ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: შავდათუაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლა დათმო

AutoSharing Option
ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ლაშა შავდათუაშვილს (-73 კგ), თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში სამხრეთკორეელ ჩანგრიმ ანთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

შავდათუაშვილმა ბუდაპეშტში ბრაზილიელი მარსელო კონტინი, გამბიელი ფაიე ნჟიე და სლოვენიელი მარტინ ჰოიაკი დაამარცხა, 1/4 ფინალში კი შეხვედრა იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოსთან გაფრთხილებებით დათმო. რეპეშაჟში ლაშამ რიპს ოლიმპიადიდან კარგად ნაცნობ რუს დენის იარცევს დამატებით დროში ვაზარზე შეფასებული გდებით მოუგო.

- ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: შავდათუაშვილი 1/4-ფინალში ეფექტური გდებით გავიდა [VIDEO

დღეს ბუდაპეშტში ჩვენგან მარიამ ჯანაშვილმაც (57) იასპარეზა, თუმცა ჩემპიონატს სტარტზევე
გამოეთიშა.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც 29 აგვისტოს ვაჟა მარგველაშვილმა (66) მოიპოვა.

ხვალ, 31 აგვისტოს, მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლები ვაჟთა შორის 81-ში, გოგონებში კი 63 კგ-ში გათამაშდება, საქართველოს ნაკრებს კი მონაწილე მხოლოდ ვაჟებში ეყოლება - ზებედა რეხვიაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 6 /
გული არ გაიტეხო ლაშა. არავიზე ნაკლები არა ხარ, იაპონელთან აშკარად დაიჩაგრე(სხვათა შორის ორუჯევსაც უსამართლოდ წაართვეს ჩემპიონობა). ბრინჯაოზე ბრძოლისას აშკარად არ გაგიმართლა, თან გეტყობოდა, რომ რაღაც გაწუხებდა და ბოლომდე ვერ იხარჯებოდი. ისე რა გითხრათ და მგონი ძიუდოს მამებს წინასწარ ჰქონდათ გადაწყვეტილი იაპონელის გაჩემპიონება იმდენად უსამართლოდ გაამარჯვებინეს ლაშასთანაც და ფინალშიც ორუჯევთან.
murtalo
20:02 30-08-2017
3
ჯობდა ლაშა გუნდურისთვის დაესვენებინათ მადლობა ლაშას თავდადებისთვის კი უნდა მოუგო მსაჯიანად მაგრამ ეგ ყოველთვის არ გამოდის
კახა
22:59 30-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული