28 თებერვალს Pubg Mobile-ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურნირი PMCO დასრულდა. აღნიშნული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორი ქართული გუნდი, "ონიქსი" და "13", ასპარეზობდა.

ქართულმა გუნდებმა მე-10 ("ონიქსი") და მე-11 ("13) ადგილი დაიკავეს და პროლიგაში გადაინაცვლეს. PMPL-ში გადასასვლელად 13 საუკეთესო გუნდში მოხვედრა იყო საჭირო. საქართველოს წარმომადგენლებმა თავი ამ ტვირთს კარგად გაართვეს.

"ონიქსის" გუნდის ლიდერმა საბა კოპლატაძემ აღნიშნულ წარმატებასთან დაკავშირებით მცირედი კომენტარი გააკეთა:

"მიუხედავად იმისა, რომ PMPL-ში ვითამაშებთ, რაც ძალიან კარგი ამბავია, ფინალის შედეგით კმაყოფილი არ ვარ. ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ ქართველების დონე ყოველდღიურად მაღლა იწევს და  სასურველ დონეს უფრო და უფრო ვუახლოვდებით. კონტრასტი საქართველოსა და ევროპის დონეებს შორის აღარ არის ისეთი, როგორიც იყო მაშინ, როდესაც პირველად გავედით PMCO Fall Split 2020-ზე.

პროლიგაზე ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, თუ ვინ ითამაშებს ამ ტურნირზე. სხვა დანარჩენი უახლოეს დღეებში გაირკვევა. ხშირად მითქვამს და აქაც გავიმეორებ, ადამიანს თუ ეთამაშები, მაშასადამე, სისუსტეც აქვს და მისი დამარცხებაც შესაძლებელია. მთავარია, განვაგრძოთ როგორც ინდივიდუალურ, ისე როტაციულ შეცდომებზე მუშაობა.

ჩემთვის გუნდში გამორჩეული მოთამაშე არ არსებობს, ყველას თავისი როლი აქვს. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ზოგი უფრო ანათებს, ზოგი კი შავ სამუშაოს ასრულებს. შესაბამისად, ვთვლი, რომ ყველამ თანაბარ დონეზე ითამაშა.

უკვე შევედით RedBull PUBGM დისქორდზე და ველოდებით დასაწყისის ზუსტი დროის დაანონსებას. როგორც იცით, ვართ ის გუნდი, რომელმაც საქართველო უნდა წარმოადგინოს მსოფლიო ფინალში. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომელიც არნახულ მოტივაციას გვაძლევს.

ქართველ მოთამაშეებს ვეტყოდი, რომ რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს, თუ არ დანებდები, წარმატება გარდაუვალია.

ახლა ჩვენი გუნდი ჯერჯერობით მხოლოდ პროლიგასა და რედბულზე ფიქრობს, სხვა დანარჩენს კი დრო გვაჩვენებს. შევხვდებით უძლიერეს გუნდებს, არა მარტო ჩვენი რეგიონიდან, არამედ მთელი მსოფლიოდან. კონკურენცია იქნება საკმაოდ მაღალი, განსხვავებით ჩვენი ნაწილისგან, ვინ როგორ თამაშობს, ჯერჯერობით არ ვიცით, რაზეც ცალკე დამატებით უნდა ვიმუშაოთ."

მეტი ინფორმაციისთვის, ვიდეოებისა და სიახლეებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ "ონიქსის" "ფეისბუქგვერდს".

Shinigami
ძალიან კარგი სტატიაა,მეტი წერეათ ამ თემატიკაზე
NI KO
წარმატებები 2 ქართულ კლანს ❤❤
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინ
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
90 წუთი, რომლის გადასადებადაც ფეხბურთელი "მოკლეს"
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა