სომხიშვილი ფინალში ხორვატ სპორტსმენთან ჰელენა ვუკოვიჩთან ვაზარით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ტურნირის დასკვნით დღეს ჩვენ ნაკრებს მედალი მხოლოდ სომხიშვილმა მოუტანა.
მიხეილ ბექაური, გიორგი კარიაული (ორივე -90), ალექსი სვიანიძე და ლევან ჭელიძე (ორივე +90) მედლების გარეშე დარჩნენ.
მსოფლიო ჩემპიონატი 13 აგვისტოს გუნდური შეჯიბრით დასრულდება, სადაც პირველად ძიუდოს ისტორიაში, ბიჭებისა და გოგონების გაერთიანებული გუნდები იასპარეზებენ და მათ შორის საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებიც.