ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ლაშა შავდათუაშვილი.

შავდათუაშვილმა სანუგეშო ტურნირში კარგად ნაცნობ რუს დენის იარცევს დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში ვაზარით შეფასებული გდებით სძლია. ეს სწორედ ის ძიუდოისტია, ლაშამ 2016 წლის 8 აგვისტოს, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ასევე რეპეშაჟში რომ დაამარცხა.

ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ოლიმპიური და ევროპის ქართველი ჩემპიონის მეტოქე სამხრეთკორეელი ჩანგრიმ ანი იქნება.

გულშემატკივარს ჩემპიონატის ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეუძლია.

შავდათუაშვილი 1/4-ფინალში, იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოსთან გაფრთხილებებით
დამარცხდა, მანამდე კი ბრაზილიელი მარსელო კონტინი, გამბიელი ფაიე ნჟიე და სლოვენიელი მარტინ ჰოიაკი დაამარცხა.

- ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: შავდათუაშვილი 1/4-ფინალში ეფექტური გდებით გავიდა [VIDEO

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული