ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: საქართველოს პირველი მედალი მარგველაშვილმა მოუტანა

AutoSharing Option
საქართველომ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა. ეს 66 კილომდე წონაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილმა გაკეთა, რომელმაც მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში კორეელი ლიმვან კიმი დაამარცხა.

მარგველაშვილი ერთი ვაზარით მარცხდებოდა, მაგრამ როდესაც ორთაბრძოლის დასრულებამდე წუთზე ნაკლები იყო დარჩენილი, მან მეტოქე შებოჭა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე თავისი პირველი მედალი მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ვულოცავ ვაჟას თუმცა თავისუფლად შეეძლო ფინალში ყოფილიყო. ვფიქრობ რომ იჩქარა. შეიძლება მწვრთნელის ბრალიცაა
koki
29 აგვისტო 2017 19:54
2
ვაჟა ფინალში ვერ იქნებოდა, იმიტომ, რომ სადღეისოდ აბე უძლიერესია და ეს ყველაფრით დაამტკიცა. მაინც ყოჩაღ და დიდი მადლობა ვაჟას, რომ ბოლომდე იბრძოლა (მათ შორის, აბესთანაც) და მედლის შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა. თან 2 კორეელი დაამარცხა, მათ შორის, 1 მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ანი.
ენლილ
29 აგვისტო 2017 20:08
7
ფაქტია- მწვრთნელობამ უნდა შეცვალოს ვარჯიშის მიდგომა და იაპონელების მოგებაზე მოახდინონ კონცენრაცია...ფიზიკურად,ფსიქოლოგიურად,ტაქტიკურად და უ ნ დ ა დადოთ იაპონელები ბეჭებზე,უნდა ჩ ა ა ბ ა რ ო ნ წარსულს იაპონელთა უპირატესობა,ამის პ ო ტ ე ნ ც ი ა აშკარად აქვს ქართველობას!
glaxuna
29 აგვისტო 2017 20:26
1
-ენლილს- ლოგიკით შოთა ჩოჩიშვილი მიუნხენის ოლიმპიადაზე საერთოდ არ მიჰყადათ,მაგრამ კაცი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ასე, რომ ადამიანს კონკრეტულ მომენტში ბევი რამის გაკეთება შეუძლია ლოგიკის საწინააღმდეგოთ.(დღესაც იყო ამის მაგალითი).ვაჟაც შეიძლებოდა გამხდარიყო მსოფლიო და არავითარი სასწაული ეს არ იქნებოდა.სპორტში ყველაფერი მოსულა.
gori 2
29 აგვისტო 2017 22:12
0
მინდა მივულოცო ვაჟას და წარმატებები ვუსურვო მჯერა რომ ის კიდევ მრავალჯერ შეძლებს ქართული სპორტის გულშემატკივათა გულის გახარებას სულ წარმატებებით გევლოს ვაჟა
29 აგვისტო 2017 23:05
0
ვულოცავ ვაჟას!!! დიდი მადლობა!!! თუმცა ოდნავ უკეთესი რეფერის ხელში ჩემპიონი იქნებოდა!!! ის გდება ვაზარი იყო...
tngh
29 აგვისტო 2017 20:45
3
კორეელს რომ ვაზარი მისცეს, ეგ უფრო ნაღდი იყო თუ ვაჟამ რომ იაპონელთან აიღო? ძიუდოს სპეციალისტებო! გამაგებინეთ რატომ გააუქმეს მისი ვაზარი? აღარ იჩქარებდა მერე და საჩქარო იაპონელს ექნებოდა, ასე მგონია რომ ვაჟასთან ბოლო წამებზე ვაღარ გააკეთებდა ვერაფერს, ვინც უყურეთ ამ ჭიდაობებს, გამომეხმაურეთ რა?
G E L A
29 აგვისტო 2017 20:29
4
იაპონელთან იმიტომ გააუქმეს რომ დაცემისას გვერდით არ შეხებია იაპონელი ტატამის
მიშა
29 აგვისტო 2017 22:01
1
სამი წლის წინ ვამბობდი რომ ეს ბიჭი ცოტა გამოცდილებას და სტაბილურობას რომ აიღებდა, ნაკრებში აშკარა ლიდერი უნდა ყოფილიყო და ფაქტია აქეთ მიდის საქმე. ამ კაცს რომ ილეთების არსენალი აქვს ისეთი შეიძლება მეორე არ გვყავდეს ნაკრებში. ერთი სიამოვნებაა ამის ჭიდაობის ყურება, რამხელა სისწრაფეში აკეთებს ამ ილეთებს, განსაკუთრებით შეკვრები აქვს საოცარი, ვინმეს თუ შეეკრა ფაქტიურად გადაჩეხილი ყავს ათიდან ცხრა შემთხვევაში. ვულოცავ და მთავარია გააგრძელოს შრომა, წინ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი გამარჯვებები ელოდება. აბეს რაც შეეხება, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და არ იყო ეს ვაზარი, ალბათ ორი სანტიმეტრი დააკლდა და დაადებინებდა მხარს, თუმცა არ დაუდია ფაქტია. არ იყო ეს გდება შესაფასებელი და სიმართლე ყოველთვის უნდა ითქვას.
fraternity
30 აგვისტო 2017 10:59
0
ვულოცავ ვაჟას!უკეთესი შედეგები ყველას გვინდა, მაგრამ ამ ვეებრთელა საყაროში (და ასეთ სამყაროში) რასაც აღწევენ ქართველები ეს ნამდვილად გმირობის ტოლფასია! მადლობა სპორტსენებს და მათ სამწვრთნელო შტაბს ასეთი შემართებისათვის.მიუხედავათ ყველა სპორტული თუ არასპორტული დაბრკოლებისა მათი გარჯა შედეგს გამოიღებს და გასახარელი შედეგი კვლავ ბევრი გვექნება!
gori 2
29 აგვისტო 2017 21:54
1
ვაჟამ ბრწყინვალედ იჭიდავა, მაგრამ იაპონელი ამ ეტაპზე საუკეთესოა.
მაჯებიდან კისრულზე და ჩოხიდან კისრულებზე აბე შეუდარებელია. მაჯის გათიშვის შემდეგ მარჯვენა დგომი უნდა აეღო.
legion
29 აგვისტო 2017 21:41
1
ის გდება რაც ვაჟამ გააკეთა იაპონელთან ვაზარი იყო
zzz
29 აგვისტო 2017 21:35
2
სამწუხაროდ ნახევარ ფინალი ვერ ვნახე,მაგრამ დანარჩენი ყველა ბრძოლას ვუყურე და ყოჩაღ ვაჟას.არ ვიცი რა შეიცვალა მასში,მაგრამ შარშან და წელს იგი სულ სხვა ვაჟაა,დიდებულად მოაზროვნე,ნამდვილი პროფესიონალი,ძალიან მაღალი კლასით.მისი ყურება ერთი სიამოვნება იყო და ესეც ზრდის მისი მედლის ფასს.ვულოცავ ზაზას და მომავალში ოქეოსაც ვუსურვებ,თუმცა აბეც ძალიან ძლიერი მოჭიდავე დადგა და ეს ძალზე ძნელი საქმე იქნება.
სოსო
29 აგვისტო 2017 21:04
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული