66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ევროპის ქართველი ჩემპიონი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი ვაჟამ იორდანიელ ბილალ აიალსალმანს უპრობლემოდ, 1:43 წუთში, გაფრთხილებებით მოუგო.
მესამე წრეში ვაჟას მეტოქე სამხრეთაფრიკელი სიაბულელა მაბულუ იქნება. გულშემატკივარს ჩემპიონატის ლაივ-სთრიმით ნახვა ამ ბმულზე შეუძლია.
ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა პირად-გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლები დღეს, 29 აგვისტოს, ვაჟთა შორის 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში გათამაშდება, გოგონებში კი - 52 კგ-ში.