ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: დღეს ჯანაშვილი და შავდათუაშვილი იჭიდავებენ

AutoSharing Option
დღეს, 30 აგვისტოს, ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან მედლებისთვის მარიამ ჯანაშვილი და ჩვენი ლიდერი, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73) იბრძოლებენ.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 სთ-დან დაიწყება. გულშემატკივარს ჩემპიონატის ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეუძლია.

სამწუხაროდ, ლაშას ჯანმრთელობა ჯერაც არასახარბიელოა. როგორც გუნდის ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა გვითხრა, ნატკენი მუხლი კვლავაც ძალიან აწუხებს...

შავდათუაშვილს დიდად არც წილისყრამ გაუმართლა, რადგან ჯგუფში იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოსთან მოხვდა. თუმცა ჩვენებური მას მეოთხედფინალამდე არ ხვდება. ის
პირველ წრეში ისვენებს, მაგრამ ბედის საჩუქარს ვერც მის პირველ კონკურენტს, ბრაზილიელ მარსელო კონტინის ვუწოდებთ. მოგების შემთხვევაში, ჩვენებური მოზამბიკელ აიტონ სიქუირსა და გამბიელ ფაიე ნჯიეს შორის მოგებულს შეხვდება, მომდევნო ეტაპზე კი გერმანელ იგორ ვანდტკესა და სლოვენიელ მარტინ ჰოიაკს შორის უმჯობესი დაუპირისპირდება.

ჩვენებურს ყველასთან დადებითი ბალანსი აქვს, მაგრამ მთავარი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

ჯანაშვილი პირველ შეხვედრას კანადელ კატერინე ბაუხემინ-პინარდთან გამართავს, ამათში მოგებულს კი აზიელი მეტოქე ეყოლება: ჩინელი ტონქუან ლუ ან ნეპალელი მანიტა შრესტჰა პრადჰანი.

ჩვენებური ძალიან ძლიერ ჯგუფშია: ბრაზილიელი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი რაფაელა სილვა, ვისთანაც ჯანაშვილი წლეულს თბილისში დამარცხდა, ზემოხსენებული მონტეირო, გერმანელი მსოფლიოს მედალოსანი მირიამ პოპერი და სხვა...

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ერთი ბრინჯაოს მედალია - პრიზიორი 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი გახდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნამდვილად ვერ დავიჩემებ სპეციალისტობას, მაგრამ ტრამვის გართულებას არ ჯობია დაისვენოს შავდათუაშვილმა? მითუმეტეს ახალ წონაში მშვენივრად გამოიყურება და ასეც გააგრძელებს
0
ლაშა ახალგაზრდაა და ტრამვით ჭიდაობას უნდა მოერიდოს, წინ კიდევ ბევრი წარმატებებიანი გზა აქვს გასავლელი. ჯანმრთველობას და წარმატებებს ვუსურვებ კარალეთელ ფალავანს. დროა ვიფიქროთ 2020 წლისთვის ორ გზის ოლიმპიურ ჩემპიონობაზე.
გაიოზ გოშაძე
11:07 30-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული