. რა უბედურება გვჭირს ასეთი ქართველებს. საქართველო ისევ გავავსეთ რუსული წარწერებით. სადაც წახვალ ყველგან რუსულად აწერია რესტორნებს მაღაზიებს..ყველაფერს.ეს ჩვენი სირცხვილია.არ მითხრათ ახლა ტურიზმიაო.
ის ნუღა გიკვირთ რუბინმა რუკა თუ წაშალა საიტიდან. ზუსტად იციან რუსებმა რომ ყველაფერი გაუვათ.
მეტის ღირსები ვართ!
გიორგი
08 ოქტომბერი 2019 11:03
16
თუ პოსტი სრულად წაშალეს კიდევ ჯანდაბას. მაგრამ თუ საქართველოს რუკა დაამახინჯეს აფხაზეთის და ოსეთის "დამოუკიდებლობებით", მაშინ მანდ მყოფმა ქართველმა ფეხბურთელებმა პოზიცია უნდა გვაჩვენონ.
გიორგი
08 ოქტომბერი 2019 10:58
13
თანაც სამაჩაბლოში ხატია ბიჭები ))) თვითონაც კარგად იციან რომ ჩვენია აფხაზეთიც და სამაჩაბლოც )))
ტოტტი
08 ოქტომბერი 2019 08:28
0
არაფერიც არ შეეშალათ, მალე თათრეთიც გამოეყოფა მაგ ღრუსეთს.
Geo_Dinamo
08 ოქტომბერი 2019 06:19
5

სიახლეები პოპულარული