ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაზე გადაერთო

AutoSharing Option
ლაშა შავდათუაშვილი ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4-ფინალში დამარცხდა და ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძობს.

გულშემატკივარს ჩემპიონატის ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეუძლია.

1/4-ფინალში ლაშას მეტოქე იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტო იყო, რომელიც 73 კილომდე წონის პირველი ნომერი და მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტია. ბრძოლის ბედი გაფრთხილებების რაოდენობამ გადაწყვიტა - ლაშა 3-ჯერ გააფრთხილეს და შეხვედრაც დასრულდა.

შავდათუაშვილი რეპეშაჟში გადაერთო, სადაც მისი მეტოქე ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი დენის იარცევი იქნება. ეს სწორედ ის იარცევია, ლაშამ 2016 წლის 8 აგვისტოს, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ასევე რეპეშაჟში
რომ დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ლაშა ამდენ გაფრთხილებას ნამდვილად არ იმსახურებდა...
დიტო
30 აგვისტო 2017 16:12
1
ჩავლებას იაპონელი არ აკეთებინებს და შიდოს ქართველს აძლევ კაით რა. წინასწარ ვულოცავ სოკარს ვითომ ჩემპიონობას.
zaza
30 აგვისტო 2017 16:03
1
მე რომ ვიყო ბოიკოტს გამოვაცხადებდი, მასაჯი კი არა ნეხვი იყო.
არქიფო
30 აგვისტო 2017 16:00
2
ვინც თვლის, რომ სპორტი პოლიტიკა და მიკერძოება არაა თქვენი აზრები ერთმანეთს გაუზიარეთ ან ახსენით რატომ მოხსნეს ლაშა შეჯიბრიდან. გისმენთ...
levo
30 აგვისტო 2017 15:53
1
რომელზე იწყება რეპეშაჟი?
DATO
30 აგვისტო 2017 15:49
2
რა ყველა ჩვენ უნდა გვჩაგრავდეს??? ნუცუბიძეს არავი კაცათ არ თვლის ძიუდის სამყაროში!!!!!!
fu
30 აგვისტო 2017 15:44
1
ნუთუ იყო ლაშა ამდენჯერ გასაფრთხილებელი?
კახა
30 აგვისტო 2017 15:41
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული